x
მეტი
  • 11.12.2019
  • სტატია:97268
  • ვიდეო:344122
  • სურათი:459240
ეს სიყვარულია, თუ უბრალოდ კარგი სექსი? 5 მეთოდი განსხვავების საპოვნელად
უმრავლეს შემთხვევაში ურთიერთობის დასაწყისში ჩვენ თითქოს ავტოპილოტით ვმოძრაობთ, მაგრამ რამოდენიმე თვეში ვუფიქრდებით: „ეს სიყვარულია თუ უბრალოდ სექსი“? შეცდეთ ძალიან იოლია, რადგან კარგი სექსი ხშირად გაიგივებული აქვთ რომანტიკასთან. გთავაზობთ 5 მეთოდს იმის გასარკვევად - მას უყვარხართ, თუ უბრალოდ თქვენთან სექსი მოსწონს მხოლოდ.

image



თუ თქვენ უწყვეტი სექსი გაქვთ


ეს მხოლოდ სექსია: ის მუდმივად ამბობს, რომ თქვენ უნდიხართ და ტელეფონზეც მუდამ კავშირშია თქვენთან. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ თქვენ მისთვის, როგორც - სექსი- ტელეფონით ხართ. ის ყოველთვის ცდილობს გნახოთ, მაგრამ არასოდეს არ გეგმავს შეხვედრას საძინებლის გარეთ. ეს კი მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - ის თქვენ მხოლოდ სექსისთვის გიყენებთ.



ეს სიყვარულია: თუ ის გეპატიჟებათ მუზეუმში, კონცერტზე და იმპროვიზირებულ უიკენდზე, ეს თქვენს მიმართ უფრო ღრმა ინტერესზე მიუთითებს. პიკანტური შეტყობინებებისგან, ზარებისგან და სახლში პაემნებისგან განსხვავებით სხვა ადგილზე თქვენს გვერდით გატარებული დრო მიანიშნებს იმას, რომ თქვენ მის გონებაში ხართ მაშინაც კი, როდესაც საწოლში არ ხართ ერთად.


image

თუ ის აღრფთოვანებულია თქვენი სიამოვნების ყურებით

ეს უბრალოდ სექსია: ის შეიძლება აღფრთოვანებული იყოს იმის გამო, რომ თქვენთან განხვავებულ პოზაში ჰქონდა სექსი, მაგრამ არ იფიქროთ რომ ეს უანგარო საქციელია. თქვენი აღელვებული შესახედაობა მას საშუალებას აძლევს კიდევ უფრო აღეგზნოს! გარდა ამისა, ჭკვიანმა ყმაწვილმა იცის, რომ რაც უფრო ძლიერ „დაიქოქებით“, სექსის ალბათობაც მით უფრო მაღალია. და ფრთხილად: თუ ის ღამე თქვენთა დარჩება, ეს ნიშნავს იმას, რომ მას დილის სექსის იმედი აქვს.


ეს სიყვარულია: იმის მაგივრად, რომ ყურადღება მიაქციოთ იმას, თუ რამდენჯერ გასიამოვნათ მაქსიმალურად, დააკვირდით, სურს თუ არა მას თქვენი ჩახუტება. მამაკაცი ეხუტება მას, ვინც უყვარს. თუ ის თავს თქვენთან კომფორტულად გრძნობს და სექსის შემდეგ მაშინვე არ სურს საწოლიდან წამოხტომა, სავარაუდოდ მას თქვენდამი გრძნობა გააჩნია.

