x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
როგორ მოვიქცეთ თუ ტელეფონი წყალში ჩაგვივარდა
image
ალბათ ბევრჯერ მოვხვედრილვართ უსიამოვნო სიტუაციაში. ერთ-ერთი მათგანია როცა ტელეფონი წყალში გვივარდება და ეს საკმაოდ ბევრს მოსვლია. ზოგჯერ ჯიბეში გვიდევს და გასარეცხად ვდებთ მანქანაში, ან ვასხამთ წყალს, ზოგჯერ კი უბრალოდ ხელიდან გვისხლტება. თუ ის დიდხანს ჩერდება წყალში, მისი შველა პრაქტიკულად წარმოუდგენელია, მაგრამ თუ მაშინვე ვტაცებთ ხელს, შეიძლება გადავარჩინოთ კიდეც. ზოგს მაშინვე ხელოსანთან მიაქვს. ხელოსნები იყენებენ სულ უბრალო მეთოდებს, რომლებიც ჩვენ არ ვიცით, არა და ამის გაკეთება თვითონაც შეგვიძლია.

თუ ტელეფონი დაგისველდათ, მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციებს:

* პირველ რიგში ის წყლიდან უსწრაფესად ამოიღეთ, ნუ მიეცემით პანიკას.

* ტელეფონს ფრთხილად, აკურატულად მოექეცით, მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს, რომ წყალი კიდევ უფრო ღრმად არ შევიდეს.


* ყველაზე მთავარია, მივაღწიოთ იმას, რომ არ მოხდეს მოკლე ჩართვა, თორემ მოწყობილობა უბრალოდ გადაიწვება. მკვეთრი მოძრაობის გარეშე ამოაცალეთ ელემენტი.

* შემდეგ ვიწყებთ დაშლას. გახსოვდეთ, რაც მეტად დაშლით, მით მეტია მისი გადარჩენის ალბათობა. ამოაცალეთ სიმ ბარათი, მეხსიერების ბარათი, თუ შესაძლებელია, მოხსენით კორპუსიც. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება კარგად გამოშრეს და ტენი აორთქლდეს.

* თუ სახლში იმყოფებით დაგეხმარებათ მტვერსასრუტი. გაუკეთეთ მას წვრილი თავი და თითოეული ხვრელიდან ამოტუმბეთ წყალი. სასურველია გააჩეროთ 10-10 წუთი. ამ ხერხით წყალი საკმაოდ მალე ამოშრება. თუ მტვერსასრუტი არ გვაქვს, შეიძლება "ფენიც", ოღონდ გამოიყენეთ მხოლოდ ცივი ჰაერი, რადგან ცხელმა არ დაგიწვათ ტელეფონის სხვადასხვა დეტალები.

* თუ ამ ყველაფერს სწრაფად გავაკეთებთ, სადარდებელი არაფერი გვაქვს, ის კარგად იმუშავებს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ბოლომდე გამოსაშრობად 2 დღე მაინც სჭირდება.

* თუ ტელეფონი სენსორულია, და არ იხსნება, კარგად გაამშრალეთ და მოათავსეთ ბრინჯის ან შაქრის გროვაში. ეს ორი პროდუქტი კარგად იწოვს ტენს. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ შაქარი თვითონ ძალიან წვრილია და არ შეცვივდეს კორპუსში, ამიტომ უკეთესია გამოვიყენოთ ჩვეულებრივი ბრინჯი. საჭიროა 1-2 კილოგრამი მაინც. გააჩერეთ მასში ერთი დღე და მხოლოდ მეორე დღეს შეეცადეთ მოწყობილობის ჩართვას. თუ მეორე დღეს არ ჩაირთო, კიდევ ერთი დღე სცადეთ და მხოლოდ ამის მერე წაიღეთ ხელოსანთან.

გახსოვდეთ, ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ არ დაიბნეთ და სწრაფად იმოქმედოთ.image




როგორ ჩავრთოთ უფასო ინტერნეტი ნებისმიერ ტელეფონში(+ვიდეო გაკვეთილი)


ავირიდოთ დაავადებები, რომლებიც ზაფხულის ცხელ ამინდში მწვავდება


ვის და რას არ შეიძლება გადაუღოთ ფოტოსურათი


4 ადგილი დედამიწაზე სადაც ჯერ კიდევ ჭამენ ადამიანებს

0
859
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
859