x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მსოფლიოს 10 საუკეთესო რელიგია
ინტერნეტგამოცემა thetoptens-ი საუკეთესო ათეულების შედგენითაა დაკავებული თითქმის ყველა სფეროში.გთავაზობთ 10 საუკეთესო რელიგიის რეიტინგს.


image

10)იუდაიზმი-ებრაელი ერის რელიგია; ისტორიაში აღნუსხული პირველი მონოთეისტური რწმენა და ანტიკური ხანიდან შემორჩენილი ერთ-ერთი რელიგია. იუდაიზმის დოქტრინა და ისტორია მნიშვნელოვანი ნაწილია სხვა მონოთეისტურ, კერძოდ: სამარიულ, ქრისტიანულ და მუსლიმურ რელიგიათა საფუძვლებისა.

უკანასკნელი დაახლოებით 2000 წლის მანძილზე იუდაიზმის პრაქტიკული
მიმდევრობა მონოლითური არ ყოფილა: მას არა ჰყოლია ცენტრალური სულიერი
მმართველობა; არა ჰქონია შემბოჭავი დოგმა. მიუხედავად ამისა, ყოველ
ვარიაციაში იუდაიზმი მჭიდროდ დაკავშირებული დარჩა რამდენიმე რელიგიურ
პრინციპთან, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ერთადერთი, ყოვლისმცოდნე,
ყოვლისშემძლე, ყოვლად მოწყალე და უხილავი (ტრანსცენდენტული) ღმერთის
რწმენა; ღმერთისა, რომელმაც სამყარო შექმნა და რომელიც განაგრძობს მის
განგებას. ებრაული აზროვნების მიხედვით სამყაროს შემქმნელმა ღმერთმა
უძველესი აღთქმით კავშირი დაამყარა ებრაელ ერთან, როდესაც მათ თორის სახით
მის მიერ დადგენილი კანონები და მცნებები გაუზიარა. ებრაული ღვთისმსახურება
ყველაზე დიდ ადგილს უთმობს ამ კანონებისა და მცნებების შესწავლასა და
ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებას ისე, როგორცაა ინტერპრეტირებული
რელიგიის კანონიკურ წიგნებსა და რაბინულ ლიტერატურაში.





9) ვაიშნავიზმი-ინდუიზმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. გავრცელებულია ძირითადად ჩრდილოეთ ინდოეთში.გაუდია–ვაიშნავიზმი ერთ–ერთი მონოთეისტური მიმდინარეობაა ინდუიზმში. მისი
ფილოსოფია პირველ რიგში „ბჰაგავატ–გიტას“ და „ბჰაგავატ–პურანას“
სწავლებაზეა აგებული, ასევე ისეთი ვედური წიგნების სწავლებაზე, როგორებიცაა
უპანიშადები. გაუდია–ვაიშნავიზმის რელიგიური პრაქტიკა ეფუძნება ქალღმერთ
რადჰასა და ღმერთ კრიშნას ქალური და მამაკაცური საწყისების თაყვანისცემას.
გაუდია–ვაიშნავიზმის ღვთისმეტყველებაში რადჰა–კრიშნა წარმოსდგება როგორც
ღმერთის ყოველგვარი გამოვლინების მთავარი წყარო, რომლებიც მათ სხვადასხვა
ავატარებად განიხილება. თაყვანისცემის პროცესს ბჰაქტი–იოგა ჰქვია.
კრიშნაიტებისთვის ბჰაქტი–იოგას უმნიშვნელოვანეს მეთოდად ითვლება რადჰასა და
კრიშნას სახელების გალობა, განსაკუთრებით კი მანტრა „ჰარე–კრიშნას“ სახით.
ამ სასულიერო პრაქტიკას კირტანა ან სანკირტანა ჰქვია.



8)შაივიზმი-ინდუისტური სამების (ტრიმურტი) გამანადგურებელი ღვთაება შემოქმედი ბრაჰმას და მფარველი ვიშნუს გვერდით.
შივაიზმის თანახმად სამყაროში არაფერია მუდმივი, გარდა იმ
საფუძველისა, რომელიცაა შივა თავისი უმოქმედო, ფარული ჰიპოსტასებით,
რომელსაც არ გააჩნია ენერგეტიკული საწყისი-შაქტი. ყოველივე უწყეტ
ცვლილებებს ემორჩილება, ყოველივე დაღუპვისა და აღორძინების მდგომარეობაშია,
ამასთანავე დაღუპვა აუცილებლად წინსწრწბია დაბადებისა. ახალი მხოლოდ
ძველის სიკვდილის შემდეგ იბადება, ასე რომ, აკვანი და კუბო ერთია, ამიტომაც
განადგურება არსებობის უმნიშვნელოვანეს ფორმაა, რომლის გაერშეც
შეუძლ;ებელია რაიმე წარმოიშვას. შივა ცვლისა და განადგურების ფუნქციების
მატარებელია. იგი ფლეთს კოსმიური დიდ ილუზიის (მაჰამაიას) ფარდას და
ეხმარება ტანჯულ ადამიანს. შივაიტების აზრით ის ბრაჰმაზე ძლიერია და
ვიშნუზე უნარიანი. არც ერთ ამათგანს და არც ორივეს ერთად, არ ძალუძს
ყოვლისწვდომა. ამიტომაც, შივას წინაშე, თავდაპირველად როგორც არაარიული
ღვთაების წინაშე, ქედს იხრის ყველა სხვა ღმერტები, ადამიანები კი თაყვანს
სცემენ მას და მის სხვადასხვა მსგავსებას, ანუ განსხეულებებს.



