x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დაუჯერებელი, მაგრამ რეალური ფაქტები

1. ქალის ორგანიზმი 6-ჯერ მეტ ოქროს შეიცავს, ვიდრე კაცის.

2. კაპიტანი კუკი იყო პირველი ადამიანი, ვინც ყველა კონტინენტზე დადგა ფეხი, ანტარქტიდის გარდა.

3. პირველად ავსტრალიაში ფული რომ დაბეჭდეს, 50 ცენტიანი მონეტა, 2 დოლარის ღირებულების ვერცხლს შეიცავდა.

4. მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.

5. გაირკვა, რომ ყველაზე დიდი ტვინი, სხეულის მასასთან შედარებით, ხერხემლიანებს შორის, კოლიბრის აქვს. ამ ფრინველების ტვინისა და სხეულის მასებს შორის თანაფარდობა 1\12 არის. ხოლო უხერხემლოებს შორის, რეკორდცმენი ჭიანჭველაა. მისი ნეირონული კვანძების მასის თანაფარდობა სხეულის მასასთან – 1\4-ია.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ საიმირების (ცხვირფართო მაიმუნების გვარი) ტვვინისა და სხეულის თანაფარდობა 1\17 ტოლია. ხოლო, ადამიანის იგივე პარამეტრი – 1\40 არის.

6. ნილოსი 2-ჯერ გაიყინა - IX და XI საუკუნეში.

7. კატას რომელიც ვარდება XII სართულიდან, გადარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე VII სართულიდან გადმოვარდნილ კატას.

8. დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70% ბაქტერიებია.

9. კუზის მიუხედავად, აქლემს სწორი ხერხემალი აქვს.

10. ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო «ოსკარი», II მსოფლიო ომის დროს, ლითონის ეკონომიის მიზნით, ხისგან მზადდებოდა.

11. შავი ზღვის ქორჭილები უმრავლესობა, თავდაპირველად მდედრობითი სქესის არის და დაახლოებით, 5 წლის ასაკში, სქესს იცვლიან.

12. ტოკიოს ზოოპარკი, ყოველ წელს, 2 თვით იკეტება, რომ ცხოველებს დამთვალიერებლებისგან დასვენების საშუალება ჰქონდეთ.

13. როდესაც ჟირაფი მშობიარობს, მისი შვილი 1, 5 მ. სიმაღლიდან ვარდება ძირს.

14. ყოველწლიურად ფუტკრის ნაკბენით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე გველის ნაკბენით.

15. თუ ჩართული პლეიერის ყურსასმენებს ცხვირის ნესტოებთან მიიდებთ და ყურებზე ხელებს დაიფარებთ, თქვენი პირის ღრუ დინამიკის ფუნქციას შეასრულებს.

16. ზვიგენებს იმუნიტეტი აქვთ სიმსივნეზე.

17. ცხოველი, რომელსაც ყველაზე დიდი ხნის მანძილზე შეუძლია წყლის გარეშე გაძლება ვირთხა არის.

18. თხუნელას 12 საათში 76 მ. გვირაბის გათხრა შეუძლია.

19. თუ გინდათ, რომ არ დააცემინოთ, ცხვირის ფუძე (ჩაღრმავება თვალებს შორის) უნდა დაიფხანოთ.

20. აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში, აბორიგენები ლუდს ბანანისგან ხარშავენ.

21. ლევი სტრაუსმა პირველი ჯინსის შარვალი 1850 წელს შექმნა და ის ამერიკელი მემაღაროელებისთვის იყო განკუთვნილი.

22. ზაფხულის მანძილზე, ერთ ბაყაყს 10 000 მწერის შეჭმა შეუძლია.

23. ჩვენმა ცივილიზაციამ, ომის გარეშე, საერთო ჯამში, 230 წელი გაატარა.

24. მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ნაგავი, სიგარეტის ნამწვავია.

25. ხმაური, რომელიც ნიჟარის ყურთან მიდების დროს გვესმის, ჩვენს ვენებში მიმდინარე სისხლის ცირკულაციის ხმა არის.

image

26. «ტიტანიკის» მსგავსი გემის ასაგებად 7 მილიონი დოლარი არის საჭირო, ხოლო «ტიტანიკზე» ფილმის გადაღებაზე, 200 მილიონი დოლარი დაიხარჯა.


