x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მოაშორეთ ბუზები თქვენს სახლს სამუდამოდ - უსაფრთხო და ბუნებრივი მეთოდი
image
ზაფხული საოცარი დროა - შვებულების, არდადეგების, ახალი, გემრიელი ხილის და ბოსტნეულის. მაგრამ მას თან უსიამოვნებებიც ახლავს. როგორც კი დათბება, მაშინვე იწყება მწერების ზუზუნ-ბზუილი. ყველა მხრიდან მოძვრებიან და თავს გვაბეზრებენ. საკმარისია გავაღოთ ფანჯარა და მაშინვე იქ გაჩნდებიან. განსაკუთრებით ბუზები. ისინი სახლში უამრავ პრობლემას გვიქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ არ იკბინებიან, გვევლინებიან მრავალგვარი დაავადების და სიბინძურის გადამტანებად. მათ ხშირად ვერ ვხოცავთ, რადგან ისეთი ჭერი ან კედლები გვაქვს, რომელზეც აჩნდება მათი კვალი, ამიტომ გვირჩევია სახლიდან გავყაროთ. არსებობს მათთან ბრძოლის ქიმიური საშუალებებიც, მაგრამ ისინი საზიანოა ჩვენთვის და ჩვენი ბავშვებისთვის. გთავაზობთ უწყინარ და ძალიან ეფექტურ მეთოდს, რომელიც დაგვეხმარებათ სახლიდან მოვიშოროთ ისინი.image

ბუზების მასაშორებლად თქვენ დაგჭირდებათ:

გამჭვირვალე ცელოფანის პარკი (ცოტა მაგარი)

4 ლითონის ჩვეულებრივი მონეტა


თოკი

როგორ გამოვიყენოთ:

გაავსეთ ნახევრამდე ცელოფანი წყლით, ჩაყარეთ შიგნით მონეტები, მოუკარით თავი თოკით ძალიან მაგრად, და ჩამოკიდეთ. თუ კარი ხშირად გაქვთ ღია, ჩამოკიდეთ პირდაპირ შემოსასვლელთან, ან ფანჯრის თავზე. ასევე შეიძლება აივანზე დავკიდოთ და მშვიდად გავატაროთ იქ საღამოები.image

ბევრი, ვინც უკვე გამოსცადა ეს მეთოდი, კმაყოფილია, ისინი თვლიან, რომ პარკში ჩასხმული წყლი შუქს აირეკლავს და ბუზს ობობის ქსელს აგონებს, რისაც ბუზებს ძალიან ეშინიათ, მასში ჩაყრილი მონეტები კი მტაცებლების ასოციაციას ქმნიან და გაურბიან.

სხვები თვლიან, რომ წყლიანი პარკის გვერდით ფრენისას, ოთახში დიდ სივრცეს ხედავენ, რადგან მათ რთული, განსხვავებული მხედველობის ორგანოები აქვთ. წყლის მოძრაობის და ფორმის გამოსახულება აფრთხობს მათ და მიფრინავენ. ამ ფაქტს სამეცნიერო ახსნა ჯერჯერობით არ აქვს, მაგრამ ვინც გააკეთა, ამბობს რომ შველის. შეგიძლიათ სცადოთ, თანაც არც დიდ ძალისხმევას მოითხოვს და არც მნიშვნელოვან დანახარჯებს. image





8 სუნი რომლისაც კოღოებს ეშინიათ



გათავისუფლდი ოფლიანობისგან- ძლიერმოქმედი და იაფი-დაამზადე თვითონ!



ყველაზე უჩვეულო ოჯახური წყვილები(+ ვიდეო)



პროდუქტები, რისი ჭამაც სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოთ









0
9677
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
9677