x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
შავი ჭირის ისტორია- (საშიში ინფექციური დაავადებები-ნაწ.3)
შავი ჭირი ყველაზე საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელიც კაცობრიობას გადახდა თავს. შავ ჭირს მეორენაირად უწოდებენ "ჭირის პანდემიას''. შავი ჭირი რამდენიმეჯერ დაატყდა თავს დედამიწას. თავდაპირველად ჩინეთში იფეთქა, შემდეგ ევროპაში და აფრიკაში.

imageეს დაავადება უსწრაფესად მოედო ჩინეთს და მონღოლეთს. სავარაუდოდ, იგი გობის უდაბნოში გაჩნდა მღრღნელებისა და ზაზუნების დახმარებით, კერძოდ კი, მათ რწყილში. იმ დროისთვის მღრღნელებისა და ზაზუნების ტყავი ძვირად ფასობდა, ასევე ზაზუნის ხორცი დელიკატესად ითვლებოდა, ამიტომ მონღოლელებმა ქარავნებით ევროპაში გასაყიდად შეიტანეს ზაზუნები, მაგრამ რას წარმოიდგენდნენ, რომ ეს 60 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს იმსხვერპლებდა.

imageსანამ პანდემია ევროპამდე მიაღწევდა, იგი გავრცელდა ინდოეთშიც. ჭირს აგრეთვე თან დაატარებდნენ მონღოლები აბრეშუმის დიდ გზაზე. მათ მალე ევროპაშიც მიაღწიეს. ევროპაში სხვადასხვა მიზეზების გამო, დაავადება ძალიან სწრაფად გავრცელდა. ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მან ძალიან სწრაფად დახოცა ევროპის მოსახლეობის 1/4 ნაწილი.

imageდაავადების დამახასიათებელი ნიშნებია: თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ციებ-ცხელება. შავი ჭირის მთავარი მანიშნებელი არის ჩირქიანი წყლულები, ე.წ. "ბუბონები".









სტატიის ავტორი: ანდრია თოფჩიძე.

0
907
1-ს მოსწონს
ავტორი:ანდრიაკო თოფჩიძე
ანდრიაკო თოფჩიძე
907
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0