27. ლიმონი უფრო მეტ შაქარს შეიცავს, ვიდრე მარწყვი.

28. ხახვის დაჭრის დროს, თუ კევს დაღეჭავთ, ცრემლი აღარ წამოგივათ.

29. ტარაკანი თავის გარეშე 9 დღე ცოცხლობს, ხოლო შემდეგ შიმშილით კვდება.

30. ახალდაბადებული პანდა თაგვზე ნაკლებს იწონის.

31. სანტა კლაუსის ირმებს მამრობითი სქესის წარმომადგენლების სახელები ჰქვიათ (Dasher (დეშერი), Dancer (დენსერი), Prancer (პრენსერი), Vixen (ვიკსენი), Comet (კომეტი), Cupid (კიუპიდი), Donder (დონდერი), Blitzen (ბლიტცერი) და Rudolph (რუდოლფი)). მაგრამ, საქმე იამშია, რომ ჩრდილოეთის ირმებს, რომლითაც სანტა მოგზაურობს, როგორც ხარს (მამალს) ისე ფურს (დედალს), რქები აქვს და ზამთრის პერიოდში, ზრდასრულ ხარ ირმებს რქები უკვე მოცვლილი აქვთ. ისინი მას ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში იცილებენ (ქორწინების სეზონის ბოლოს), ხოლო ფურ ირმები – რქებს მაის-ივნისში იცვლიან. ასე რომ, სანტას მარხილში დედალი ირმები ჰყავს შებმული, რომლებსაც მამალი ირმების სახელები ჰქვიათ.


32. ცნობილია დათვის მიერ ხაფანგთან ქვების მიტანის შემთხვევები, რომ მისი დახურვის შემდეგ, ხაფანგში მოთავსებული სატყუარა მშვიდად ეჭამა.


33. აბსოლიტურად შიშველი ადამიანი თავს უფრო ნაკლებად შიშვლად გრძნობს, ვიდრე ის, ვისაც მხოლოდ ფეხსაცმელი აცვია.


34. XXI საუკუნეში ორკესტრების უმრავლესობა XIX საუკუნეში შექმნილ მუსიკალურ ნაწარმოებებს ასრულებს.

35. «- 40» გრადუსი ფარენგეიტის მიხედვით ტოლია «- 40» გრადუსის ცელსიუსის მიხედვით. ეს ერთადერთი დამთხვევა არის ტემპერატურის საზომ შკალებს შორის.

36. პანდის ორი სახეობიდან, დიდი პანდა დათვი არის, ხოლო პატარა (წითელი პანდა) — ენოტი.

37. ჩვეულებრივი ბიგა, დაახლოებით, 2 წელს ცხოვრობს, სპილო — 60 წელს. თუმცა, ორივე ცხოველის გულის ცემის რაოდენობა, თითქმის ერთნაირი არის — 800 მლნ., ცხოვრების მანძილზე.
თუ ფილმში გამოჩნდება ავი ძაღლი ან ველური ცხენი, ეს იმას ნიშნავს, რომ ფილმის გადაღების დროს, გაწვრთნილ ცხოველებს ასწავლეს, თუ როგორ იქცევიან გაუწვრთნელი ცხოველები.

38. გენმოდიფიცირებული ვაშლი დიდი და ლამაზი იმიტომ არის, რომ მასში ჩრდილოეთის ზღვების თევზის გენი არის ჩანერგილი.

39. თოლიას ხორცი იმდენად მაგარია, რომ საკვებად არ გამოიყენება, ხოლო დათვს შხამიანი ღვიძლი აქვს.

40. როდ-აილენდი არის აშშ-ს ყველაე პატარა შტატი, ყველაზე დიდი სახელით — State of Rhode Island and Providence Plantations (როდ-აილენდისა და პროვიდენსის პლანტაციების შტატი).

41. «ტიტანიკზე» ორთქლის მეოთხე მილი ყალბი იყო და ის არ უერთდებოდა გემის საქვაბეს. მასში სამზარეყლოს კვამლის მილი იყო შეერთებული. გემის აგების დროს, ინჟინერ-კონსტრუქტორებმა გაითვალისწინეს იმ დროს საზოგადოებაში გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს, გემის პრესტიჟულობა და სანდოობა, საკვამური მილების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული.

