x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მარწყვი უფრო შეგიყვარდებათ!
image


მარწყვი გამოირჩევა ვიტამინების სიუხვით, ფოლიუმის მჟავა მასში იმაზე მეტია, ვიდრე ჟოლოში ან ყურძენში. ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ C-ს. მარწყვი აძლიე-

რებს იმუნიტეტს და სისხლძარღვების კედლებს. ის იცავს ორგანიზმს ვირუსებისგან, და მისი მიღება რეკომენდირებულია გაციების პროფილაქტიკისთვის.ის არის ძლიერი ან-

თების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული საშუალება. მარწყვი ასევე შეიცავს იოდს. ამიტომ ზაფხულის პერიოდში მისი საკმარისი რაოდენობით მიღება საშუალებას გვაძ-


ლევს უარი ვთქვათ სხვა იოდის შემცველი საკვების მიღებაზე. მარწყვის ტკბილი გემოს უკან იმალება შაქრის დამწევი შესაძლებლობები. დილით მიღებული ჭიქის მეოთხედი მარწყვის წვენი გვეხმარება კუჭის დაავადებების დროს. ის საუკეთესო საშუალებაა გახ-

დომის მსურველთათვის.თუ რა თქმა უნდა მათ არ აწუხებთ ალერგია.ასევე მისი დიდი რაოდენობით მიღებისას არ უნდა დაგვავიწყდეს შარდმდენი თვისებები. ის ორგანიზმს ეხმარება გათავისუფლდეს ზედმეტი წყლებისგან. მისი ფოთლების ნახარში არეგული-

რებს არტერიულ წნევას და ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. ამასთან ეს კენკრა გვეხ-

მარება უძილობის დასაძლევად.მარწყვი აუცილებლად უნდა მიიღონ ანემიით დაავადე-

ბულებმა. ძალიან სასარგებლოა ასევე ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, გულის იშემი-

ური დაავადებების დროს. მარწყვისგან აკეთებენ სახის ნიღბებს. სუფთა კანზე წაისვით მარწყვის წვენი, შემდეგ 10-15 წუთით დაიდეთ სახეზე მარწყვის გახეხილი მასა. სახე ჩამოიბანეთ თბილი წყლით ან გრილი რძით.ასეთი ნიღაბი ძალიან მოუხდება მათ ვისაც აქვს მშრალი კანი.მარწყვის შემადგენლობაში ასევე შედის: რკინა, კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, რიბოფლაბინი, რუტინი და ნიკოტინის მჟავა.მარწყვი გვეხმარება გულ-სისხლ-

ძარღვთა დაავადებების დროს, ასევე არეგულირებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, კუჭის წყლულის, ნაწლავების ინფექციისას, თირკმელების დაავადებების დროს. ხალხ-

ურ მედიცინაში გამოიყენება, როგორც ანტიმიკრობული საშუალება.მარწყვი შეგიძლიათ შეინახოთ 6 თვის განმავლობაში გაყინული სახით. კენკრა ისე უნდა გავაწყოთ, რომ ერთმანეთს არ ეხებოდნენ, შემდეგ გავყინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიტანოთ სპეციალურ პაკეტებში.

0
425
6-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
425
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0