x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსოფლიოში ცნობილ ტერორისტს "კარლოს ტურას" საფრანგეთში უკვე მესამედ მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა

image საერთაშორისო ტერორისტი ილიჩ რამირეს სანჩესი, ცნობილი მეტსახელით "კარლოს ტურა", საფრანგეთში უკვე მესამედ მიესაჯა მუდმივი პატიმრობა. პატიმრობა მას მიესაჯა 1974 წელს პარიზში განხორციელებული ტერაქტის გამო–იუწყება "BFMTV".
გამოძიებით დადგინდა, რომ "კარლოს ტურა" იყო დამნაშავე ტერაქტისას 2 ადამიანის დაღუპვის და 34 ადამიანის დაჭრაში, სწორედ "კარლოს ტურამ" ისროლა ხელყუმბარა ერთერთ აფთიაქში.
მოსამართლემ სასამართლოზე გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ტერორისტს მიუსაჯა ყველაზე მკაცრი სასჯელი, რაც კი არსებობს საფრანგეთში–სამუდამო პატიმრობა.
1997 წლიდან "კარლოს ტურა"იხდიდა ორ სამუდამო პატიმრობას შეწყალების თხოვნის გარეშე და ახლა უკვე მესამეჯერ მიესაჯა მუდმივი პატიმრობა (ისე რა მნიშვნელობა აქვს ერთხელ მოგისჯიან მუდმივ პატიმრობას შეწყალების უფლების გარეშე თუ სამჯერ).
პირველი და მეორე სამუდამო პატიმრობა კი მას მიესაჯა 1975 წელს ორი პოლიციელის მკვლელობის გამო, ასევე ტერაქტების სერიის გამო საფრანგეთის დედაქალაქში 1982 და 1983 წლებში, ასევე მარსელში ორგანიზებული ტერაქტის და ორი მატარებლის აფეთქების გამო.
ამ ტერაქტებისას დაიღუპა 11 ადამიანი და დაიჭრა 150–ზე მეტი მოქალაქე. ტერორისტი ასევე თანამშრომლობდა პალესტინის განთავისუფლების ნაციონალურ ფრონტთან.
მათთან ერთად განხორციელებული ყველაზე ხმაურიანი ტერაქტი იყო 1975 წელს ვენაში "ОПЕК"–ის 42 მაღალჩინოსნის მძევლად აყვანა. 1994-წელს ის დააკავეს სუდანში სპეცსამსახურის აგენტებმა და გადასცეს საფრანგეთს.
შანჩესი დაიბადა 1949 წელს კარაკასში (ვენესუელა). სახელი ილიჩი მიიღო მამისაგან, რომელიც იყო ცნობილი როგორც "პირწავარდნილი" მარქსისტი. ტერორისტის ძმებს კი ვლადიმირი და ლენინი ჰქვიათ. მეტსახელი "კარლოს ტურა" სანჩესმა მიიღო პალესტინის განთავისუფლების ნაციონალურ ფრონტში ყოფნისას, "ტურა" მას შეარქვეს ჟურნალისტებმა, როცა გაჩხრეკისას მის პირად ნივთებში ნაპოვნი იქნა ფრედერიკ ფორსაიტის რომანი "ტურის დღე".

0
132
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0