image

თუ კომპლიმენტებს გეუბნებათ


ეს უბრალოდ მხოლოდ სექსია: შუა სექსის დროს ის იწყებს ისეთი კომპლიმენტების წამოყვირებას როგორიც არის „ვგიჟდები შენს ტანზე“ ან „ შენთან ძალიან მაგარია!“, რომლებიც თითქოსდა ადასტურებს იმას, რომ თითქოს თქვენს სიამოვნებაზე ზრუნავს. მაგრამ არ იჩქაროთ მოდუნება, ის საუბრობს მხოლოდ თქვენს სხეულზე და არა თქვენზე. ის გეუბნებათ კომპლიმენტებს იმიტომ, რომ იცის ამით თქვენ გაიძულებთ კარგად იგრძნოთ თავი და იმაღლებს თავის ეგოს, არწმუნებს თავს, რომ ის კარგი საყვარელია. თუ ის საუბრობს მხოლოდ თქვენს გარეგნობაზე, და არა პიროვნულ თვისებებზე, ეს მაშინ იმის ნიშანია, რომ მხოლოდ სექსი აინტერესებს თქვენთან.

ეს სიყვარულია: ხართ საძინებელში თუ მის გარეთ, თუ ის გაქებთ იმის გამო, რაც არ არის დაკავშირებული თქვენს სხეულთან, მაშინ ეს კარგის ნიშანია. თუ იმის მაგივრად, რომ ისაუბროს რა კარგად გამოიყურება თქვესი შიშველი სხეული ან როგორ გიხდებათ ახალი ტუში, ის გაქებთ თქვენს მიერ დაწერილი ბრწყინვალე სტატიის გამო, ან თქვენი მომზადებული სადილისთვის - მაშინ მას ნამდვილად უყვარხართ.


image
თუ მას არ შეუძლია შეწყვიტოს თქვენი კოცნა


ეს უბრალოდ კარგი სექსია: რა თქმა უნდა, სექსის დროს მხურვალე კოცნა მშვენიერია, მაგრამ, თუ სექსი - ეს ერთადერთი დროა, როდესაც ის გკოცნით, მაშინ უმჯობესია დროულად გადახედოთ თქვენს ურთიერთობას.


ეს სიყვარულია: ის გკოცნის იმიტომ, რომ გაკოცოს და იცის რომ ეს ჟესტი სექსამდე არ მიიყვანს. უკეთესია, თუ გკოცნის და ხელჩაკიდებულია საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე. ამგვარად ის აჩვენებს ყველას, რომ თქვენ - მისი ხართ.

image

თუ ის გაიძულებთ დაინახოთ ვარსკვლავები


ეს მხოლოდ კარგი სექსია: ჭკვიანმა მამაკაცმა იცის, რომ რაც უფრო ხშირად მიაღწევთ
სექსის დროს კულმინაციას, მით უფრო მალე მოგინდებათ პროცესის გამეორება.


ეს სიყვარულია: სასიამოვნოა, რომ თქვენ - მისი პრიორიტეტი ხართ საწოლს გარეთ. მას
სურს გნახოთ ბედნიერი და აწყობს პატარა სასიამოვნო მოულოდენელობებს. მაგალითად, ყიდულობს შენს საყვარელ ნაყინს ან მიყავხარ სამსახურის შემდეგ იმიტომ, რომ შენი ბედნიერება - მისი საბოლოო დაკმაყოფილებაა.


image




იხილეთ ასევე:

1. მამაკაცებმა ქალის მკერდს რა უნდა გაუკეთონ და რა არ უნდა გაუკეთონ!


2. სწორედ ასეთი ქალია სასარგებლო მამაკაცებისთვის! ნოკაუტი მეცნიერებისგან...


3. რას იწვევს რეგულარული სექსი მამაკაცებში


4. მამაკაცების თბილი ისტორიები თვიანთ გრძნობებზე.


5. სამეცნიერო ფაქტები სიყვარულზე და სექსზე!


6. "მამაკაცი ქალთან იქცევა ისე, რის უფლებასაც აძლევს მას ქალი".


7. აი რა ხდება, როცა წყვეტთ რეგულარულ სექსუალურ ცხოვრებას! ( +18)

3
2117
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
2117
  
2017, 31 მაისი, 0:19
ნინო, კეთილო და თბილო
2017, 31 მაისი, 0:13
გენაცვალეთ მე თქვენ საყვარლებო
2017, 31 მაისი, 0:12
ესეიგი ვუყვარვარ :)
0 1 3