42. ლუის კეროლი, მას შემდეგ, რაც მისი წიგნი «ალისა საოცრებათა ქვეყანაში» ბესტსელერად იქცა, იმ კოლეჯის ხელმძღვანელობას მიმართა, სადაც მუშაობდა, თხოვნით... რომ მისთვის ხელფასი შეემცირებინათ, რადგან წიგნის ჰონორარი სავსებით საკმარისი იყო, გაჭირვების გარეშე ცხოვრებისთვის.

43. «დეტექტივების დედოფალი» აგატა კრისტი დისგრაფიით იყო დაავადებული. ის ძალიან ნელა წერდა და უამრავ შეცდომას უშვებდა. ამიტომ, ყველა მისი ნაწარმოები კარნახით არის დაწერილი.

44. ქათამს თავი რომ ფრთის ქვეშ შეაყოფინოთ და ჰორიზონტალურად, ფეხებით ზევით, დაიჭიროთ — დაეძინება.

45. «სადა ხარ?» — ეს არის კითხვა, რომელიც, სავარაუდოდ, არასოდეს დაუსვამთ ჟესტების ენაზე.


46. თვითმფრინავით ფრენისას, თმა 2-ჯერ უფრო სწრაფად იზრდება.

47. მათ, ვისაც ცისფერი თვალები აქვთ, ტკივილისადმი უფრო მგრძნობიარეები არია, ვიდრე ყველა დანარჩენი.

48. ტარაკანი თავის გარეშე 9 დღე ცოცხლობს, ხოლო შემდეგ, შიმშილით იღუპება.


49. სინამდვილეში ხილი არ ფუჭდება, უბრალოდ მის ჭამას ჩვენზე ადრე სხვები იწყებენ.


50. კოკა-კოლაში საღებავს რომ არ ამატებდნენ, მწვანე ფერის იქნებოდა.


image


51. ჩარლი ჩაპლინმა მესამე ადგილი აიღო, ჩაპლინის ორეულების კონკურსში.


52. ბავშვები გაზაფხულზე უფრო სწრაფად იზრდებიან.


53. კატები სიცოცხლის 70% ძილში ატარებენ.


54. ძარცვის უმრავლესობა სამშაბათობით ხდება.


55. ზვიგენმა გულაღმა რომ იცუროს, კომაში ჩავაედება.


56. შეშინებული ადამიანი უკეთესად ხედავს.


57. ОК — ყველაზე პოპულარული სიტყვა არის მსოფლიოში.


58. ლოკოკინას შეუძლია 3 წელი ეძინოს.


59. დიდი ბრიტანეთის ბიბლიოთეკებში, ყველაზე ხშირად, გინესის რეკორდების წიგნს იპარავენ.


60. კუბიზმში კუბები არ არის.


61. საჰარის უდაბნოში 1979 წლის 18 თებერვალს თოვლი მოვიდა.

image

62. ქ. სიენაში (იტალია), ქალი მეძავი ვერ იქნება, თუ მას მარია ჰქვია.


63. ნებისმიერი ქაღალდის ფურცლის შუაზე გაკიცვა, მხოლოდ 7-ჯერ შეიძლება.


64. ვენერა ერთადერთი პლანეტაა, მზის სისტემის პლანეტებს შორის, რომელიც საკუთარი ღერძის ირგვლივ, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს.


65. ყოველწლიურად, საშუალოდ, 100 ადამიანი იღუპება, ბურთულიანი კალამით დახრჩობით.


66. კენიაში ოჯახის ბიუჯეტის მესამედი ქრთამებზე იხარჯება.


67. ქამელიონის ენა მის სხეულზე 2-ჯერ გრძელია.


68. თუ ადამიანს ერთი ნესტო 72 საათის მანძილზე დაცული აქვს, ის თანდათანობით ფერების აღქმის შეგრძნებას დაკარგავს. ნესტოს ფუნქციის აღდგენის შემდეგ, ყველა შეგრძნება ბრუნდება.


