x
მეტი
  • 23.08.2017
  • სტატია:68606
  • ვიდეო:321042
  • სურათი:421600
ყველაზე რთული გამოცანები მსოფლიოში (II ნაწილი)

image


1. ეს ადამიანს 3-ჯერ ეძლევა: 2-ჯერ უფასოდ, ხოლო მესამედ – ფული უნდა გადაიხადოს.

imageკითხვა: რა არის ეს?

image***

image

2. ერთი ჩემი ნაცნობი პირის პარსვას დილიდან იწყებს და დღის მანძილზე, ამას სულ მცირე, 10-ჯერ აკეთებს და მაინც წვერით დადის.

image

კითხვა: ეს როგორ უნდა ხდებოდეს?

image***

image3. ერთი კაცი 1 კგ. ვაშლს 5 ლარად ყიდულობდა, ხოლო შემდეგ, იგივე რაოდენობის ვაშლს – 3 ლარად ყიდიდა. გარკვეული დროის შემდეგ, ის მილიონერი გახდა.

imageკითხვა: ეს როგორ უნდა მომხდარიყო?

image

***

image4. მეკობრეებმა გემის ეკიპაჟი ტყვედ აიყვანეს. სულ 10 კაცი. ისინი ბნელ ოთახში შეიყვანეს და თავზე ქუდები დაახურეს. ქუდები ორი ფერის იყო: წითელი და მწვანე, თანაბარი რაოდენობით. შუქი აანთეს. ეკიპაჟის თითოეული წევრი, ყველას ქუდს ხედავდა, საკუთარი ქუდის გარდა. მხოლოდ ის გადარჩებოდა, ვინც საკუთარი ქუდის ფერს გამოიცნობდა. დასმულ კითხვაზე მეზღვაურებს რიგ-რიგობით უნდა ეპასუხათ.

imageკითხვა: როგორ უნდა ამოეცნოთ ეკიპაჟის წევრებს საკუთარი ქუდის ფერი? თუ მათ მხოლოდ ქუდის ფერის თქმის უფლება ჰქონდათ.

image

***

image

5. თქვენ ნავში ზიხართ, რომელიც აუზში დაცურავს. ნავში თუჯის ღუზა დევს, რომელიც ნავზე არ არის მიბმული.

image

კითხვა: რა დაემართება აუზში წყლის დონეს, თუ ღუზას წყალში ჩააგდებთ?

image***

image

6. გემის გემბანიდან რკინის კიბე ჩაუშვეს. კიბის 4 ქვედა საფეხური წყალმა დაფარა. თითოეული საფეხურის სისქე 5 სმ არის, ხოლო საფეხურებს შორის დაშორება 30 სმ-ის ტოლია. დაიწყო მოქცევა, რომლის დროსაც, წყლის დონემ საათში 40 სმ-ით დაიწყო მატება.

image

კითხვა: თქვენ როგორ გგონიათ, რამდენ საფეხური აღმოჩნდება წყლის ქვეშ, 2 საათის შემდეგ?

image***

image7. სამი ქათამი 3 დღეში 3 კვერცხს დებს.

image

კითხვა: რამდენ კვერცხს დადებს 12 ასეთივე ქათამი, 12 დღეში?

image***

image8. გუშინწინ გიორგი 17 წლის იყო. ხოლო, მომდევნო წელს, ის 20 წლის იქნება.

image

კითხვა: ეს როგორ მოხდება?

image***

image9. წიგნების კარადაში, თაროზე რამდენიმე ტომი არის, ტომი ტომს მიჰყვება, ისე როგორც სურათზე არის მოცემული. ამასთან, წიგნის ჭიამ მოასწრო და წიგნის გვერდები გაღრღნა პირველი წიგნის I გვერდიდან, III წიგნის ბოლო გვერდამდე.

image

კითხვა: რამდენი გვერდი გაღრღნა ჭიამ, თუ I ტომში 700 გვერდია, II ტომში – 640, ხოლო III – 670?

