x
იდი ეგო და სუპერეგო

image როგორ იწყება ადამიანის ცხოვრება? დაბადებით. როდესაც
პირველად მოევლინება უცოდველი არსებოა ამ ქვეყანას. არავინ იცის მისი მომავალი, თუ
ვინ იქნება, როგორი იქნება, რამდენ ხანი იქნება. ვიზრდებით, ვითარდებით. ათი ათასობით
ადამინაში კი გამოერევა ის გენიოსი, რომელიც შეცვლის მსოფლიოს. სწორედ ასეთი გენიოსი
იყო ზიგმუნდ ფროიდი.


ზიგმუნდ ფროიდი 1856
წლის 6 მაისს დაიბადა ფრეიბერგში, მორავიაში მისი მამა შალით მოვაჭრე იყო . მას პირველი ქორწინებიდან
უკვე ჰყავდა ორი მოზრდილი ვაჟიშვილი. ზიგმუნდის შემდეგ ოჯახში ხუთი გოგონა და ორი ვაჟი დაიბადა. ბავშვობაში ფროიდი ნიჭიერი
მოწაფე იყო. მიუხედავად ფინანსური


გაჭირვებისა
(შვიდი შვილი ოჯახში), მას, როგორც ყველაზე უფროსს, თავისი ოთახი და ნავთის ჭრაქიც კი ჰქონდა სამეცადინოდ
მაშინ, როცა დანარჩენები სანთლებით უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ. გიმნაზიაშიც ბრწყინვალედ სწავლობდა.
მან კარგად იცოდა გერმანული, ასევე, ფრანგული, ინგლისური, ესპანური და იტალიური.


ერთი
სიტყვით, რომ ვთქვათ ადამიანი ამვარი გონებით მნიშვნელოვან კვალს დატოვებდა. ამ შემთხვევაში
მედიცინაში. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა, მაგალითად, მისი ეროვნების გამეო(ის
იყო ებრაელი) პროფესიათა დიდი ნაწილი დახურული იყო მისთვის. ამიტომ სწავლის გასაგრძელებლად 1873 წელს ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი აირჩია. იგი რვა წელიწადი სწავლობდა. 1881 წელს სამედიცინო მეცნიერული ხარისხის მიღების შემდეგ ფროიდმა ტვინის
ანატომიის ინსტიტუტში დაიკავა თანამდებობა და ზრდასრული ადამიანისა და ნაყოფის ტვინის
შედარებითი კვლევებით იყო დაკავებული. 1884-1887 წლებში


ერთ-ერთი პირველი
მეცნიერული კვლევა ჩაატარა, რომელიც კოკაინს ეხებოდა.


ფროიდი წერდა
კოკაინის თერაპიული მიზნებისთვის შესაძლო გამოყენების თაობაზე როგორც ფიზიკური, ისე — ფსიქიკური დაავადებების
შემთხვევაში. შემდგომში ცნობილი გახდა ამ ნივთიერების ნარკოტიკული


თვისებების შესახებ
და მან შეწყვიტა კვლევები. და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გამოკვლევა უკავშირდება მას.





ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მან გამოიკვლია არის “ეგო და იდი“ - ადამიანის პიროვნება სამი კომპონენტისგან, შრისგან შედგება, ესენია: იდი,
სადაც


არაცნობიერი იმპულსები
და აზრები ბინადრობენ; ეგო, რომელიც ემსახურება იდს მისი ენერგიის რეალისტური
მიზნებისკენ კანალიზაციით; სუპერეგო, რომელიც მორალური ძალის მქონე მშობლების
შინაგანი რეპრეზენტაციაა. იდი სიამოვნების პრინციპის შესატყვისად მოქმედებს,
ხოლო ეგო — რეალობის პრინციპის მიხედვით.








