x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«სიცოცხლე თავგადასავალია და სიკვდილით არაფერი სრულდება» — მედიცინის პროფესორმა დაამტკიცა, რომ სიკვდილი ილუზიაა

ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, უეიკ ფორესტის უნივერსიტეტის (Wake Forest University, აშშ) დეკანი და პროფესორი რობერტ ლანცი (Robert Paul Lanza), რომელიც ჟურნალმა TIME-მა მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანების ტოპ-100-ის სიაში შეიყვანა, გამოვიდა თეორიით იმის შესახებ, რომ სიკვდილი არ არსებობს და რომ ადამიანი, უბრალოდ, პარალელურ სამყაროში გადადის.


image


მედიცინის პროფესორი ლანცი, რომელიც ცნობილია თავისი კვლევებით ღეროვანი უჯრედების შესწავლის და კლონირების სფეროში, ასევე არის ახალი სამეცნიერო თეორიის — ბიოცენტრიზმის ავტორი.

«სიცოცხლე — თავგადასავალია, რომელიც ჩვენთვის ჩვეულ, ხაზოვან აზროვნებას აღემატება.» — აცხადებს მეცნიერი.

თავისი ძველი მეგობრის, მიშელ ბესოს გარდაცვალების შემდეგ, ალბერტ აინშტაინმა თქვა:

«ბესო, ის რომ ეს უცნაური სამყარო ჩემზე ადრე დატოვე, არაფერს ნიშნავს. ისეთი ადამიანებისთვის, როგორებიც ჩვენ ვართ, ხომ ცნობილია, რომ განსხვავება წარსულს, აწმყოს და მომავალს შორის — მხოლოდ ჯიუტად აკვიატებული ილუზიაა».

კვლევის ახალი მონაცემების თანახმად კი, მტკიცდება, რომ აინშტაინ მართალი იყო: სიკვდილი, მართლაც რომ — ილუზიაა.

image«ჩვენი აზრით, სიცოცხლის მთავარი პირობები — ნახშირბადის და მოლეკულების აქტივობა... და მანამდე ვცხოვრობთ, ვიდრე ისინი აქტივობას ინარჩუნებენ, ხოლო შემდეგ, მიწას ვუერთდებით», — აცხადებს მეცნიერი.

ლანცი ამტკიცებს, რომ ადამიანებს სიკვდილის იმიტომ სჯერათ, რომ ასე გვასწავლეს, ან კიდევ იმიტომ, რომ მათ ცნობიერებაში, სიცოცხლე შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებასთან ასოცირდება. ხოლო, ბიოცენტრიზმის თეორია იმას ხსნის, რომ სიკვდილი, შესაძლოა, ის სულაც არ არის, რასაც ჩვენ ამ ტერმინით ვგულისხმობთ.

ბიოცენტრიზმის (ბერძნულიდან, «სიცოცხლის ცენტრი») კონცეფცია, კვალიფიცირდება, როგორც ყველაფრის თეორია. პროფესორი თვლის, რომ რეალურ ცხოვრებაში, ბიოლოგიას ცენტრალური ადგილი უკავია და რომ სწორედ სიცოცხლე ქმნის სამყაროს და არა, პირიქით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ობიექტების ფორმას და ზომას, რომელიც ჩვენს სამყაროში არსებობს, ადამიანის ცნობიერება განსაზღვრავს.


image


ბიოცენტრიზმის თეორიის თვალსაზრისით, სივრცე და დრო «ჩვენი გონების უბრალი ხელსაწყოებია» და ამ თეორიის მიღება, ადამიანს იმის გაცნობიერებაში დაეხმარება, რომ სიკვდილი არ არსებობს.

ფიზიკის თეორეტიკოსები ასევე თვლიან, რომ უსასრულო რაოდენობის სამყარო არსებობს, რომლებშიც სიტუაციები, ადამიანების სხვადასხვა ვარიაციებით, ერთდროულად ვითარდება. ლანცმა განმარტა, რომ ყველაფერი, რაც უნდა მოხდეს, გარკვეულ მომენტში, ყველა სამყაროში ერთდროულად ხდება, რაც, თავის მხრივ, სიკვდილის არსებობას გამორიცხავს.

მეცნიერის აზრით, სიკვდილი მრავალწლოვან მცენარეს ჰგავს, რომელსაც როტაცია, მულტისამყაროში უსასრულო ყვავილობის შესაძლებლობას აძლევს.

«სამყარო გრძნობაა», — თქვა რალფ ულდ ემერსონმა, — «ადამიანების უმრავლესობა გონებამ ისე დაიმორჩილა, რომ სივრცის და დროის საზღვრები მყარ კედლად, რეალურად და გადაულახავად ეჩვენება...».

imageრობერტ ლანცი კი, ამტკიცებს, რომ სიკვდილი — ადამიანის ცნობიერების მიერ შექმნილი ილუზიაა. «ადამიანები თვლიან, რომ ისინი სხეულის სიკვდილთან ერთად კვდებიან, მაგრამ ეს, ასე არ არის. ცნობიერება დროს და სივრცის მიღმაც არსებობს», — აღნიშნავს მეცნიერი.

ადამიანის ცნობიერებას არსებობა ნებისმიერ ადგილზე შეიძლია, მათ შორის, ჩვენი სხეულის გარეთაც. «კვანტური მექანიკის საფუძვლების მიხედვით, მოვლენების განვითარების უამრავი ვარიანტი არსებობს, ხოლო ადამიანის ცნობიერება ენერგიის სახეობაა, რომელიც არ ქრება და მისი განადგურება შეუძლებელია — მას მხოლოდ უსასრულოდ ცვლილება და ტრანსფორმირება შეუძლია.» — აცხადებს პროფესორი ლანცი.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. უცნაური სასჯელი – ქრისტეს მიერ «დაწყევლილი» ადამიანი დღემდე ცოცხალია

2. ყველაზე სასტიკი პაპის ხელდასმით შექმნილი შედევრები. ადამიანი, რომელიც ქრისტეს თანამედროვე გამოსახულების პროტოტიპი იყო
3. ფიზიკური სიკვდილით, ადამიანის არსებობა არა სრულდება... რას გრძნობს ადამიანი სიკვდილის შემდეგ
4. თუ ვეგეტარიანელი არა ხართ — ეს უნდა იცოდეთ

5. როგორ გამოიყურებიან დღეს, წარსულში ყველაზე პოპულარული ბავშვები – «გედები», რომლებიც «მახინჯ იხვის ჭუკებად» იქცნენ

6. ბუნების გამოცანები, რომელიც უკვე ამოხსნილია






0
369
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
369
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0