image***

image

10. მეგობარს 100 ლარი ესესხეთ, წახვედით მაღაზიაში და დაკარგეთ ფული. გზაში ნაცნობს შეხვდით, მას 50 ლარი გამოართვით, იყიდეთ 2 კოლოფი შოკოლადი, თითო, 10 ლარად. დაგრჩათ 30 ლარი, რომელიც მეგობარს დაუბრუნეთ და ვალად 70 ლარი დაგრჩათ, ხოლო ნაცნობისთვის 50 ლარი გაქვთ დასაბრუნებელი. ანუ, სულ 120 ლარი გაქვთ ვალი. ამას ემატება შოკოლადის ფულიც და საბოლოო თანხა – 140 ლარი გამოდის.

image

კითხვა: 150 ლარი ისესხეთ, 120 უნდა დააბრუნოთ, გაქვთ 20 ლარის შოკოლადი. რა იქნა 10 ლარი?

image

image

პასუხები:

image

1. კბილები

image2. ის დალაქია

image3. ის მილიარდელი იყო

image4. პირველი ვისაც ფერს შეეკითხებოდნენ, დათვლიდა სხვისი ქუდების ფერებს, თუ მაგ., მწვანე კენტი იქნებოდა. მას წითელი ქუდი ეხურებოდა და ასე, ყოველი შემდეგი, დათვლიდა ქუდებს და უკვე დასახელებულ ფერებს.

image

5. წყლის დონე დაიკლებს. როდესაც ღუზა ნავში დევს, ის წყლის მოცულობას ზრდის, რადგან ნავი უფრო ღრმად არის წყალში და უფრო დიდ ადგილს იკავებს, შესაბაბანისად, წყლის დონე ზევით იწევს. ღუზის გადაგდების შემთხვევაში, ის ჩაიძირება და იმდენ წყალს გამოდევნის, რა მოცულობასაც დაიკავებს, ეს კი ბევრად ნაკლებია იმ მოცულობაზე, რომელსაც ის მაშინ გამოდევნის, როდესაც მასზე ბევრად უფრო დიდი მოცულობის ნავში დევს.

image

6. ორი საათის შემდეგ, წყლის ქვეშ, ისევ 4 საფეხური იქნება, რადგან მოქცევის დროს, კიბე გემთან ერთად იწევა ზევით.

image

7. ერთი ქათამი, 3 დღის მანძილზე, დებს 1 კვერცხს. 12 დღეში, ერთი ქათამი დადებს 4 კვერცხს, შესაბამისად, 12 ქათამი, 12 დღეში, 48 კვერცხს დადებს.

image

8. თუ დღეს 1 იანვარია, ხოლო გიორგის დაბადების დღე 31 დეკემბერს არის და გუშინწინ (30 XII) ის 17 წლის იყო, გუშინ (31 XII) –18 წლის გახდა, წელს მას 19 წელი შეუსრულდება, ხოლო მომდევნო წელს — 20 წლის გახდება.
image9. საჭიროა იმის წარმოდგენა, თუ როგორ დგას ტომები. I ტომის I გვერდი მიბჯენილია II ტომის ბოლო გვერდზე, III ტომის ბოლო გვერდი მიბჯენილია II ტომის I გვერდზე ანუ, I ტომის I გვერდიდან – III ტომის ბოლო გვერდამდე, ჭიას შეეძლო მხოლოდ II ტომის ფურცლების – 640 გვერდის და კიდევ 4 ყდის დაზიანება.

image10. 30 ლარი უკვე გადაიხადეთ. ამიტომ, მეგობრის 70 ლარი გმართებთ და ნაცნობის – 50, ე. ი. 120. დახარჯვითაც 120 ლარი (100 დაკარგეთ და 20 ლარით შოკოლადი იყიდეთ) დახარჯეთ. ამრიგად, არაფერი არ დაკარგულა, 120 ისესხეთ და 120 დახარჯეთ. image

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

ყველაზე რთული გამოცანები მსოფლიოში ( I ნაწილი)

კრიმინალური გამოცანები – I ნაწილი

კრიმინალური გამოცანები – II ნაწილი

image

0
417
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
Mediator image
417
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0