x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ერაყში მოკლეს "ისლამური ხალიფატის" მხარდასაჭერად დიდი ბრიტანეთიდან ჩასული მედიკოსები

image დასამალი არაა ტერორისტული "ისლამური ხალიფატის" ორგანიზაციის რიგებს ავსებენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომელთა ნაწილი ტერორისტების იდეოლოგიამ მიიზიდა, ნაწილი კი ფინანსურმა დაინტერესებამ აქცია ტერორისტად.
ევროპიდანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით შეუერთდნენ ტერორისტებს ისლამის მიმდევარი ევროპელები, ზოგი იბრძვის, ზოგი ინსტრუქტაჟს უტარებს ტერორისტებს მათ საწვრთვნელ ბაზებზე და ზოგიც სამედიცინო დახმარებას უწევს დაჭრილებს პროფესიონალურ დონეზე.
დიდი ბრიტანეთიდანაც არიან როგორც ჩანს ჩასული ტერორისტების რიგების გასამრავლებლად, რადგან რამდენიმე კვირის წინ ერაყში ლიკვიდირებულ იქნა დიდი ბრიტანეთის ორი მოქალაქე.
როგორც ტელეკომპანია "BBC" იუწყება მედიკოსები აჰმედ სამი კხიდერი და ხიშამ ფადლალახი უკვე საკმაოდ დიდი ხნის წინ შეუერთდნენ ტერორისტულ ორგანიზაციას, ორივე სირიაში წავიდა ნოტტინგჰემშირის საგრაფოდან ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, რომლებსაც განზრახული ჰქონდათ დაჭრილებს დახმარებოდნენ. სწორედ სირიაში შეუერთდნენ სუდანური წარმოშობის ბრიტანელები "ისლამური ხალიფატის" ტერორისტულ ორგანიზაციას.
თუ როგორ მოკლეს ფადლალახი არაა ცნობილი, ხოლო კხიდერი დაცხრილეს მაშინ როცა მოსულიდან გაქცევას ცდილობდა.






0
187
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0