7)ჰარე კრიშნა-შემოკლებული სახელი რელიგიური სექტისა, რომელიც 1966 წელს სვამი პრაბჰუპადამ დააარსა სახელწოდებით „კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო
საზოგადოება“. ის უბრუნდება უძველეს ინდურ ხალხურ კულტს, რომელსაც ეწოდება
ბჰაქტი (Bhakti „მოწიწება“, „სიყვარული“): ესაა კრიშნას მსახურება,
რომელსაც ჭეშმარიტ ბედნიერებამდე მიჰყავს ადამიანი და რომელიც ყველა სხვა
ოჯახურ თუ საზოგადო საზრუნავზე მაღლა უნდა იდგეს. სექტის მიმდევრები მკაცრ
წესებს ემორჩილებიან: მათ, ვინც განდობისთვის ემზადება, ეკრძალებათ
ალკოჰოლი, თამბაქო, ხორცი, თევზი და კვერცხი. „გადასვლის რიტუალი“ მოიცავს
სახელის შეცვლას, მინდობას მასწავლებლისადმი, ტაძარში მსახურებას და,
უმთავრესად, „japa“-დ წოდებული სავარდის წარმოთქმას, რომელიც 108
მარგალიტისაგან შედგება და დღის განმავლობაში მთლიანად თექვსმეტჯერ უნდა
წარმოითქვას. სექტის წევრებს აცვიათ ბაცი ფერის შარვლები (dothi), პერანგი
(kurtan), იპარსავენ თმას და იტოვებენ მხოლოდ მცირე კუდს (sica) კეფაზე.
ისინი დახეტიალობენ და გზადაგზა ცეკვავენ.




6)ქრისტიანობა-ქრისტეს მოძღვრება, სამთაგან ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია ბუდიზმთან და ისლამთან ერთად. მას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა.
საერთო ნიშანი, რომელიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა
დენომინაციებს, არის რწმენა იესო ქრისტესადმი, როგორც ღმერთკაცის, მსოფლიოს
მხსნელის, სამების მეორე პირის განმასახიერებლისადმი. ქრისტიანული
სწავლების მთავარი წყაროა ქრისტიანებისთვის წმინდა წიგნი — ბიბლია, განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილი — ახალი აღთქმა. ქრისტიანობა ისლამთან და იუდაიზმთან ერთად მიეკუთვნება ე.წ. „აბრაამისეულ რელიგიებს“.ქრისტიანობა წარმოიშვა იუდაიზმის წიაღში ახ.წ. I საუკუნეში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში - პალესტინაში. ახალი მოძღვრება ბერძნული და ლათინური ენების წყალობით იოლად ვრცელდებოდა უზარმაზარ რომის იმპერიაში. გადმოცემის თანახმად, თომა ქადაგებდა ინდოეთში და სპარსეთში, ანდრია – კავკასიასა და ბალკანეთში, მარკოზი – ეგვიპტეში.




5)ისლამი-მონოთეისტური აბრაამისეული რელიგია. მისი რელიგიური სწავლება დაფუძნებულია ყურანზე, როგორც ღმერთის პირდაპირ სიტყვაზე და სუნნაზე, როგორც ღმერთის მიერ რჩეული მაცნის, მუჰამმადის ქცევით მაგალითზე.
ისტორიულად ისლამი VII საუკუნეში წარმოიშვა არაბეთის ნახევარკუნძულზე, ჰიჯაზის
მხარეში. ისლამის სწავლების მიხედვით, ღმერთი მანამდეც აგზავნიდა
სხვადასხვა ერთა შორის მაცნეებსა და წინასწარმეტყველებს, მათ შორის იყვნენ
ბიბლიური პერსონებიც – ნუჰი, მუსა, 'ისა და სხვები, რომლებიც ხალხში ქადაგებდნენ ერთღმერთიანობას. ერთღმერთიანობის ადეპტად მიიჩნევა იბრაჰიმი. მუსლიმთა დიდი ნაწილი განეკუთვნება მის ორ ძირითად შტოს – სუნიტურსა და ში'იტურს. მათ გარდა არსებობენ სხვა მცირე ჯგუფები და ჰეტეროდოქსული სექტები.



