x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"კანონიერ ქურდებს" სპეცსამსახურების დავალებით სააკაშვილის მოკვლა ჰქონდათ დაგეგმილი
imageამის შესახებ საოპერო მომღერალმა მარია მაკსაკოვამ თოქ-შოუ "Другая Украина»-ში განაცხადა, რომლის წამყვანიც მიხეილ სააკაშვილია.


უკრაინაში გაქცეული რუსეთის დუმის ექს-დეპუტატის, ვორონცოვის ცოლი, ოპერის მომღერალი მარია მაკსაკოვა გახდა შეთქმულების უნებლიე მოწმე, რომელიც ოდესის ექს -გუბერნატორის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იგეგმებოდა.ამის შესახებ მარიამ უკრიანულ ტელეარხ ZIK-ზე განაცხადა.


როგორც მომღერალი ამტკიცებს სააკაშვილზე ნადირობდნენ "კრიმინალური სამყაროს" წარმომადგენლები, რომელებიც რუსეთს სპეცსამსახურებთან იყვნენ შეკრულები და ასრულებდნენ მათ დავალებას, მარიას მტკიცებით დიალოგი მისი თანდასწრებით ხდებოდა, თან მკვლელები იმაზე ფიქრობდნენ როგორ ჩაედინათ დანაშაული ისე, რომ ნათელი გამხდარიყო, თუ ვინ დაესხა თავს სააკაშვილს.


"იქ(რუსეთში) ჩვენ შევძელით და გამოვავლინეთ საკუთარი მრწამსი, დამოუკიდებლობა, მებრძოლი და ბუნტარული ხასიათი, გაბედულობა და სიმამაცე, ნაცრისფერ მასას კი არ უყვარს ასეთი ხალხი"-განაცხადა მაკსაკოვამ.



საოპერო დივამ ვორონენკოვის მკვლელობაზეც გააკეთა კომენტარი:


"მასზე შური იძიეს, მე ვფიქრობ მან იმ მომენტში დაკარგა საბოლოოდ იმუნიტეტი, როდესაც ჩვენება მისცა იანუკოვიჩის წინააღმდეგ.ადამიანი მხეცურად მოკლეს."



შეგახსენებთ, დენის ვორონენკოვი 23 მარტს, თავხედურად დღისით-მზისით შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს.იგი იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრი, რომელიც შარშან გადასახლდა უკრაინაში და
აკრიტიკებდა რუსეთს ყირიმის ანექსიას გამო.





4
3237
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
3237
  
2019, 7 მაისი, 11:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 3 ივნისი, 17:43
ყველაფერი შეიძლება დააბრალო რუსეთის სპეცსამსახურებს, მაგრამ ამხელა სიბრიყვე ჩაედინათ და ვიღაც ოპერის მომღერლის თანდასწრებით ესაუბრათ ოდიოზური პოლიტიკური ფიგურის მკვლელობის დაგეგმვაზე სრული აბსურდია. :)))
2017, 3 ივნისი, 17:41
მიშა "უკვდავია". :)
2017, 2 ივნისი, 22:04
და ვერ მოკლეს მიშა ისეთი მაგარი ყოფილა ვაი თქვენს პატრონს
0 1 4