x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
გიორგი არაბიძე-ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი
image გიორგი არაბიძე დაიბადა ქალაქ ვანში, 1998 წლის 4 მარტს. სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია. თამაში შეუძლია შეტევის როგორც

მარცხენა, ასევე მარჯვენა ფლანგებიდან.განსაკუთრებით პროდუქტიულია მარჯვენა

ფლანგზე, სადაც შეტევასთან ერთად დაცვაში თამაშიც შეუძლია. გამოირჩევა საჯარიმო

დარტყმების შესრულების სიზუსტეში. თუ მისი საჯარიმო დარტყმები არ გინახავთ თავადაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ.


გიორგიმ 2005 წელს ახალგაზრდული კარიერა დაიწყო თბილისის ლოკომოტივში, 2013 წლიდან კი ამ კლუბის მთავარი გუნდის წევრი გახდა. 2015 წლიდან კი ის უკრაინული ფეხბურთის გრანდის დონეცკის შახტარის კუთვნილებაა.

image მას შემდეგ, რაც თბილისის ლოკომოტივის პირველი გუნდის წევრი გახდა დაიწყო მისი

სანაკრებო კარიერა ასაკობრივ დონეზე. გამორჩეული იყო მისი თამაში 17 წლამდელთა ნაკრებში, სადაც 10 თამაშში 6 გოლი გაიტანა. ასაკობრივ ნაკრებში პირველი გამოჩენიდან 4 წელში შეძლო ეროვნული ნაკრების პირველ გუნდში ეთამაშა. ჯერჯერობით მას ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურის მორგება მხოლოდ ორჯერ მოუწია, თუმცა გოლის

გატანა მაინც მოასწო. მან ეს ლატვიასთან მოგებულ თამაშში (5-0) მოახერხა.

არაბიძე

ნელ-ნელა ცდილობს შახტარის პირველ გუნში თავის დამკვიდრებას. რამდენიმე დღის

წინ მას მწვრთნელმა შანსი მისცა და ოლექსანდრიასთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. რა თქმა უნდა გიორგიმ ეს შანსი გამოიყენა და თავი შესანიშნავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. უკრაინულმა

სპორტულმა გამოცემამ "უა-ფუტბოლ"-მა კი ის ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

image არაბიძე ჯერ მხოლოდ 19 წლის არის. იმედია მომავალში მრავალჯერ გამოადგება ჩვენს ნაკრებს!

0
218
1-ს მოსწონს
ავტორი:გოჩა ჯანიაშვილი
გოჩა ჯანიაშვილი
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0