4)ჯაინიზმი- რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლება, წამოსული ინდოეთიდან ძვ. წ. VI საუკუნეში. დამაარსებლად ითვლება ჯინო მაჰავირა. ამჟამად ითვლის დაახლოებით 6 მილიონ მიმდევარს, რომელთაგან 3, 5 მილიონი ინდოეთში ცხოვრობს.
ჯაინიზმის, როგორც დჰარმული რელიგიის, საფუძველს წარმოადგენს რწმენა გარდასახვების მიმდევრობაში (დჰარმაჩაკრა), სამსარასგან (მოკშა) გათავისუფლების შესაძლებლობა, მკაცრი ასკეტიზმი, სიცოცხლის ყველა ფორმის შეუცვლელი ღირებულება (ფასეულობა) მის ნებისმიერ განსახიერებაში, და შედეგად, მათთვის ვნების დაუშვებლობა, ანუ ძალადობის უარყოფა (აჰისიმა).



3)ბუდიზმი-რელიგია, პრაქტიკული ფილოსოფია, ასევე ზოგიერთი წარმოდგენით ფსიქოლოგია, რომელიც ემყარება ბუდა შაკიამუნის (სიდჰარტა გაუტამას) სწავლებას. მომდინარეობს ძველი ინდოეთიდან, დაახ. ძვ. წ. VI - V საუკუნეებიდან. ბუდიზმი ინდოეთის
სუბკონტინეტზე გავრცელდა ხუთი საუკუნის განმავლობაში ბუდას
გარდაცვალებიდან, შემდგომ ორ ათასწლეულში კი დომინანტური რელიგია გახდა
ცენტრალურ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიაში. ამჟამად ბუდიზმი იყოფა სამ ძირითად ტრადიციად: თერავადა (სანსკრ. შთავირავადა), მაჰაიანა და ვაჯრაიანა. მსოფლიოში დაახ. 708 მილიონი მიმდევარი ჰყავს და ერთ-ერთ მსოფლიო რელიგიად ითვლება. მიმდევართა რაოდენობით მეხუთეა მსოფლიოში ქრისტიანობის, ისლამის, ინდუიზმის და ტრადიციული ჩინური რელიგიის შემდეგ.



2)სიქიზმი- ინდოეთის ერთ-ერთი ახალგაზრდა მონოთეისტური რელიგიური აღმსარებლობა, დაარსებულია ჩვ.წ. XV საუკუნეში გურუ ნანაკის მიერ. გავრცელებულია ძირითადად პენჯაბის შტატში. ჰყავს ოც მილიონზე მეტი მიმდევარი.
სიქიზმი ქადაგებს ყველა რელიგიების (თავის დროზე იგულისხმებოდა ისლამი და ინდუიზმი) შემწყნარებლობას, ადამიანთა თანასწორუფლებიანობას, ქალთა ემანსიპაციას და ა.შ.

სიქიზმის წმინდა წიგნს ჰქვია „გურუ გრანთი“. სიქებს, ბიბლიური რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) მსგავსად, ერთი უსახო და უსახელო ღმერთის სწამთ, რომელსაც ისინი სანსკრიტიდან ნასესხები სიტყვით მოიხსენებენ - პარამატმანი (”ზესული”) და სიქიზმის დამაარსებლის - ნანაკის გარდა კიდევ ცხრა გურუს სცემენ თაყვანს. ამ რელიგიამ ინდუიზმიდან ისესხა სულის უკვდავების, კარმის, დჰარმის და სხვ. იდეა.



1)ინდუიზმი- მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი რელიგია, რომელსაც დღესდღეობით ინდოეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი (84%) ისლამის, ქრისტიანობის, სიქიზმის, ჯაინიზმისა და ბუდიზმის გვერდით აღიარებს.ინდუისტური მსოფლმხედველობის საფუძველია მოძღვრება ადამიანის ცხოვრების სამი მიზნის შესახებ: დჰარმა, ართა და კამა. ინდუიზმში ორი ძირითადი მიმართულებაა – ვიშნუიზმი და შივაიზმი. შივაისტებს შორის გამორჩეულნი არიან ქალური საწყისის თაყვანისმცემლები – შაკტისტები.
უძველეს ინდოეთში ძირითად რელიგიურ–ფილოსოფიურ პრინციპებთან –
„ვადამისთან“ მიმართებაში ყველა რელიგიური სკოლა ორ ნაწილად იყოფოდა – ასტიკად (თეიზმი) და ნასტიკად (ათეიზმი). XIX საუკუნის მეორე ნახევარში ინდუიზმში გაჩნდა რეფორმისტული მოძრაობა „არია სამაჯი“, რომელსაც დღესდღეობით უამრავი მიმდევარი ჰყავს.

0
361
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
361
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0