იდი პიროვნების პირველსაწყისი სისტემაა, ეს არის მატრიცა, რომელშიც
დიფერენცირდება ეგო და სუპერეგო. იდი მოიცავს ყველაფერს
იმას, რაც თანდაყოლილია და მოცემულია დაბადებისას, ინსტინქტების ჩათვლით. იდი მთლიანად
არაცნობიერში ფუნქციონირებს და მჭიდროდ უკავშირდება ინსტინქტურ ბიოლოგიურ მისწრაფებებს, უკავშირდება ხელოვნურ
პროცესებს საიდანაც იღებს ენერგიას. ფროიდი იდს განიხილავდა,
როგორც შუამავალს ორგანიზმში


მიმდინარე სომატურ
და ფსიქიკურ პროცესებს შორის. პიროვნების დანარჩენი ინსტანციები
ვითარდება იდისაგან, ამის მიუხედავად იდი არაორგანიზებული და პრიმიტიულია. ფროიდის მიხედვით, იდი ჩვენი პიროვნების ბნელი, მიუწვდომელი


ნაწილია. მასზე
ინფორმაცია მოპოვებულია სიზმრის მუშაობისა და ნევროტული სიმპტომების წარმოშობის შესწავლის გზით. ეს არის
რაღაც ბნელი, ქაოტური, რომელიც არ ემორჩილება კანონებს, წესებს. მისთვის უცხოა ნებისყოფა, შეფასებები,
სიკეთე, ბოროტება, მორალი. იდისთვის არ არსებობს აზროვნების ლოგიკური კანონები, პირველ
რიგში, წინააღმდეგობის თეზისი. ფროიდი იდს „ჭეშმარიტ ფსიქიკურ რეალობას” უწოდებს, ვინაიდან მასში ასახულია სუბიექტურ
განცდათა შინაგანი სამყარო და არაფერი იცის ობიექტური რეალობის შესახებ. იგი არ იცვლება ცხოვრებისეული
გავლენით, რადგან არ აქვს შეხება გარე სამყაროსთან. იდი მოიცავს არაცნობიერ აზრებს, რომლებიც არასოდეს
ცნობიერდება და რომლებიც უარყოფითად და მიუღებლად მიიჩნია ცნობიერებამ.


სურვილის ან მოთხოვნილების დროში დაკმაყოფილების უნარი მაშინ ჩნდება, როდესაც
პატარები ითვისებენ და ხვდებიან იმას, რომ მათი საჭიროებებისა და სურვილების გარდა არსებობს გარე სამყაროც. თავისი სურვილების
ასასრულებლად და მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ინდივიდმა რეალურ სამაყროსთან უნდა დაამაყროს კონტაქტი.
ეს კონტაქტი პიროვნების მეორე მნიშვნელოვანი სტრუქტურის ფორმირების შედეგია,
რომელიც რეალობასთან ურთიერთობის საჭიროების გაცნობიერებასთან ერთად წარმოიქმნება
და ეგო ეწოდება. ამ
დროს, ბავშვი აზროვნების ახალ განზომილებაში გადადის, როდესაც მას რეალობის გადამოწმების ფუნქცია ემატება. გულისხმობს სასურველი ადამიანების, ობიექტების მოძიებას გარე სამყაროში,
რომელებიც დააკმაყოფილებენ ინსტინქტების შინაგან სწრაფვას. ეგო ცდილობს ერთმანეთისაგან განასხვაოს სასურველი და რეალურად ხელმისაწვდომად არსებული.


ეგო
იდისაგან იღებს თავის სტრუქტურას, ენერგიას, რადგან ორგანიზმის მოთხოვნილებები შესატყვის ურთიერთობას ამყრებს ობიექტური რეალობის სამყაროსთან. ეგოს ფუნქციაა პიროვნების
სიცოცხლის უნარიანობის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელი ფსიქიკის უზრუნველყოფა. ფროიდი
მიიჩნევდა, რომ ეგოს განსაკუთრებული ფუნქციები აქვს როგორც გარე სამყაროს, ისე — შინაგანი
სამყაროს მიმართ, რომლის ლტოლვების დაკმაყოფილებასაც ესწრაფვის. ეგო


ცდილობს იდის
სურვილების გამოხატვასა და დაკმაყოფილებას იმ შეზღუდვების გათვალისწინებით, რომელთაც გარე სამყარო
აწესებს. იდსა და ეგოს შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ იდმა მხოლოდ სუბიექტური რეალობა იცის,
ხოლო ეგო არჩევს შინაგანსა და გარეგანს; არჩევს ფანტაზიასა და რეალობას.


