x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
ხელები დაიბანეთ?მაგრამ იცით როგორ უნდა გააკეთოთ ეს პროცესი სწორად?
imageცხელი წყალი თუ ცივი?საპნით თუ თხევადი საპნით?ხელსახოცი თუ საშრობი?მცირე რიტუალი ტუალეტში შესვლის შემდეგ-როგორ შევასრულოთ ეს პროცესი მართებულად?BBC Future იძიებს ოპტიმალურ ვარიანტს.



3 ათას ადამიანზე დაკვირვების შემდეგ დადგინდა, რომ ტუალეტიდან გამოსვლის შემდეგ 10% საერთოდ არ იბანს ხელს, ხოლო 33% საერთოდ არ ხმარობს საპონს.



ბრაზილიაში და აშშ-ში კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საათში ერთხელ 3, 3-ჯერ ვეხებით საზოგადოებრივ ადგილებში სხვადასხვა საგნების ზედაპირს, ხოლო იმავე საათში ერთხელ 3, 6-ჯერ ვეხებით საკუთარ ტუჩებს ან ცხვირს, რითაც ვეხმარებით მიკრობებს მოხვდნენ ჩვენს ორგანიზმში.


500 გამოკითხულ ამერიკელიდან 69%-ს მიაჩნია, რომ წყლის ტემპერატურა ზეგავლენას ახდენს ხელების დაბანის ეფექტურობაზე.



დიახ, მაღალი ტემპერატურა რომ მიკრობებს კლავს ეს დიდი ხანია ცნობილია.ამიტომაც ზოგიერთ საკვების მომზადება მაღალ ტემპერატურაზე ხდება, მაგრამ ბაქტერიები რომ გავანადგუროთ საკუთარ ხელებზე მაშინ ადუღებული წყალი უნდა გადავისხათ, რაც შეუძლებელია.


მაგალითად სალმონელას შეუძლია იცოცხლოს 10 წუთის განმავლობაში 55 გრადუსზე, მაგრამ თუ ამ ტემპერატურაზე დაიბანთ ხელებს თუნდაც ნახევარი წუთი, თქვენ უკვე დიდი რისკის ქვეშ ხართ რომ ხელებს დაიწვამთ.


ფლორიდაში ჩატარდა ექსპერიმენტი, რის შემდეგაც დადგინდა, რომ წყლის ტემპერატურა პრაქტიკულად არავითარ ზეგავლენას არ ახდენს განადგურებული ბაქტერიების რაოდენობაზე, მაგრამ ნუ ვიჩქარებთ, ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ რაც უფრო ცივია ან ცხელია წყალი მით უფრო სწრაფად სურს ინდივიდს მოშორდეს ნიჟარას.ექსპერიმენტების შედეგად ისიც დადგინდა, რომ რაც უფრო ბინძურია საზოგადოებრივი ტუალეტი და ნიჟარა, მით უფრო სწრაფად სურს მომხარებელს დატოვოს იგი.


მიკრობების მოსაშორებლად ყველაზე ეფექტურია თბილი წყალი, საგულდაგულოდ საპნის წასმა და ამ პროცესითვის საკმარისია 15-30 წამი.


ეფექტურია თუ არა ანტიბაქტერიული საპონი?-ჯერ კიდევ 2007 წელს დაადგინეს მკვლევარებმა, რომ ანტიბაქტერიული საპონი რომელიც შეიცავს ტრიკლოზანს არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი საპნისგან და მისი ეფექტურობა ჩვეულებრივი საპნის ტოლფასია.იგივე დადასტურდა 2015 წლის კვლევებით.


მეტიც, რიგი ლაბორატორიური კვლევებით დადგინდა, რომ ტრიკლოზანით შეიძლება ჩამოყალიბდეს ბაქტერიების რეზისტენტობა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან და გამოწვიოს ჰორმონების დარღვევა.შედეგად აშშ-ში და ევროკავშირის ქვეყნებში აიკრძალა ტრიკლოზანის დამატება სამომხარებლო ნივთებში.


ოპტიმალური ვარიანტია ჩვეულებრივი საპონი და წყლის ის ტემპერატურა, რომელიც თქვენ გსურთ.


ახლა რაც შეეხება ხელის გაშრობას.რომელი უფრო ეფექტურია ხელსახოცი თუ საშრობი?


ზოგი მომხარებელი არ იშრობს ხელს და სველი ხელით გამოდის გარეთ, რაც დიდი შეცდომაა, საკმარისია სველი ხელი ტუალეტის კარის სახელურს ან რაიმე საგანს შეეხოთ და თქვენი ხელი ისევ ბინძურდება მიკრობებით.სისველე ნამდვილი საჩუქარია მათთვის!



ამ მხრივ მკვლევარების აზრი ორად იყოფა, თუმცა უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს ქაღალდის ხელსახოცს, ბოლობოლო ქაღალდის ხელსახოცი უცებ აკეთებს თავის საქმეს, ჰაერის ნაკადს კი უნდა ელოდო როდის გააშრობს ხელს.სამაგიეროდ ელექტროსაშრობის ხმარების შემდეგ ხელი აღარ ეხება ხელსახოცს, რაც მცირე რაოდენობით, მაგრამ ისევ მიკრობების აკიდების შანსს იძლევა.

image

არის ახალი თაობის ელექტროსაშრობები, რომელიც 10 წამში აშრობს ხელს, მაგრამ ამგვარ საშრობებს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, ვესტმინსტერის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მძლავრი საშრობები ვირუსების და მიკრობების ჰაერში გაფანტვას უწობს ხელს და მანძილი მცირე არ არის-სამი მეტრი.


დავუჯეროთ თუ არა არა მსგავს კვლევებს ეს თქვენი გადასაწყვეტია, რადგან ხშირად მათი დამფინანსებლები ისინი არიან, ვინც ქაღალდის ხელსახოცებს ამზადებენ.


ერთ-ერთი ამერიკული კვლევის მიხედვით ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს მაინც საზოგადოებრივ ტუალეტის მდგომარეობას:რას უფრო სუფთაა და მოვლილი ტუალეტი, მით უფრო დიდხანს ჩერდება მომხარებელი იქ და გულდასმით იბანს ხელებს!

image


0
142
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0