x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
არასოდეს შეუკვეთოთ ეს კერძები რესტორანში! - ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს!
image

როცა ადამიანი რესტორანსა თუ კაფეში მიდის, სურს დარწმუნებული იყოს იმაში, რომ მის მიერ შეკვეთილი კერძები ხარისხიანი და ახალი იქნება. მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა ყოველთვის მოლოდინს არ ემთხვევა.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ცნობილი შეფ-მზარეულების რჩევებს იმის შესახებ, თუ რისი შეკვეთა არ ღირს თუნდაც კარგ რესტორანში იმისათვის, რომ შემდეგ იმედგაცრუებულები არ დავრჩეთ.

კარგად შემწვარი სტეიკი


image
ამერიკელი შეფ-მზარეული, ენტონი ბურდენი (Anthony Bourdain) აღიარებს, რომ ბევრი მზარეული კარგად შემწვარი სტეიკისთვის მაგარ და სხვა კერძებისთვის გამოუდეგარ ნაჭრებს იყენებს.

სუში ლოსოსით


image
შეფ-მზარეული ჰენკ სკრემპტონი (Hank Scrampton) თვლის, რომ უმჯობესია თავი ავარიდოთ სუშის ლოსოსით, რადგან ეს არის, ხელსაყრელი გარემო პარაზიტების გამრავლებისთვის. თუმცა ზედმეტი პანიკაც არ ღირს: გაყინვის პროცესი პარაზიებს ანადგურებს. "თითქმის ყველა თევზი, რომელსაც რესტორნებში როლებისა და სუშისთვის იყენებენ, გაყინულია და ეს ძალიან კარგია, " თვლის შეფ-მზარეული. ხოლო თუ მაინც ეჭვი გეპარებათ, კარგი იქნება, თუ დააზუსტებთ, რომელი თევზისგან არის დამზადებული სუში - ახალისგან თუ გაყინულისგან.

ვეგეტარიანული კერძები

image
ჟურნალმა Food Network Magazine-მა ჩაატარა ანონიმური გამოკითხვა აშშ-ს შეფ-მზარეულებს შორის. გამოკითხულთა 15 %-მა აღიარა, რომ რესტორნებში წარმოდგენილი ვეგეტარიანული კერძები შეიძლება სრულიად არ აკმაყოფილებდეს ამ გაგებას: ზოგიერთმა მზარეულმა შეიძლება რაიმე სახის ცხოველური ინგრედიენტი მაინც დაამატოს კერძში. "ვეგეტარიანელები და ვეგანები, როგორც წესი, ძალიან აღიზიანებს ნებისმიერ ნორმალურ შეფ-მზარეულს, " - აღიარებს ენტონი ბურდენი.

სალათი აისბერგი



image
ადამიანები, რომლებსაც რესტორანში უმუშავიათ, არასოდეს შეუკვეთავენ საზოგადოებრივი კვების ობიექტში სალათ "აისბერგს". მთავარი საფრთხე მდგომაროებს იმაში, რომ მწვანე სალათი შესანიშნავი გარემოა ბაქტერიებისათვის, რომლებიც სალათის ნოტიო ფურცლებზე სახლდებიან. ზოგადად, სალათის ისე გარეცხვა, რომ იგი აღარ იქნას სახიფათო მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის ხელსაყრელი გარემო, ძალიან ძნელია.

პური


imageსამმა ამერიკელმა შეფ-მზარეულმა აღიარა ჟურნალ Food Network Magazine-თან საუბრისას, რომ ნარჩენი პური, როგორც წესი, ერთი მაგიდიდან მეორეზე გადადის ხოლმე. ცხადია, სუფრასთან მიტანამდე მას საგულდაგულოდ ათბობენ, მაგრამ ეს ხომ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი ახალია.

თევზი ორშაბათობით


image
ენტონი ბურდენის თქმით, რესტორნების უმეტესობა თევზს იძენს ხუთშაბათობით ან პარასკევობით. შაბათ-კვირას კი თევზის ბაზრობები, როგორც წესი, დაკეტილია. ახალი თევზის შენახვა კი სამ დღეზე მეტ ხანს არ არის რეკომენდებული. აქედან გამომდინარე, ორშაბათს მოგიწევთ ან არც თუ ისე ახალი თევზის მირთმევა ან კიდევ, გაყინული თევზით დაკმაყოფილება.

ხამანწკები

image
არასოდეს შეუკვეთოთ ხამანწკები რესტორანში, რომელიც არ არის ზღვის პროდუქტებზე სპეციალიზირებული. ვადაგასული ხამანწკებით ადვილად შეიძლება მოიწამლოთ. ამიტომ, აუცილებელია დარწმუნებული იყოთ, რომ რესტორანი მათ სანდო მიმწოდებლებისგან და ახალს იღებს.

რესტორნისთვის "არაპროფილური" კერძები

ნიუ-იორკელი შეფ-მზარეული, მაიკლ არმსტრონგი (Michael Armstrong) გვირჩევს შევუკვეთოთ მხოლოდ ის კერძები, რომლებზეც სპეციალიზირებულია რესტორანი: "კარგს ნურაფერს ელით, როცა პიცერიაში მაკარონს უკვეთავთ, სტეიკჰაუსში კი - თევზს." მით უმეტეს, რომ ის პროდუქტები, რომლებიც იშვიათად შეკვეთადი კერძებისთვის არის გათვალისწინებული, როგორც წესი, ხშირად დიდხანს ინახება ხოლმე და ძველდება. შესაბამისად, დიდია რისკი, კერძიც ძველი მიიღოთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. რატომ არ ემართებათ მკერდის კიბო ჩინელ ქალებს - საიდუმლო, რომელმაც მსოფლიო შეძრა!

image

2. როდის არ უნდა მივირთვათ მარწყვი - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image

3. თუ თქვენ პლასტმასის ჭურჭელს იყენებთ, აუცილებლად დააკვირდით ამ წარწერას! - ეს ბევრმა არ იცის!

image

4. შეწყვიტეთ შვრიის ფაფის ჭამა დილაობით! - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image

5. თეთრი კვერცხი უფრო სასარგებლოა თუ ყავისფერი? - ეს უნდა ვიცოდეთ!

image

6. გააკეთეთ ეს ალკოჰოლის დალევის წინ და ნაბახუსევი აღარ შეგაწუხებთ - ეს ბევრმა არ იცის!

image

7. რა საფრთხეს გვიქმნის და როგორ გავხადოთ მეორადი ტანსაცმელი უსაფრთხო - ექიმები გვირჩევენ!

image

0
312
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0