69. კომპანია Coca-Cola დიდი ხნის მანძილზე არჩევდა სახელს ამ სასმელის ჩინეთის ბაზარზე გასატანად. საქმე იმაშია, რომ ჩინელები კოკა-კოლას გამოთქვამენ როგორც «კეკუკელას», რაც «ცვილის თავკომბალას კბენას» ნიშნავს. კომპანია იძულებული იყო 40 ათასი ვარიანტი მოესინჯა სამარკო ნიშნისთვის, ვიდრე «კოკუ კოლეს» აირჩევდა, რაც ჩინურად – «ბედნიერებას პირში» ნიშნავს.


70. ცისფერი ვეშაპის გული volkswagen beetle-ს ხელაა.


71. მტრედი კვერცხს ვერ დებს, თუ სხვა მტრედს არ ხედავს. საჭიროების შემთხვევაში, მეორე მტრედის ნაცვლად, სარკის გამოყენება შეიძლება.

image

72. ზვიგენი დაბადებამდეც სახიფათოა. ასე, მაგ., მეცნიერ სტიუარტ სპრინგერს ემბრიონმა უკბინა, როდესაც ის ფეხმძიმე ზვიგენის შიგნეულობას იკვლევდა.


73. კოლიბრი ერთადერთი ფრინველია, რომელსაც ზურგის მიმართულებით შეუძლია ფრენა.


74. პიპიდასტრი — გაბურძგნული ნივთია, რომელსაც სპორტული გუნდის მხარდამჭერი გოგონები ლამაზად აქნევენ აქეთ-იქით.


75. ყვითელ იადონს თუ წითელ წიწაკას აჭმევენ, მისი ბუმბული კაშკაშა ნარინჯისფერი გახდება.


image
76. პლანეტის მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტს არასოდეს გაუგია ტელეფონის ზარის ხმა. აფრიკაში 40-დან მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს ტელეფონი.


77. მორიელზს, მასზე დაწვეთებული, ალკოჰოლის ერთი წვეთიც კი აგიჟებს: იმდენს კბენს საკუთარ თავს, ვიდრე არ მოკვდება.


78. მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ენა — ჩინური არის. მეორე ადგილზე — ესპანურია, ხოლო მესამეზე — ინგლისური.


79. იაპონიაში ქალის სიცოცხლის საშუალო ასაკი 84 წელი არის, მაშინ როდესაც ბოტსვანაში ეს მაჩვენებელი — 39 წელია.


80. ახალგაზრდობაში, ძალიან რომ უჭირდა, პიკასო საკუთარ ტილოებს წვავდა, რომ გამთბარიყო.


81. მცენარის ბუგრის მდედრები უკვე ფეხმძიმე მდედრ ბუგრებს აჩენენ.


82. სან-მარინოს (მოსახლეობა 32 576) ციხეში მხოლოდ 6 საკანი არის და ამჟამად, მხოლოდ ერთი ადამიანი იხდის სასჯელს, ოჯახის წევრზე ძალადობის გამო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პატიმარს შეუძლია ეწვიოს ბიბლიოთეკას, სავარჯიშო დარბაზს და უყუროს ტელევიზორს. ციხეში სასადილო არ ფუნქციონირებს, რადგან ერთი ადამიანის გამო, სასადილოს მუშაობა ძვირი ჯდება. ამიტომ, პატიმარი რესტორანში დაჰყავთ. ამ ქვეყანაში, მსოფლიოში ყველაზე ჰუმანური ციხე არის.


83. ბრიტანეთის საცალო ვაჭრობა, ყოველწლიურად 250 მილიონ ფუნტ მოგებას ნახულობს, გამოუყენებელი სასაჩუქრე სერთიფიკატებზე.


84. ქვანახშირის ელექტროსადგური, ერთი და იგივე რაოდენობის ელექტროენერგიის წარმოების დროს, 100-ჯერ მეტ რადიოაქტიურ ნივთიერებას აფრქვევს ჰაერში, ვიდრე ატომური.


85. ჰიტლერი, თავისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში (იგულისხმება II მსოფლიო ომის პერიოდი), ვეგეტარიანელი იყო. ამასთან, როდესაც ის ფილმს უყურებდა, რომელშიც ცხოველებისადმი ცუდი მოპყრობის ან მათი სიკვდილის სცენები იყო გადმოცემული, თვალებს ხუჭავდა და მხოლოდ მაშინ ახელდა, როდესაც გვერდით მჯდომი ეტყოდა, რომ მისთვის სულისშემძვრელი სცენა დასრულებული იყო.

0
698
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
698
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0