x
მეტი
  • 23.07.2017
  • სტატია:67852
  • ვიდეო:320471
  • სურათი:420271
10 რამ რის გამოც ლიონელ მესი საუკეთესოა!

image 1. ლიონელ ანდრეს მესის ბავშვბობაში ფიზიკური დატვირთვა აუკრძალეს, მათ შორის ფეხბურთის თამაშიც; ამისდამიუხედავად ის არ დანებდა, სამკურნალო ნემსებს

საკუთარი ხელით იკეთებდა და არასდროს კარგავდა იმის იმედს, რომ შეძლებდა

ოცნებების ასრულებას.

2. საფეხბურთო კლუბ ბარსელონას მესვეურებმა მესი "ლა მასიაში" (ბარსას საფეხბურთო სკოლა) 2001 წელს ჩარიცხეს, მაშინ როდესაც ის მხოლოდ 14 წლის იყო. თუმცა ლიონელმა უკვე 2004 წელს შეძლო ბარსელონას პირველი გუნდის მაისურით თამაში.

3. მას საშუალება ჰქონდა ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში

ეასპარეზა, მაგრამ საკუთარ ნაკრებს ზურგი არ შეაქცია და დღეისათვის ის "ალბისელესტეს" (არგენტინის ეროვნული ნაკრების მეტსახელი) ლიდერი და კაპიტანია.

4. ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც შეძლო პლანეტის საუკეთესო

მოთამაშის წოდების დაუფლება ხუთჯერ. მან ეს 2009, 2010, 2011, 2012 და 2015 წლებში მოახერხა.

5. ლიონელს ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი როგორც ბარსას, ასევე არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში.

6. მესის ბარსასთან ერთად 29 ტიტული აქვს მოგებული. დაახლოებით სამ თვეში გაიმართება ესპანეთის სუპერთასის ორ

მატჩიანი დაპირისპირება, სადაც კატალონიური ბარსელონა მადრიდის რეალს დაუპირისპირდება. იმედია მესი პირველივე შანსის დროს მოახერხებს

"ბლაუგრანას" რიგებში მოპოვებული ტიტულატურის რაოდენობის სამ ათეულამდე

დამრგვალებას.

7. ლიონელს არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად წაგებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატის ერთი ფინალი და კოპა ამერიკის სამი ფინალი, თუმცა ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად მოგებული აქვს

მსოფლიო ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშები.

8. ლა ლიგის გათამაშების ეგიდით ის ერთადერთია, რომელმაც ერთ სეზონში შეძლო 50 გოლის გატანა. ლა ლიგის ერთ სეზონში გუნდი ატარებს 38 მატჩს. მესის კი 37 მატჩიც ეყო ამ ფენომენალური შედეგის მისაღწევად.

9. ლიონელ მესი ზედიზედ 10 წელია ხვდება FIFA-ს წლის გუნდში.

10. მეათე მიზეზი კი ის არის, რომ მესის წყალობით მსოფლიოს მოსახლეობის 80

%-ს რიცხვ 10-ის დანახვაზე აგონდება მსოფლიო ფეხბურთის გიგანტი.

image

3
366
1-ს მოსწონს
ავტორი:გოჩა ჯანიაშვილი
გოჩა ჯანიაშვილი
366
  
3 ივნისი, 23:48
ჩაფლავდა ბარსა, ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა ადრე, ვერც ესპანეთის ჩემპიონი გახდა, მაშასადამე ჰალა მადრიდს
3 ივნისი, 22:55
ვივა ბარსა და არგენტინა
3 ივნისი, 17:38
"ვივა"არგენტინის ეროვნულ ნაკრებს და ჰალა მადრიდს. :)
0 1 3