x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
პირანიები - 13 საინტერესო ფაქტი, მკვლელი პირანიების შესახებ!

პირანიები - (პირანიასებრნი) მტაცებელი თევზების ოჯახი კობრისებრთა რიგისა. აქვთ ძლიერი ყბები და ბასრი კრიბელი. ოჯახში 3 გვარია. ბინადრობენ სამხრეთ ამერიკის მტკნარ წყალში. პირანიასებრთა დიდი ქარავნები თავს ესხმიან ნადავლს, მსხვერპლის სხეულიდან გლეჯენ ხორცს ნაკუწებად. ადამიანისათვის განსაკუთრებით საშიშია მსხვილ პირანიასებრთა 4 სახეობა, რომელთაგან ყველაზე მეტად ცნობილია 30 სმ-მდე სიგრძის ჩვეულებრივი პირანია (Rooseveltiella nattereri) და 60 სმ-მდე სიგრძის დიდი პირანია (Pygocentrus piraya). აკვარიუმში აგრესიულობას კარგავენ.


image



1. რუზველტი იყო პირველი პირი, რომლის ინიციატივით პირანიების პოპულაცია დაიწყო - 1913 წელს, რუზველტი გაემგზავრა სამხრეთ ამერიკაში, სადაც რამოდენიმე კვირის განმავლობაში აკვირდებოდა ცხოველთა და ფრინველთა ნაირსახეობას. დაბრუნების შემდეგ, მან დაწერა წიგნი, რომელშიც დეტალურად აღწერილი იყვნენ პირანიები. რუზველტი წერდა იმის შესახებ, რომ პირანიები დედამიწაზე ყველაზე საშინელი არსებები იყვნენ.


image



2. პირანიები მტკნარ წყლებში ბინადრობენ - ჰყავთ ძალიან ბევრი მონათესავე აკვარიუმის თევზი. ბუნებრივი ჰაბიტატი არის ამაზონის აუზი.


image



3. მსხვერპლის ხაფანგში მოსაქცევად, ზოგჯერ მშიშარა თევზის როლსაც ირგებენ - უმეტესად ჯოგებად ბინადრობენ, თუმცა არის მომენტი, როდესაც ერთ-ერთი მათგანი გამოერიყება ჯგუფს და მსხვერპლისთვის სატყუარას როლს თამაშობს.


image



4. იარაღის და სხვა საბრძოლო ნივთის დამზადებისას, ხშირად გამოიყენება პირანიის კბილები - პირანიებს ზვიგენების მსგავსად კბილები მალევე ეცვლებათ.


image



5. აღმოჩენილი ნამარხების თანახმად, პირანიები პრეისტორიულ არსებებს შორის მოიხსენიებიან. მათ 25 მილიონ წლიანი წარსული აქვთ - 2007 წელს ჩატარებულ კვლევების შედეგად დადგინდა, რომ პირანიები 9 მილიონი წლის წინ ატლატიკის რეგიონში ბინადრობდნენ, თუმცა წყლის ცვლილებიდან გამომდინარე საცხოვრებელ რეგიონად ამაზონის მხარე ანუ დღევანდელი სამხრეთ ამერიკა აირჩიეს.


image



6. ისინიც აღრაჭუნებენ კბილებს - პირანიებში კბილების ღრაჭუნი - "ბრძოლა სიკვდილამდე" -ს ნიშნავს. ამ მომენტში ისინი მსხვერპლს არ ეშვებიან და იწვევენ მაღალ სიხშირის ხმაურს, რითაც მსხვერპლი უფრო იბნევა.


image



7. ჭამენ თითქმის ყველაფერს, რასაც ხორცი აქვს!


image



8. თუ რომელიმე ცხოველი ან ფრინველი წყალში ჩავარდება, მათ საშველი არ ექნებათ, რადგან პირანიები, როგორც ყველაზე სწრაფი მტაცებლები, ადგილზე რამოდენიმე წამში ჩნდებიან - არ აქვს მნიშვნელობა არსების წონას და ზომას, პირანიები ჯგუფურად მოქმედებენ.


image



9. სხეულის ფერები უზრუნველყოფს კამუფლირებას - ვერცხლისფერი და წითელი ფერები, ტალახიან წყლებში უფრო მარტივად უზრუნველყოფენ კამუფლირებას. ამით თავისუფლდებიან იმ ვარიანტიდან, სადაც ისინი მსხვერპლად ითვლებიან.


image



10. ისინი მხოლოდ სისხლით არ იკვებებიან - როგორც გგონიათ, რომ პირანიები იკვებებიან მხოლოდ სისხლით - ეს ძალიან დიდი სისულელეა. ისინი ჩვეულებრივ მიირთმევენ მცენარეებსაც.


image



11. პირანიების კბილები ერთმანეთთან ურთიერთშეჭიდულია.


image



12. უყვართ ოჯახები - როგორც ცნობილია, პირანიებს ძალიან უყვართ საკუთარი ოჯახები, თუმცა თუ ძალიან მოშივდებათ სავარაუდოთ არც ოჯახის წევრებს დაინდობენ.


image



13. პირანიები ცოცხალ ადამიანებს არ ეკარებიან - ისინი ძირითადად გვამებით იკვებებიან. ფილმში ნანახი, ყოველთვის ფილმად რჩება, არცერთი არსებობა უმიზეზოდ ადამიანზე თავდასხმას არ ანხორციელებს.


image





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. NASA -მ სივრციდან დედამიწას უახლესი, შთამბეჭდავი ფოტოები გამოუგზავნა

2. ლიდს იუნაიტედს ახალი მფლობელი ჰყავს!

3. საკვები პროდუქტები, რომელიც მაისში აუცილებლად უნდა მივირთვათ!

4. ემიგრანტის შვილის ემოციური პოსტი, რომელსაც მთელი საქართველო კითხულობს!

5. ადამიანი პარალელურ სამყაროდან! მოვლენა, რომელსაც მეცნიერები დღემდე ვერ ხსნიან!

6. "დედა გთხოვ მაპატიე" - მანჩესტერის ტერაქტამდე რამოდენიმე საათის წინ!

7. იცოდით თუ არა ალუბლის ამ სასარგებლო თვისებების შესახებ?

0
1362
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0