x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
12 ფართოდ გავრცელებული «ფაქტი», რომელიც რეალობას არ შეესაბამება

image


1. მეზღვაურები წარსულში ნავიგაციისთვის პოლარულ ვარსკვლავს იმიტომ კი არ იყენებდნენ, რომ ყველაზე კაშკაშა არის, არამედ იმიტომ, რომ ის ერთადერთი ვარსკვლავია, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში, გაუნძრევლად მოჩანს.
2. თავისი არსებობის ბოლოს (დაახლოებით, 4 მლრდ წლის შემდეგ), მზე არ აფეთქდება, როგორც ყველა ფიქრობს, არამედ, თანდათანობით გაფართოვდება, წითელ გიგანტად გარდაიქმნება და დედამიწას შთანთქავს.
3. სკოლაში გვასწავლეს, რომ ნივთიერება 3 აგრეგატულ მდგომარეობაში შეიძლება იყოს. სინამდვილეში, მდგომარეობა, რომელშიც ნივთიერება შეიძლება იყოს ოთხია: მყარი, თხევადი, აირისებრი და პლაზმა.
4. მიუხედავად იმისა, რომ გრავიტაციას შევიგრძნობთ, როგორც ძალას, «რომელიც საგნებს დედამიწისკე იზიდავს», სინამდვილეში, ის არ «იზიდავს». უფრო სწორი იქნება იმის თქმა, რომ გრავიტაცია ობიექტს იწოვს, ამასთან, ამას ყველა მიმართულებით და ყველა განზომილებაში აკეთებს.
5. ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, სახლის ქინქლები მხოლოდ 1 დღე ცოცხლობენ. მაგრამ, ეს ასე არ არის. თუ მას ობობა ან კატა არ შეჭამს, შეუძლია 1 თვეც იცოცხლოს.
6. მუხლუხა ტეკილას ბოთლში — ხარისხის მაჩვენებელი კი არა, სარეკლამო ხრიკია. მესკალის (ესპ. mezcal – ტრადიციული მექსიკური სასმელი) ზოგიერთ სახეობაში, 1940 წლიდან, მუხლუხას ათავსებენ, «სასმელის ხარისხის ხაზგასასმელად». სინამდვილეში, ამ სასმელის ხარისხი არაფრით განსხვავდება იგივე სასმელისგან, «ჭიის» გარეშე.

მუხლუხები სპეციალურად გამოჰყავთ აგავას შეუწამლავ მცენარეებში. შემდეგ, ყველანაირ სტერილიზაციას უტარებენ და მხოლოდ ამის შემდეგ ათავსებენ ბოთლებში. მას არც სარგებლობის და არც ზიანის მოტანა არ შეუძლია.
7. ფილმის რეჟისორები გამუდმებით გვარწმუნებენ, რომ «სიმართლის შრატი», ისეთი როგორიც ნატრიუმის ამიტალი არის, ადამიანს ტყუილის თქმის უნარს აკარგვინებს. მაგრამ, ეს ასე არ არის. ის მხოლოდ ადამიანის ალაპარაკების ეფექტს იძლევა. გარდა ამისა, შრატის მოქმედების ქვეშ, ადამიანი უფრო გულახდილი ხდება. თუმცა, ტყუილის თქმის საშუალებაც აქვს.
8. ყველა ფიქრობს, რომ რადგან მერკური ყველაზე ახლოს არის მზესთან, იქ ყველაზე მეტად ცხელა. მაგრამ, ეს ასე არ არის: მის ზედაპირზე საშუალო ტემპერატურა 430°C ტოლია, მაშინ როდესაც ვენერაზე, ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი 462°C-ის ტოლია. რაც მას ყველაზე ცხელ პლანეტად აქცევს მზის სისტემის პლანეტებს შორის.
9. არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ ალბერტ აინშტაინი სკოლაში ცუდად სწავლობდა და განსაკუთრებით მათემატიკა უჭირდა. რაც სრულიად არ შეეფერება სინამდვილეს. მეცნიერმა ერთხელ თავადვე აღნიშნა, რომ დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვა ჯერ კიდევ მანამდე აითვისა, ვიდრე 15 წლის გახდებოდა.

ეს კი ალბერტ აინშტაინის ატესტატი არის (შეფასების სისტემა 6 ქულიანია):

image
10. ამბობენ, რომ არ შეიძლება მთვარეულის გაღვიძება, რადგან მას შეიძლება გულის შეტევა დაემართოს. სინამდვილეში, გაღვიძება არანაირად არ ავნებს მას. უფრო პირიქით, შესაძლებელია, თქვენ ის უნებლიე თვითდაზიანებისგანაც კი გადაარჩინოთ.
11. სირაქლემები არ მალავენ თავს ქვიშაში, როდესაც ეშინიათ. ეს ფრინველები როდესაც საფრთხეს გრძნობენ, მიწაზე ვარდებიან და თავს იმკვდარუნებენ.
12. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ფილმი არსებობს კოსმოსზე, რომელშიც საფრენი აპარატები და სხვა ობიექტები ფეთქდება და იწვის, რეალურად ეს შეუძლებელია. იმისთვის რომ რამე დაიწვას, ჰაერი არის საჭირო — ჟანგბადის გარეშე, ცეცხლი ვერ გაჩნდება.

2
296
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
296
  
2017, 30 მაისი, 20:55
მადლობა,
2017, 30 მაისი, 17:47
სუპერ
0 1 2