x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
რას გვასწავლიან რეკლამები-სახალისო სტატია
არ გამოხვიდეთ სახლიდან ორლიტრიანი სარეცხი საშუალების ბოთლის გარეშე.რა იცით, ვინ და როდის დაინტერესდება, თუ რატომ გამოიყურება თქვენი კაბა ახალივით.

image


არ დაგავიწყდეთ უნიტაზში ბედნიერი სახით ყურება.ეს ისეთი სახალისოა! მთელი ოჯახი გაერთობით

image



წყალი ბოთლიდან ისე უნდა დალიოთ, რომ ნახევარი ზედ ჩამოიქციოთ და კარგად დასველდეთ.

image



და საერთოდაც, ისე უნდა დალიოთ, რომ არ ჩაყლაპოთ და თანაც სიარულისას.

image



კბილებს როცა იხეხავთ ტუბის შიგთავსის ნახევარი მაინც უნდა დადოთ ჯაგრისზე

image



შხაპის მიღებისას ყოველთვის მხიარულ განწყობაზე უნდა იყოთ, სასურველია იღიმებოდეთ.

image



ცეკვა არ იცით? რა პრობლემაა, უბრალოდ ცივი ჩაი მოსვით.

image



იოგურტი-ეს ღმერთების საჭმელია, რომლის მირთმევის დროსაც ჩვეულებრივი მოკვდავი სიამოვნებისგან თვალებს ხუჭავს.

image



სანამ სვიტრს ჩაიცვამთ აუცილებლად დაყნოსეთ და ჩაიხუტეთ.ჩაცმულზეც შეგიძლიათ გააგრძელოთ.

image



თუ ამ მთელი აბდაუბდის გაკეთების შემდეგ ბინის დალაგება ვერ მოასწარით-არ ინერვიულოთ, მელოტი, დაკუნთული და ჭაღარაწარბებიანი ტიპი მოვა და ის დაგილაგებთ :)

image

1
40
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
40
  
2017, 1 ივნისი, 12:58
მაგარი იყო))))
0 1 1