x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508579
ვარშავაში, პოლონეთ-რუსეთის მატჩის წინ მასობრივი ჩხუბი მოხდა.


image












ვარშავაში, პოლონეთ-რუსეთის მატჩის წინ, რუსი ფანატების მარში არეულობით დამთავრდა. მოწინააღმდეგე გულშემატკივრებს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. პოლიციამ ჯერ ჰაერში გამაფრთხილებლად გაისროლა, მერე კი წყლის ჭავლი გამოიყენა და ათეულობით ადამიანი დააკავა. ეს ამბები ვარშავის “ნაციონალნი” სტადიონის სიახლოვეს, პონიატოვსკის ხიდთან მოხდა. თვითმხილველთა თქმით, სარბიელთან ათასამდე პოლიციელი, უამრავი სირენიანი ავტომობილი, შვეულმფრენი და რაღაც ჯავშანტრანსპორტიორის მაგვარი იდგა.
ვარშავის პრეზიდენტმა (ასე ჰქვია იქაურ მერს) ჰანა გრონკევიჩ-ვალტცმა განაცხადა, რომ თუ რუსული მარშის დროს პოლიტიკური ლოზუნგები გაიჟღერებდა, პოლიცია ადექვატურ ზომებს მიიღებდა. “რუსები ქალაქის მთავრობას შეპირდნენ, რომ სტადიონისკენ მსვლელობა პოლიტიკურ მანიფესტაციაში არ გადაიზრდებოდა, მაგრამ, გამოდის, რომ მოგვატყუეს”, - დასძინა პანი ჰანამ. სინამდვილეში, იქ იყო პუტინის, კგბ-ს და სტალინის (?!) საწინააღმდეგო შეძახილები. იქვე იყვნენ პოლონელი ფანებიც, რომლებიც ასევე გამომწვევად იქცეოდნენ. მალე ყველაფერი აირია, 5-6-კაციანი ჯგუფები ერთმანეთს უმოწყალოდ სცემდნენ. დაახლოებით ნახევარ საათში დავიდარაბა მიწყნარდა. ხოლო პოლონეთ-რუსეთის შეხვედრა 1:1 დამთავრდა. ეტყობა, ამ ფრემ ორივე მხარის ამბიცია დააკმაყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ნამატჩევს არეულობის შესახებ აღარაფერი გაგვიგია.

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:JANO
JANO
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0