x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
თურქეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ზემდეგი დააკავეს წყალქვეშა ნავის შეგნებულად დაზიანების ფაქტზე

image
როგორც თურქული გაზეთი "Hürriyet"-ი წერს თურქულ სამხედრო წყალქვეშა ნავზე აღკვეთილ იქნა საბოტაჟის ფაქტი, ზემდეგი ცდილობდა დაეზიანებინა გერმანული პროექტის 209/1400, თურქული ჰიბრიდული სუბმარინა "Gür".
ზემდეგი, რომელიც მორიგეობდა წყალქვეშა ნავზე, შეეცადა დაეზიანებინა წყალქვეშა ნავის დიზელ–გენერატორები. ამისათვის ზემდეგი რამდენიმეჯერ ჩავიდა სამანქანო განყოფილების დიზელ–გენერატორების განყოფილებაში და გენერატორის ღიობში ყრიდა მეტალის დეტალებს რათა მწყობრიდან გამოეყვანა ისინი.
საბოტაჟის ფაქტი სწრაფად იქნა გამოვლენილი და ზემდეგი დაკავებულ იქნა ბრალდებით–"მცურავი საშუალების წინასწარგანზრახვით დაზიანება, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების საკუთრებას".
გაზეთი ასევე იუწყება, რომ წყალქვეშა ნავი მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და მან გააგრძელა სამხედრო მორიგეობა.
უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს "ნატო"–ში შემავალი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში ასეთი შემთხვევები იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება. ძირითადად იპარავენ იარაღს გასაყიდად.
ადრე გახმაურდა ინფორმაცია, როცა საფრანგეთში ლა–ვერპიერის კომუნაში, იზერის დეპარტამენტში "ნატოს" შეიარაღებული ძალების 2 ჯარისკაცს მანქანიდან მოპარეს ტაბელური იარაღები, როცა "McDonald's"–ში სადილობდნენ. იარაღის ქურდებს ლამის მთელი საფრანგეთის პოლიცია ეძებდა თუმცა უშედეგოდ, სამხედროების საიერიშო შაშხანები დაიკარგა.
ამ შემთხევამდე ბევრად ადრე კი აგორდა ნამდვილი სკანდალი, როცა გაირკვა, რომ ექვსი სამხედრო მოსამსახურე და ორი სამოქალაქო პირი "გამოიჭირეს" ამერიკული საიდუმლო იარაღის მოპარვის ფაქტზე, როცა ისინი ელექტრონულ აუქციონზე "ebay" ცდილობდნენ გაეყიდათ ეს იარაღი. საიდუმლო იარაღი მოპარულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების ფორტ ქემპბელში სამხედრო–საჰაერო ძალების ბაზიდან. იარაღით მოვაჭრეები დააკავეს თუმცა საიდუმლო იარაღის გარკვეული დეტალები დაიკარგა.

0
120
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0