x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ არის თურქი მსახიობი მამაკაცი, სერიალებიდან "დიდებული საუკუნე" და "შენი ზოდიაქოს ფერი" (+ფოტოები)
image

სახელი და გვარი: ბურაქ ოზჩივითი
დაბადების თარიღი: 24 დეკემბერი, 1984 წელი
დაბადების ადგილი: სტამბული, თურქეთი
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 2006 წლიდან
ზოდიაქო: თხის რქა
სიმაღლე: 184 სმ

წონა: 75 კგ


თურქი მსახიობი, ბურაქ ოზჩივითი, დაიბადა და გაიზარდა თურქეთში. მსახიობმა მარმარას უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა.
გამორჩეულმა გარეგნობამ, ახალგაზრდა მსახიობს საშუალება მისცა წარმატებული სამოდელო კარიერა შეექმნა. 2003 წელს, იგი თურქეთის საუკეთესო მოდელად აირჩიეს კონკურსში "Best Model of Turkey", რის შემდეგაც სხვადასხვა სააგენტოებთან დაიწყო მუშაობა.


2005 წელს, ბურაქმა მეორე ადგილი დაიკავა კონკურსში "Best Model of The World", აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან შოუებში. მისი ფოტოები განთავსებული იყო ისეთი ცნობილი ჟურნალების ყდებზე, როგორებიცაა "Marie Claire" და "Gloria Magazine".

ბურაქ ოზჩივითის სამსახიობო კარიერა 2006 წლიდან დაიწყო ფილმით "მინუს 18"("Eksi 18"). მსახიობი არაერთ სერიალშია გადაღებული და ძირითადად მთავარ გმირებს განასახიერებს.

ქართულ ტელესივრცეში, ბურაქ ოზჩივითი ცნობილია სერიალებიდან "დიდებული საუკუნე" და "შენი ზოდიაქოს ფერი". სერიალმა "დიდებული საუკუნე", სადაც ბურაქი ოსმალთა ჯარის მეთაურის, მალქოჩოღლუ ბალი ბეის როლს ასრულებს, მსახიობს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

რაც შეეხება ბურაქ ოზჩივითის პირად ცხოვრებას, იგი დაქორწინებული არაა. მსახიობს წარსულში სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა თურქ მოდელთან - ჯეილან ჩაპასთან. ამჟამად, ბურაქი დანიშნულია მსახიობ ფაჰრიე ევჯენზე, რომელიც მისი მეწყვილეა სერიალში "ნარჩიტა"("Çalikusu").



ფილმოგრაფია:

2006 - "მინუს 18" ("Eksi 18") (მურათი)
2007 - "ქმარი იძულებით" ("Zoraki koca") (ომერი)

2007 - "ინფიცირებული" ("Musallat") (სუათი)
2008 - "მამა მთავარი" ("Baba ocagi") (გუვენი)
2010 - "პატარა საიდუმლოებები სტამბულში" ("Küçük Sirlar") (ჩეთინი)
2011 - "დიდებული საუკუნე" ("Magnificent Century") (მალქოჩოღლუ ბალი ბეი)
2013 - "ნარჩიტა" ("Çalikusu") (ქიამრანი)

2015 - "შენი ზოდიაქოს ფერი" ("Kara Sevda") (ქემალი)

2015 - "სიყვარული შენი მსგავსია" ("Ask Sana Benzer") (ალი)

2016 - "ჩემი ძმა" ("Kardesim Benim") (ჰაკანი)


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



ბურაქ ოზჩივითი სერიალიდან "დიდებული საუკუნე"

imageimage

ბურაქ ოზჩივითი და ნესლიჰან ათაგიული, სერიალიდან "შენი ზოდიაქოს ფერი"
image



ბურაქ ოზჩივითი და ჯეილან ჩაპა
image

ბურაქ ოზჩივითი და ფაჰრიე ევჯენი

imageimageimage



ასევე დაგაინტერესებთ:


ვინ არის თურქი მსახიობი მამაკაცი, სერიალიდან "ელიფი", რომელმაც მრავალი ქვეყნის მაყურებლის გული დაიპყრო (+ფოტოები)

image




ქერემჯემი - თურქი მსახიობი, რომელიც ქართველმა მაყურებელმა "ათეშის" გმირით გაიცნო, მეორე პროფესიით არანაკლებ პოპულარულია (+ფოტოები)

image




ვინ არის და როგორ გამოიყურება ნერიმანის და ნიჰანის გმირი, პოპულარული თურქული სერიალებიდან "სტამბოლის ორი სახე" და "შენი ზოდიაქოს ფერი" (+ფოტოები)

image




ვინ არის და როგორ გამოიყურება ბაჰარის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

image




ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში ეფსუნის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

image




ვინ არის და როგორ გამოიყურება ჰასრეთის გმირი პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

image




ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში ჯანსუს გმირი, თურქული სერიალიდან "ნამსხვრევები" (+ფოტოები)

image




ვინ არის ჰაზალის როლის შემსრულებელი თურქი გოგონა, სერიალიდან "ნამსხვრევები" (+ფოტოები)

image




ვინ არის ელიზა, ბრაზილიური სერიალიდან "ყველაზე ლამაზი" (+ფოტოები)

image





0
1530
2-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
1530
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0