x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
იცით რით განსხვავდება ეს ბულგარულები და რომელი უნდა გამოვიყენოთ? - გაითვალისწინეთ!
image

ბულგარული წიწაკა С ვიტამინის ნამდვილი საბადოა. ამ მხრივ იგი ციტრუსებსაც კი არ ჩამოუვარდება. ამას გარდა, მისი მოხმარება ხელს უწყობს მეტაბოლოზმსა და საჭმლის მონელებას. მაგრამ ბევრმა არ იცის, როგორ უნდა ავარჩიოთ სწორად ეს ძალიან სასარგებლო ბოსტნეული.


image

როგორც ბევრ სხვა ბოსტნეულს, ბულგარულ წიწაკაშიც ასხვავებენ "დედალსა" და "მამალს". მათ შორის განსხვავება ძალიან დიდია, ხოლო არჩევანის გაკეთება აუცილებელია იმის მიხედვით, თუ რისთვის გჭირდებათ აღნიშნული პროდუქტი.

image
იმისათვის, რომ გაიგოთ რა სქესისაა ბულგარული წიწაკა, უბრალოდ გადმოაბრუნეთ იგი. თუ ბულგარულს ძირზე ოთხი სექტორი აქვს, ესე იგი ხელში "დედალი" გიჭირავთ. თუ სექტორი მხოლოდ სამია, მაშინ თქვენს წინაშე "მამალი" წიწაკაა. ამას გარდა, "ბიჭი" ბულგარულები, როგორც წესი, უფრო წაგრძელებულებია, "გოგოები" კი უფრო მოკლე და განიერები.



image

რა განსხვავებაა "დედალი" და "მამალი" ბულგარულის გემოსა და გამოყენებაში.


მდედრობითი სქესის ბულგარული წიწაკის გემო გაცილებით ტკბილია, ვიდრე მამრობითის. ამას გარდა, "გოგონები" უფრო რბილია, ვიდრე "ბიჭები". მათი მოხმარება უკეთესია უმად - სხვადასვა სალათებში. ხოლო რაგუსა და ხორცის კერძში მისი დამატება არ ღირს, რადგან კერძი ზედმეტად წყლიანი გამოვა.


image
მამრობითი სქესის წარმომადგენლებს საპირისპირო თვისებები გააჩნიათ. ისინი უფრო მჟავე და მაგარია. ამიტომ რეკომენდებულია მათი გამოყენება კონსერვაციისთვის, რაგუსა და სხვა კერძებში, რომლებიც თერმულ დამუშავებას საჭიროებს. ისინი კარგია ასევე ფარშირებისთვისაც. ცხადია, მათი გამოყენება უმი სახიდაც შეიძლება, მაგრამ ისეთი გემრიელი არ არის, როგორც "გოგონები".


image
ბიჭუნა-ბულგარულებში უფრო ნაკლები რაოდენობით თესლია. ამიტომ, თუ სათესურად გინდათ, უპირატესობა მიანიჭეთ "გოგონებს".


image

ბევრმა არ იცის, რომ ვიტამინებისა და სასარგებლო მინერალების ყველაზე დიდი ნაწილი მოთავსებულია ბულგარული წიწაკის "ფეხთან", რომელსაც, ჩვენ, როგორც წესი, ხშირად უბრალოდ ვაჭრით და ვაგდებთ.


image

გასათვალისწინებელია ისიც, რომ რაც მეტად მძიმეა წიწაკა, მით უფრო წვნიანია.

ბულგარული წიწაკის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ მის კუდს. იგი უნდა იყოს მწვანე და მყარი. არ არის რეკომენდებული მშრალი და გაშავებული ყუნწის მქონე ბულგარულის შეძენა. მასში ნამდვილად არ იქნება არაფერი სასარგებლო.


image
არც ლაქებიანი ბულგარულის შეძენა ღირს. განსაკუთრებით არ ღირს მისი უმი სახით მოხმარება. ზედაპირზე გამუქებული ლაქები და წერტილები იმას ნიშნავს, რომ ნაყოფი სოკოთია დაავადებული. ხოლო ნარინჯისფერი ლაქები იმაზე მიუთითებს, რომ ნაყოფი მწერებმა დააზიანა.


image
უმი ბულგარული მაცივარში დაახლოებით ერთი კვირა ინახება. მაგრამ იგი არ უნდა ჩაიდოს პოლიეთილენის პაკეტში - ასე სწრაფად გაფუჭდება და სალათისთვის 2 დღის შემდეგაც შეიძლება აღარ იყოს გამოსადეგი.

ასე რომ, აირჩიეთ მხოლოდ ჯანსაღი და გემრიელი ბულგარული, იმის მიხედვით, რის მომზადებას აპირებთ მისგან.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. თეთრი ბალი უფრო სასარგებლოა თუ წითელი? - ის, რასაც ბევრი არ ითვალისწინებს!

image

2. სპინერის ამ საოცარი თვისების შესახებ ბევრმა არ იცის! - როგორ და რატომ უნდა ავარჩიოთ სწორად

image3. არასოდეს დაუშვათ ეს შეცდომა მაკარონის მომზადებისას, თორემ... - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image

4. ტანსაცმელი, რომელიც მინიმუმ 5 კილოს მოგაკლებთ - ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს!

image


5. როგორ გამოვიცნოთ როდის არის პომიდორი სახიფათო და როგორ ავირჩიოთ სწორად - ის, რაც ბევრმა არ იცის!

image






0
1467
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1467
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0