x
image
Lerato
ინტრიგანი თუთიყუში და ილუზიონისტი – სახალისო ისტორია

image

ერთი ილუზიონისტი საკრუიზო გემზე მუშაობდა კარიბის ზღვაში. მაყურებელი ყოველ კვირას იცვლებოდა, ასე რომ ის თავს უფლებას აძლევდა ყოველ ჯერზე ერთი და იგივე წარმოდგენა გაემართა. მხოლოდ ერთ პრობლემა იყო: კაპიტნის თუთიყუში ყოველთვის ესწრებოდა მის შოუს და თანდათან ხვდებოდა თუ როგორ აკეთბდა ილუზიონისტი თითოეულ ფოკუსს. ერთ დღესაც, წარმოდგენის მიმდინარეობისას დაიწყო ყვირილი:

"კარგად დააკვირდით, ეს იგივე ქუდი არ არის."
"შეხედეთ, ის ყვავილებს მაგიდის ქვეშ მალავს."
"ეი, შენ, ყველა კარტი ყვავის ტუზი რატომ არის?"
ილუზიონისტი გაცოფებული იყო, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა – ის ხომ კაპიტნის თუთიყუში იყო.
ერთ დღეს კატასტროფა მოხდა და გემი ჩაიძირა. ილუზიონისტმა თავი შუა ოკეანეში, ერთ პატარა ტივზე ამოყო, ბედის ირონიით, თუთყუშთან ერთად. ისინი ერთმანეთს სიძულვილით სავსე თვალებით მიაშტერდნენ, თუმცა ერთი სტყვაც კი არ დასცდენიათ.
ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. ბოლოს, ერთი კვირის მერე თუთიყუშმა ვეღარ მოითმინა და უთხრა:
"კარგი, ძმაო, გნებდები – მითხარი ახლა, სად არის გემი?"


ასევე დაგაინტერესებთ:


უეცარი გარდასახვა – სახალისო ისტორია


თუთიყუში და მძარცველი – სახალისო ისტორია


როცა დროზე ადრე ბრუნდები სახლში – სახალისო ისტორია

გართობის მოყვარულები – სახალისო ისტორია

გორილა და კეკლუცი ქალბატონი

კარგი გაკვეთილი – სახალისო ისტორია

ვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი – სახალისო ისტორია


ევოლუცია თუ?... – სახალისო ისტორია


მტვერსასრუტების ყოჩაღი გამყიდველი – სახალისო ისტორია


1
279
12-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
279
  
0 1 1