x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
არასოდეს დაუშვათ ეს შეცდომა მაკარონის მომზადებისას, თორემ... - ეს ყველამ უნდა იცოდეს!
image


ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ მაკარონი იტალიის ეროვნულ ღირსებად ითვლება. მას უამრავი სახის სოუსთან მიირთმევენ. ბევრისთვის მაკარონი ყველაზე მარტივად მოსამზადებელი კერძია, თუმცა სინამდვილეში არსებობს რამდენიმე წესი და ხერხი, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია იდეალური მაკარონის კერძის მისაღებად.

იტალიელმა მზარეულებმა დაასახელეს 10 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომლებსაც მაკარონის მომზადებისას ვუშვებთ ხოლმე.

1. სხვადასხვა მწარმოებლის მაკარონის ხარისხი ერთმანეთისგან შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს.


image
შესაბამისად, განსხვავდება ფასიც. ზოგიერთი ბრენდი საკმაოდ ძვირადღირებულია და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი მიზეზი უკავშირდება წარმოების დანადგარებს. ზოგიერთი ექსტრუდერი სპილენძის არის და, შესაბამისად უფრო ძვირია, ვიდრე ტეფლონის. პირველის შემთხვევაში შობის პროცესი უფრო ნელია და პროდუქტიც მეტად ჰაეროვანი გამოდის. აქედან გამომდინარე, მაკარონიც უფრო კარგად იჟღინთება სოუსით.


აქვე იხილეთ, როგორ ავარჩიოთ სწორად მაკარონი.



2. ზომას დიდი მნიშვნელობა აქვს.


image
იმის მიხედვით, როგორი სოუსის გაკეთებას აპირებთ, მნიშვნელოვანია სწორად აარჩიოთ მაკარონის ზომა. თუ უფრო თხელ სიუსს არჩევთ, უმჯობესია პასტა გრძელი იყოს, მოკლე მაკარონი კი ხორცის ან დაჭრილი ბოსტნეულისგან დამზადებულ სოუსებს უხდება.

3. წყლის პროპორცია.

როგორც წესი, 100 გრამი პასტას მოსახარშად 1 ლიტრი წყალია საჭირო. თუ წყალი მცირე რაოდენობით არის, მაკარონი გარედან უფრო სწრაფად მოიხარშება, ვიდრე შიგნით. ამასთან, მცირე რაოდენობით წყლის შემთხვევაში, წყალში სახამებლის კონცენტრაცია მეტი ხდება, რამაც შეიძლება კერძის სიმწარე გამოიწვიოს.

4. არ გადაავლოთ წყალი მაკარონს მოხარშვის შემდეგ.


image
თუ გსურთ შეაჩეროთ მაკარონის ხარშვის პროცესი ორი ვარიანტი გაქვთ: ქვაბში დაამატეთ ერთი ჭიქა ცივი წყალი ან საერთოდ გადააქციეთ წყალი, დაუმატეთ ცოტაოდენი კარაქი და მოურიეთ, რათა პასტა ერთმანეთს არ მიეკროს. გაცივებით კი თავად უნდა გაცივდეს. თუ ცივ წყალს გადავავლებთ, ჩამოირეცხება სახამებელიც, რომელიც ხელს უწყობს მაკარონის სიუსთან შერევას, და შედეგი არც თუ სახარბიელო იქნება.

5. ყურადღება მიაქციეთ ხარშვის დროს.


ზოგადად მაკარონი უნდა მოიხარშოს შეფუთვაზე მითითებული დროის შესაბამისად. მაგრამ მაინც ყოველთვის თავად შეამოწმეთ პასტის მზაობა, რადგან ზოგიერთ შეფუთვაზე დრო არასწორად არის მითითებული. სანამ მაკარონს სოუსში აურევთ, საჭიროა პასტა ოდნავ შეშრეს.

6. როდის დავამატოთ მარილი?


image

არსებობს ორი ვარიანტი. თუ წყალში მარილს ჩავყრით ადუღებამდე, დუღილის ტემპერატურა მოიმატებს. ხოლო თუ უკვე ადუღებულ წყალში ჩაამატებთ - ეს ენერგიას დაზოგავს. რომელ მათგანს აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია. მთავარია, არასოდეს დავამატოთ მარილი მას შემდეგ, რაც ქვაბში მაკარონს ჩავყრით - ეს კიდევ უფრო დაბლა დაწევს წყლის ტემპერატურას.

7. არასოდეს დაახუროთ ქვაბს სახურავი მას შემდეგ, რაც მაკარონს ჩაყრით.

ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ როგორც იტყვიან, გამეორება ცოდნის დედააო.


8. არ ღირს ქვაბში ზეთის ჩასხმა იმ მიზნით, რომ მაკარონი ერთმანეთს არ მიეკროს.


image
ამ მიზნით წყალში ზეთის დამატება აბსოლუტურად უსარგებლოა. უმჯობესია პერიოდულად მოვურიოთ ხოლმე მაკარონს და ვაკონტროლოთ ხარშვის დრო.


9. მნიშვნელოვანია ქვაბის ტიპი
image

სპაგეტის მოსამზადებლად გამოიყენეთ ვიწრო ქვაბი.

10. მაკარონის ნახარში წყალი არ ჩააქციოთ ნიჟარაში

ნახარში შეიძლება დაგჭირდეთ ისევ მაკარონზე დასამატებლად - რათა პასტა ზედმეტად არ გამოშრეს. გარდა ამისა, მაკარონის ნახარში შეიცავს მინერალებსა და სახამებელს და შეიძლება გამოიყენოთ მცენარეების მოსარწყავად.


აქვე იხილეთ სხვა შეცდომები, რომლებსაც მაკარონის მოხარშვის დროს ბევრი უშვებს.

ასევე გაითვლისწინეთ:

1. თეთრი ბალი უფრო სასარგებლოა თუ წითელი? - ის, რასაც ბევრი არ ითვალისწინებს!

image

2. რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი - საიდუმლო, რომელიც ბევრმა არ იცის!

image

3. უნდა მივირთვათ თუ არა შემწვარი ქათმის კანი - ამ შეცდომას ბევრი უშვებს!

image

4. შეცდომა, რომელსაც კარტოფილის პიურეს მომზადებისას ვუშვებთ - ამაზე ნამდვილად არ გიფიქრიათ!

image

5. შეცდომა, რომელსაც ერბოკვერცხის მომზადებისას ვუშვებთ

image

6. შეცდომა, რომელსაც კარტოფილის შეწვის დროს ვუშვებთ - გაითვალისწინეთ!

image

7. როგორ განვასხვავოთ ნამდვილი და ფხვნილზე დამზადებული ყველი - დაიმახსოვრეთ და გაფრთხილდით!

image






0
8074
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
8074
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0