x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
8 წიგნი, რომელიც ყველა ინტროვერტმა უნდა წაიკითხოს

თუ ინტროვერტი ხართ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება შინაგანი სამყაროს შესავსებად კარგი წიგნებია. არაფერია უკეთესი, ვიდრე სცენარი, რომელიც პირადად გეხება, ამიტომ მე შევარჩიე წიგნი, იმ თემებისა და სიმბოლოების შესახებ, რომლებსაც ინტროვერტები ნამდვილად აფასებენ. წარმოგიდგენთ 8 წიგნს, რომელიც ყველა ინტროვერტმა უნდა წაიკითხოს.imageკაზუო იშიგურო – “არასოდეს გამიშვა''
კაზუო იშიგურომ კეტის სახით შექმნა ინტროვერტი პერსონაჟი, რომელიც ექსტროვერტ რუთის დაუპირისპირა. კეტი წიგნში გვევლინება სოციალურად პასიურ ადამიანად.
imageენდი ვეირი - “მარსიანელი''
მიუხედავად იმისა, რომ მთავარი გმირი ენდი ვეირის “მარსიანელისა'' ირჩევს იზოლირებულად ცხოვრებას, ინტროვერტებს ნამდვილად მოეწონებათ მისი ღრმა პიროვნულობა და დამოკიდებულება მარტოობისადმი.
ემილი დიკინსონი - ლექსები
პოეტ ემილი დიკინსონის ბევრი ლექსი ასახავს მის განწყობას ხალხის შესახებ, ისევე როგორც მის შეხედულებებს გარე სამყაროსთან დაკავშირებით.
შარლოტა ბრონტე - “ჯეინ ეარი''
ჯეინ ეარი კლასიკური ინტროვერტია. ის კმაყოფილია ცხოვრებით და მშვიდად მიუყვება ცხოვრების რითმს. არ ცდილობს ახალი ურთიერთობების წამოწყებას. imageსტიგ ლარსონი - „გოგონა დრაკონის ტატუთი“
შვედი მწერლის - სტიგ ლარსონის პერსონაჟი ლისბეთ სალანდერი უკიდურესად ინტროვერტი და ზოგჯერ მტრულად განწყობილ ქალი, რომელიც ხშირად ამჯობინებს თავი შეიკავოს ადამიანებთან ურთიერთობისას.imageჯონ კრაკაუერი - “ველურ გარემოში''
“ველურ გარემოში'' არის ჭეშმარიტი ამბავი ახალგაზრდა მამაკაცისა, რომელსაც სურვილი აქვს გაექცეს საკუთარ ცხოვრებას ალასკის ველურ ბუნებაში მოგზაურობით. ნოველა იკვლლევს საზოგადოებისგან იზოლირებისა და ტრანსცენდენტალიზმის თემებს.
არტურ კონანდოილი - “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი''
შერლოკ ჰოლმსი კიდევ ერთი ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟია, თავისი ექსცენტრიული და უცნაური თვისებებით. ინტროვერტებს უყვართ წიგნში მოყვანილი ისტორიები და მოსწონთ შერლოკ ჰოლმსის ხასიათი.
სტივენ ჩბოსკი - “მარტოსულობის უპირატესობანი''
ინტროვერტებს დააინტერესებთ წიგნის მთავარი პერსონაჟის - ჩარლის პიროვნება, რომელიც წყნარია, კითხულობს წიგნებს, სწავლობს სკოლაში და აკეთებს თავის საქმეს. ზოგჯერ კი უჭირს იმის სიტყვებით გადმოცემა, რასაც გრძნობს.image

0
324
3-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0