x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
სასიკვდილო თამაშები მოზარდებისათვის-მშობლებო აუცილებლად წაიკითხეთ!!!!

"ლურჯი ვეშაპი"- ასე ქვია თამაშსს, რომელიც უკვე ერთი წელია, რაც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა და მოიცვა მთელი მსოფლიო. ევროპაში პირველად ის დიდ ბრიტანეთში გამოჩნდა. "ლურჯი ვეშაპი" სუიციდურ მოტივებზეა აგებული და სხვაგვარად მას "წყნარ სახლს" უწოდებენ. თამაშმა საკმაოდ ბევრი მოზარდი ჩაითრია და განსაკუთრებით"მონდომებულები" კი დღეს ცოცხალიც კი არ არის.image

"ლურჯი ვეშაპი" - თამაში, რომელიც გავრცელდა სოციალური ქსელების საშუალებით სულაც არ არის ბავშვური, სახალისო აქტივობები. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ძალიან ბევრი ბავშვი აიყოლიონ და გააკეთებინონ ისეთი რამ, რაც მათ ზიანს მოუტანს. ყველა მონაწილეს ყავს კურატორი, რომელიც მათ, (ახალ მონაწილეებს ) აძლევს დავალებებს და ამის გასაკეთებლად კონკრეტულ დროს აძლევს. თავიდან დავალებები მარტივი შესასრულებელია. პირველი დავალება ასეთია: მსხვერპლს სთხოვენ ხელზე დაიხატოს ვეშაპის მსგავსი რამ.image
ხოლო ამის შემდეგ მათ უნდა გაუგზავნონ ამ ყველაფრის დამადასტურებელი სურათი. სულ 50 დავალებაა. ბოლო დავალება ყველაზე სასტიკი და ცინიკურია, მსხვერპლს სთხოვენ, რომ ჩაიდინოს თვითმკვლელობა.image

მოზარდის ფსიქიკა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ამ ასაკში ისინი ეძებენ თავგადასავლებს, სურთ ყურადღების მიპყრობა და ან უბრალოდ თვითგამოხატვა, მაგრამ არ იციან ეს როგორ გააკეთონ. ამიტომ ისინი ამ თამაშის პოტენციური მსხვერპლები არიან.
თამაშს, როგორც უკვე ვთქვი ყავს კურატორები, რომლებიც მსხვერპლს "ლურჯი ვეშაპის" სახელით ეცნობა და პირდაპირ ურთიერთობაში შედის მოზარდებთან, აძლევს მათ დავალებებს. მოზარდი კი ამ ყველაფერს არ აღიქვამს, როგორც მკვლელთან ურთიერთობას და თვლის, რომ ეს მხოლოდ თამაშია.
კურატორები ადვილად თამაშობენ მონაწილეების გრზნობებზე და ემოციებზე. იმ შემთხვევაში თუ ისინი თამაშის დატოვებას მოინდომებენ, მათ ემუქრებიან ოჯახისა და ახლობლების მოკვლით.გთავაზობთ სტატისტიკას, 2016 წელს 720 ბავშვი გახდა თამაშის მსხვერპლი. ახლა კი გთავაზობთ ყველა, 50 დავალების ჩამონათვალს.
1. დანით მკლავზე ამოჭრა f57
2. გაღვიძება 4.20 წუთზე და საშინელი ვიდეოს ყურება
3.ვენების გასწვრივ გასერე, (არა ღრმად), სამი ხაზის გაკეთება.
4.ვეშაპის დახატვა ფურცელზე და გაგზავნა ფოტოს.
5.თუ შენ მზად ხარ გახდე ვეშაპი- დანი ფეხზე დაწერე "კი", თუ არა საკუთარი სურვილით ხელზე ისერავ რაც გსურს იმას, (ბევრი უნდა იყოს)
6.დავალება с შიფრით
7.ამოკაწრე სხეულზე F40.
8.დაწერეთ სტატუსი მე ვარ ვეშაპი
9.უნდა გადალახო შიში
10.ადექი 4.20 წუთზე და ადით სახურავზე.
11. ამოჭერი ხელზე და დახატე ვეშაპი
12.მთელი დღე უყურეთ საშიშ ვიდოებს
13.მოუსმინე მათ გამოგზავნილ მუსიკას
14. გაიჭერი ტუჩები
15.დაიჩხვლიტეთ ხელი ბევრჯერ ნემსით
16. ატკინეთ საკუთარ თავს
17.ადით ყველაზე მაღალ სახურავზე და იარეთ მის განაპირა კუთხეებზე
18. დადექით ხიდის მოაჯირზე.
19.ადი ამწეზე
20.შემოწმება სანდოობაზე.
21.სკაიპის საშუალებით "ვეშაპთან" გასაუბრება
22.ადი სახურავზე, დაჯექი განაპირა კუთხეში და ფეხები ქვემოთ ჩასწიე.
23.დავალება с შიფრით
24.დავალება საიდუმლოა
25.შეხვედრა ვეშაპთან
26.შენ გეუბნებიან სიკვდილის თარიღს და შენ უნდა დათანხმდე.
27.4.20 წუთზე მიდიხარ ლიანდაგებთან
28.არავისთან არ იურთიერთო
29. ფიცის დადება, რომ ხარ "ვეშაპი"
30-49 -ის ჩათვლით აკეთებ შემდეგ დავალებებს:აკეთებ ყოველდღიურად ნაკაწრებს ხელზე, უსმენ განსაზღვრულ მუსიკას და უყურებ ვიდეოებს.ასევე, საუბრობ "ვეშაპთან".
50. სიკვდილის დღე
ყურადღება! სტატია განკუთვნილია მშობლებისთვის, გააზიარეთ ის მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების მიზნით.

0
153
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0