ეგო სიამოვნებას
ესწრაფვის და ტკივილის შემცირებისა და მისგან თავის დაღწევის გზებს ეძებს.


საზოგადოებაში
დამკვიდრებულია ზოგადი ღირებულებები, წესები, რომელთა დაცვაც თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა.
ცოდნას ამ ღირებულებების შესახებ ბავშვი სოციალიზაციის პროცესში ანუ ფსიქოანალიზის სტრუქტურული
მოდელის ენით რომ ვთქვათ, სუპერეგოს ფორმირების მეშვეობით იძენს. ფროიდის თეორიაში სუპერეგო განვითარებადი პიროვნების ბოლო საფეხურია, სუპერგო
მორალური ძალაა, რომლის ძირითადი ამოცანაა რაიმეს სისწორე-სიმცადრის შეფასება. ფროიდის
აზრით, ადამინები არ იბადებიან პურეგოთი. მას მშობელბის, მასწავლებელბის დამხარებით
იძენენ განვითარების პროცესში. სუპერეგო ოიდიპოსის
კომპლექსის დაძლევის შედეგად ვითარდება. სუპერეგო ბავშვის
მშობლებზე ხანგრძლივი


დამოკიდებულების
შედეგია. ფორმალურად ის მაშინ ჩნდება, როდესაც ბავშვი „სწორისა“ და „არასწორის“ გარჩევას იწყებს; იგებს,
რა არის კარგი და ცუდი, ზნეობრივი და არაზნეობრივი. სუპერეგო შეიძლება განვიხილოთ,
როგორც სოციუმის „კოლექტიური სინდისის“ ინდივიდუალიზირებული ასახვა, თუმცა, ბავშვის მიერ საზოგადოების
რეალურ ფასეულობათა აღქმა შეიძლება დამახინჯებულიც იყოს.





როგორც
ვხედავთ, ადამინის ორგანიზმში, განვითარების პროცესში მიმდინარეობს ისეთი პროცესები,
რომელთა შესახებაც, შესაძლებელია, არანაირი ინფორმაცია არ გვქონდეს. ბავშის ასაკი ერთ-ერთი
ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია, რომლის დროსაც ხდება იდიდან ეგოს სტრუქტურის ჩამოყალიბება
და შემდგომში სუპერეგოს განვითარებაც, ამიტომ, როდესაც საუბარია ბავშვის აღზრდის შესახებ
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ სუპერეგოს ჩამოყალიბებასა და იმის გააზრებაზე
თუ რა არის კარგი და რა ცუდი მნიშვნელოვანი როლი მშობელს ენიჭება. ჯერ კიდევ არ არის
დასრულებული იდის, ეგოსა და სუპერგოს შესწავლა, მაგრამ, დღესდღეობით ფროიდის აზრი
ფსიქოლოგიაში ყველაზე მეტად შეესაბამება ამ სამი კომპონენტის აღწერას. იდი, ეგო და
სუპერგო ადამინის ფსიქიკის უმნიშველოვანესი ნაწილებია და თუ აქამდე არაფერი იცოდით
საკუთარი, არაცნობიერი პროცესების, შიგანი ეგოსა და სუპერგოს შესახებ, დღეიდან კიდევ
უფრო მეტად დარმწმუნდებით, იმაში, რომ ადამინები მართლაც ამოუცნობი არსებები ვართ,
რომლებთა შესახებაც კიდევ ბევრი საკითხი უცნობი ან გადაუჭრელი რჩება მეცნიერებისათვის.


ქრისტინა უგლავა

თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, I კურსი


0
156
შეფასება არ არის
ავტორი:ქრისტინა-ქრისტინა
ქრისტინა-ქრისტინა
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0