x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
12 ფაქტი,რომელიც სისხლში შაქრის მაღალ შემცველობაზე მიუთითებს და ყურადღებას არ აქცევთ
ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა მხოლოდ დიაბეტით დაავადებულებს აღენიშნებათ. ეს მცდარი აზრია, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს შაქრის მაღალი დონე, რაც ნერვულ სისტემას, სისხლძარღვებს და სხვადასხვა ორგანოებს აზიანებს.


იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ გართულებები, მნიშვნელოვანია დროულად მიაქციოთ ყურადღება შემდეგ სიმპტომებს:


გამუდმებით გშიათ

image

შაქრის მაღალი შემცველობისას გლუკოზა უჯრედებში ვერ ხვდება, ორგანიზმი ენერგიას ვერ იღებს და გამუდმებით გთხოვთ საკვებს.


დაღლილობა
image
როგორც უკვე ვთქვით, ორგანიზმი გლუკოზას ვერ ითვისებს და ენერგიის წყაროს გარეშე რჩება, ამიტომ ადამიანი თავს ხშირად უმიზეზოდ დაღლილად გრძნობს


ხშირი შარდვა

image

თუ შაქრის დონე მაღალია, თირკმელები მას ვერ ატარებენ. ორგანიზმი ცდილობს სისხლში და უჯრედებში გლუკოზის დონე გაათანაბროს, სისხლში შიდაუჯრედულ სითხეს ურევს და ასე ცდილობს შაქრის დონის დარეგულირებას. შედეგად, ძლიერდება შარდვა.




სიმშრალე პირში, წყურვილი
imageპირის სიმშრალე და წყურვილი სითხის დაკარგვის საპასუხოდ ჩნდება. ამ დროს უმჯობესია უარი თქვათ წვენებზე და მხოლოდ წყალი დალიოთ.


წონის დაკარგვა
image
შაქრის მაღალი დონის დროს ხდება მოკლე დროში წონაში სწრაფად კლება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაღალკალორიულ პროდუქტებს მიირთმევთ.


ინფექციური დაავადებები
imageსაშარდე გზების ინფექციები და სოკოვანი ინფექციები ორივე სქესში გვხვდება, მაგრამ უმეტესად ქალებშია გავრცელებული. შაქრის მაღალი შემცველობა ხელსაყრელ გარემოს ქმნის ინფექციებისთვის.


კანის სიმშრალე
image
კანის სიმშრალე შესაძლოა შაქრის მაღალი დონით იყოს გამოწვეული. ხშირი შარდვა და სითხის დაკარგვა კანის გამოშრობას იწვევს.


კონცენტრირების პრობლემა
imageროგორც აღვნიშნეთ, შაქრის მომატებული დონის შემთხვევაში უჯრედები გლუკოზას ვერ ითვისებენ, მათ შორის ტვინის უჯრედებიც, რაც უარყოფითად აისახება მეხსიერებასა და აზროვნებაზე.


არამკაფიო მხედველობა
imageარამკაფიო, დაბინდული მხედველობა გაუწყლოების შედეგია, რასაც შაქრის მაღალი შემცველობა იწვევს.


ჭრილობა გვიან ხორცდება

image
გამომწვევი მიზეზი სისხლძარღვების დაზიანებაა, შაქრით გამოწვეული კიდევ ერთი პრობლემა.


იმპოტენცია
image
ერექციის პრობლემები შესაძლოა მომატებული შაქრის ფონზე განვითარდეს.


გაღიზიანება
image
ის ადამიანები, რომელთაც შაქრის მაღალი დონე აღენიშნებათ, ადვილად ღიზიანდებიან და დეპრესიისადმი არიან მიდრეკილნი.


0
381
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0