x
image
melody_inside
მასწავლებელმა ზაფხულის საშინაო დავალება გამოაქვეყნა და მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი
image
იტალიაში ადრიატიკზე ზღვისპირა ქალაქ ფერმოში Polo Scolastico Paritario Don Bosco-ს სკოლის მასწავლებელმა ჩეზარე კატამ თავის მოსწავლეებს 15 პუნქტისგან შემდგარი ზაფხულის საშინაო დავალება მისცა.


და, ეს იყო საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც მას მოსწავლეებისთვის შეეძლო!

ჩეზარე კატას საშინაო დავალებამ სოციალურ ქსელში ათიათასობით მოწონება დაიმსახურა! აი რას ნიშნავს გიყვარდეს შენი სამუშაო და იზრუნო ბავშვებზე.

image

აი ჩეზარე კატას ეს დავალებაც:



1. დილით სანაპიროზე ისეირნეთ სრულიად მარტომ, უცქირეთ წყლის ზედაპირზე მზის ანარეკლს და იფიქრეთ იმაზე, თუ რა გხდით თქვენ ბედნიერს.

2. ეცადეთ გამოიყენოთ ის ახალი სიტყვები, რომლებიც წელს შევისწავლეთ. რაც უფრო ბევრის თქმას შეძლებთ, მით უფრო საინტერესოდ შეძლებთ ფიქრს, და რაც უფრო მეტი აზრები გექნებათ, მით უფრო თავისუფალი იქნებით.

3. იკითხეთ! იკითხეთ ბევრი, რამდენსაც შეძლებთ. მაგრამ არა იმიტომ, რომ ვალდებული ხართ ეს გააკეთოთ. იკითხეთ იმიტომ, რომ ეს შთაგაგონებთ ოცნებებს და თავგადასავლებს, კითხვა - ეს ფრენაა. იკითხეთ, იმიტომ რომ ეს აჯანყების საუკეთესო ფორმაა ( რჩევის მისაღებად, თუ კონკრეტულად რა წაიკითხოთ, ჩემთან მოდით).


4. მოერიდეთ ყველაფერს, რასაც თქვენთვის ნეგატივი და სიცარიელის შეგრძნება მოაქვს ( ნივთებს, სიტუაციებს და ადამიანებს). ეძებეთ შთაგონება და ისეთი მეგობრები, რომლებიც შეგმატებთ, რომლებსაც ესმით თქვენი და გაფასებენ ისეთს, როგორიც ხართ.


5. თუ მოიწყინეთ და შიშს გრძნობთ, არ ინერვიულოთ: ზაფხულმა, როგორც სხვა მშვენიერებამ ცხოვრებაში, სული შეიძლება აგიფორიაქოთ. აწარმოეთ დღიური, აღწერეთ ის, თუ როგორ გრძნობთ თავს ( სექტემბერში კი, თუ სურვილი გექნებათ, ერთად წავიკითხოთ).


6. იცეკვეთ და არ შეგრცხვეთ. იცეკვეთ ყველგან, სადაც მოგესურვებათ: თუნდაც საცეკვაო მოედანზე, თუნდაც მარტომ- საკუთარ ოთახში. ზაფხული - ეს ცეკვაა და სიბრიყვეა ამაში მონაწილეობა არ მიიღო.


7. თუნდაც ერთხელ წადით და შეხვდით მზის ამოსვლას. იდექით ჩუმად და
ღრმად ისუნთქეთ. დახუჭეთ თვალები და იგრძენით სამადლობელი.

8. მეტი დრო დაუთმეთ სპორტს.


9. თუ შეხვდით ისეთ ვინმეს, ვინც ძალიან მოგეწონათ, უთხარით მას ისე ლამაზად და დამაჯერებლად, როგორც შეძლებთ. არ შეგეშინდეთ, რომ ვერ გაგიგებენ. თუ არაფერი გამოგივათ - ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ბედი არ არის. ხოლო თუ გაგიგებენ და გიპასუხებენ, მაშინ ზაფხულს ერთად გაატარებთ და ეს იქნება ოქროს დრო: (წარუმატებლობის შემთხვევაში დაუბრუნდით მერვე პუნქტს).


10. გადაიკითხეთ ჩვენი გაკვეთილების კონსპექტები: შეადარეთ ყველაფერი რაც წაიკითხეთ იმას, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება.


11. იყავით ისეთივე ბედნიერები, როგორც მზის სხივები და ისეთივე თავისუფლები და მოუთვინიერებელი, როგორც ზღვა.


12. გთხოვთ, არ იჩხუბოთ. იყავით ზრდილობიანები და კეთილები.


13. ნახეთ კარგი ფილმები ღრმა ემოციური დიალოგებით (თუ შეძლებთ, ინგლისურად), რათა ერთდროულად საკუთარი ინგლისურიც გააუმჯობესოთ და განავითაროთ უნარი გრძნობდეთ და ოცნებობდეთ. დაე ფილმი არ დამთავრდეს
თქვენთვის ფინალურ ტიტრებთან ერთად, ჩართეთ ის ამ ზაფხულის გამოცდილებაში.


14. ზაფხული _ ეს არის მაგია. მზის სხივით გაბრწყინებულ დილით და ზაფხულის ცხელ საღამოს იოცნებეთ იმაზე, როგორი შეიძლება და როგორი უნდა იყოს ცხოვრება. გააკეთეთ ყველაფერი რაც შეგიძლიათ, რათა არასოდეს დანებდეთ ოცნებისკენ მიმავალ გზაზე.


15. იყავით კარგები.



იხილეთ ასევე:

1. ერთ ქვეყანაში ყოველ დღე Facebook 6 საათით არის გამორთული! რატომ? მიზეზი გაგაოცებთ!


2. 30 ბიზნეს-იდეა ქალბატონებისთვის


3. აი რატომ არ უნდა მოკლათ სახლში მრავალფეხა მაშინაც კი, თუ მისი გეშინიათ


4. ვის არ უნდა უცქიროთ თვალებში?


5. ყურადღება! ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემოა...

0
212
7-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0