x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134493
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
ეს ჯადოსნური ზეთი გაგიქრობთ ნაწიბურებს, ლაქებს და სტრიებს! სულ რაღაც 3 დღეში თქვენს კანს ვეღარ იცნობთ
image
იშვიათია ალბათ ქალბატონი, რომელსაც კანთან დაკავშირებული პრობლემები არ აწუხებს. განსაკუთრებით კი ეს საკითხი მათთვის არის მტკივნეული ვისაც პრობლემური კანი აქვს. გარდატეხის ასაკში, ორსულობის შემდგომ, წონის ცვალებადიბის თუ ჰორმონალური დარღვევებისას ხშირად იჩენს თავს ისეთი პრობლემები, როგორიც არის აკნე და სტრიები, რომელთან ბრძოლაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ხშირად დერმატოლოგებთან ვიზიტი კიდევ უფრო ამწვავებს კანის პრობლემებს, რადგან ყოველგვარი გამოკვლევების გარეშე, ერთი შეხედვით უნიშნავენ ყველას ერთი და იგივე გარეგან თუ შინაგან სამკურნალო საშუალებებს. მკურნალობის დასრულებისთანავე კი პრობლემა ისევ იჩენს თავს და შეიძლება ითქვას უფრო მძაფრადაც. შედეგად კი გრჩებათ ანტიბიოტიკებისგან გაღიზიანებული კუჭ-ნაწლავი და დალაქავებული და ნაწიბურებიანი კანი. ამიტომ, ბუნებრივი საშუალებების გამოყენება ყოველთვის უკეთესია, თუ არ გიშველით, ზიანს მაინც არ მოგაყენებთ.


ამ სტატიაში ჯადოსნური ზეთის მომზადებას შემოგთავაზებთ. მისი გამოყენება დაგეხმარებათ თქვენ, რომ განთავისუფლდეთ ნაწიბურებისგან და გამონაყარისგან, ლაქებისგან და სტრიებისგან.


პირველი 3 დღის გამოყენების შემდეგ თქვენ უკვე შეამჩნევთ დიდ ცვლილებებს თქვენს კანზე.


მომზადების წესი:


ერთი ჭიქა ქოქოსის კარაქი(ზეთი) მოათავსეთ ქვაბში, დაამატეთ გამხმარი ვარდის რამდენიმე ფურცელი.

დადგით ნელ ცეცხლზე, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.

ამის შემდეგ მიღებული ზეთი დადგით გასაგრილებლად.

გაგრილებული მასა გაფილტრეთ და გამოყენებისთვის უკვე მზად არის.




მოხმარებიის წესი:

ყოველ ღამე, ძილის წინ დაიტანეთ ეს ჯადოსნური ზეთი პრობლემურ ადგილებში.

წრიული მოძრაობით ნაზად დაიმასაჟეთ და დაიტოვეთ მთელი ღამით.

მეორე დილით კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურები გაიმეორეთ მანამდე, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიიღებთ.

0
215
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0