x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სინგაპურელმა ქალბატონმა განაცხადა, რომ ფრანკფურტი–მაინზეს აეროპორტში პოლიციელებმა აიძულეს მოეწველა საკუთარი მკერდიდან რძე

image სინგაპურელი ქალბატონი აპირებს გაასაჩივროს გერმანელი პოლიციელების ქმედება, რომელიც მის მიმართ განახორციელეს ქალაქ ფრანკფურტი მაინზეს აეროპორტში. პოლიციელებმა ის აიძულეს მოეწველა რძე საკუთარი მკერდიდან–იუწყება "BBC News"–ი.
როგორც გაიათხირი ბოსმა (Gayathiri Bose) განაცხადა, ინციდენტი მოხდა იანვრის ბოლოს გერმანიაში ფრანკფურტი–მაინზეს ააეროპორტში. სინგაპურელი ქალბატონი აღნიშნული აეროპორტის გავლით მიფრინავდა პარიზში, როცა თვითმფრინავში ჩასხდომის წინ შემოწმებისას მას ხელბარგში აღმოუჩინეს რძის მოსაწველი აპარატი ქალებისათვის.
პოლიციელებმა რაკი ქალბატონს თან ბავშვი ახლდა არ დაიჯერეს, რომ აპარატი რძის მოსაწველი იყო და ქალბატონი გაიათხირი სპეციალურად ჩხრეკისათვის და დაკითხვისათვის გამოყოფილ ოთახში გადაიყვანეს, სადაც პოლიციელმა ქალმა მოსთხოვა მოეწველა რძე საკუთარი მკერდიდან იმის დასამტკიცებლად, ჰქონდა თუ არა ლაქტაცია რეალურად მას.
გაიათხარი იძულებული გახდა საკუთარი მკერდიდან მოეწველა მცირე რაოდენობის რძე, რათა ამით პოლიციელებისათვის დაემტკიცებინა, რომ რძის მოსაწველი აპარატი ნამდვილად მისი იყო და ნამდვილად მას სჭირდებოდა მგზავრობისას დაგროვილი რძის მოსაწველად.
სინგაპურელ ქალბატონს მას შემდეგ რაც დაამტკიცა, რომ მას ჰქონდა ლაქტაცია დაუბრუნეს მოსაწველი აპარატი და გამოუშვეს დაკითხვის ოთახიდან. ტურისტი ქალბატონის თქმით მან მხოლოდ დაკითხვის ოთახიდან გამოსვლის მერე გაიაზრა თუ რა მოხდა, მისი სიტყვებით ის 45 წუთი, რაც მან დაჰყო დაკითხვის ოთახში იყო დამამცირებელი.
სინგაპურელ ქალბატონს, რომელიც ორი შვილის დედაა გადაწყვეტილი აქვს სასამართლოში შეიტანოს საჩივარი გერმანელ პოლიციელებზე.
თავად ფრანკფურტის პოლიციაში აღნიშნულ ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ საკუთარი მკერდის მოწველა არავისთვის მოუთხოვიათ და მით უფრო არ დაუძალებიათ.

0
162
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0