x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჯონ ლენონის ყოფილ ბინაში სამი გვამი აღმოაჩინეს

image

ახალგაზრდა ქალის და ორი მცირეწლოვანი ბავშვის გვამი აღმოაჩინეს ლივერპულში, ჯონ ლენონის ყოფილ ბინაში, სადაც ლეგენდარული ექს-ბითლზი 1962-68 წლებში ცხოვრობდა.


ინციდენტი სამშაბათ საღამოს მოხდა, გამოძახების შემდეგ პოლიცია მივიდა ბინაში, რომელიც ფოლკნერ-სტრიტზე, პირველ სართულზე არის განთავსებული, მკვლელობაში ეჭვმიტანილია 30 წლის მამაკაცი, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.


მედისატის საგრაფოს პოლიცია ვარაუდობს, რომ მკვლელობა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა.ადგილზე მუშაობს სასამართლო სამედიცინო ექსპეტიზა.



ჯონ ლენონი ფოლკნერ-სტრიტზე ახალშერთულ ცოლ სინტიასთან ერთად 1962 წელს დასახლდა.მეზობლების განცხადებით ლივერპულელი ოთხეულის თაყვანისმცემლები ხშირად სტუმრობდნენ ამ ბინას, ეწყობოდა ექსკურსიები. "ლენონის ყოფილ ბინაში ცხოვრობდა ოჯახი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად"-აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.


ჯონ ლენონმა და სინტიამ ამ ბინაში 1968 წლამდე იცხოვრეს მანამდე, სანამ ლენონმა იოკო ონო არ გაიცნო, რის შემდეგაც სინტიას გაეყარა.


image




0
154
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0