x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134498
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508559
«ჯიბრზე სახლი» — ადამიანის მავნებლობის ძეგლი

image

image

ინგლისურ ენაში არის ტერმინი «spite (ბრაზი, ღვარძლი, სიბოროტე) house» — «ბოროტების სახლი». ასეთი სახლებს სპეციალურად აშენებდნენ, რომ სხვებისთვის ნერვები მოეშალათ — მეზობლებისთვის მზეის სხივები შეეზღუდვის, გასასვლელის ჩაკეტვის ან ხედის დაფუჭების მიზნით. ამიტომ, ეს ქართულად, ასეთი სახლები, «ბოროტების» კი არა, უფრო «ჯიბრზე სახლს» ნიშნავს.
სხვის ჯიბრზე აშენებულ სახლში, კომფორტულად ცხოვრება მეორეხარისხოვანი არის და ამიტომ, არქიტექტურის მსგავსი «შედევრი», მსუბუქად რომ ვთქვათ, მეტისმეტად უცნაურად გამოიყურება. ასეთ სახლებს შორის, ყველაზე ცნობილი — რიჩარდსონის სახლი არის, ნიუ იორკში. სახლი ჯოზეფ რიჩარდსონმა 1882 წელს ააშენა. ის, იმ პერიოდში, მიწის ვიწრო ნაკვეთს ფლობდა, ხოლო ამ ნაკვეთის მეზობლად, ჰაიმან სარნერის ნაკვეთი მდებარეობდა, რომელმაც მას 1000 დოლარი შესთავაზა მისი სანაცვლოდ. ჯოზეფს ასე იაფად არ უნდოდა მიწის გაყიდვა და 5000 დოლარი მოითხოვა. შეთანხმება არ შედგა და გაბრაზებულმა ჯოზეფმა, უსიამოვნება რომ მიეყენებინა ჰაიმანისთვის, ჯიბრზე, წვრილ მიწის ზოლზე სახლი ააშენა, რომლის სიგრძე 32 მ. იყო, ხოლო სიგანე… 1, 5 მ! სახლში 8 ბინა არის, მაგრამ სინამდვილეში, იქ არასდროს არავის უცხოვრია.

image

image

image

1914 წელს ქ. სარაევოს (დღეს, ბოსნია და ჰერცეგოვინას დედაქალაქი) აღების შემდეგ, ავსტრო–უნგრელებმა, ძველ ქალაქში, მერიის და ბიბლიოთეკის აშენება გადაწყვიტეს. მათ მიერ მოწონებულ მიწის ნაკვეთზე უკვე იდგა სახლი, რომელიც ახალი ხელისუფლების აზრით, ქალაქის სახეს ამახინჯებდა. ამასთან, სახლის პატრონს იქიდან გადასვლა არ უნდოდა. მას ჯერ ფული შესთავაზეს, მაგრამ როდესაც ყველანაირ შეთავაზებაზე უარი თქვა, სახლი იძულებით დაატოვებინეს. ხელისუფლებაზე გაბრაზებულმა ყოფილმა მეპატრონემ, სახლის «ტელეპორტაცია» მოახდინა და ჯიბრზე, მდინარის მეორე ნაპირზე, ზუსტად ისეთივე სახლი ააშენა. დღეს ამ სახლში რესტორანი «Inat Kuća» («ბრაზის სახლი») ფუნქციონირებს.

imageსაკუთრების გამოყენებით, სხვებისთვის ნერვების მოშლის სხვა ისტორიებიც არსებობს:

1985 წელს ქ. სანრაიზის (ფლორიდის შტატი, აშშ) მუნიცეპალიტეტმა, ერთი კომერციული ფირმის მფლობელი რამდენჯერმე დააჯარიმა, იმის გამო, რომ კომპანიის სატვირთო მანქანის პარკირებისთვის, ღამის საათებში, საკუთარი სახლის წინ მდებარე ადგილს იყენებდა. ქალაქის მერისთვის სამაგიერო რომ გადაეხადა, კომერსანტმა სახლი კაშკაშა ვარდისფრად შეღება.

მსგავსი ისტორია ჯორჯიის შტატშიც მოხდა. ერთ-ერთი ქალაქის მერიამ, სტენ პაიკს თავისი სახლისთვის მომრგვალებული პარმაღის მიშენებაზე უარი უთხრა. გაბრაზებულმა სტენმა საკუთარი სახლი მწვანედ შეღება და იასამნისფერი კოპლები დაახატა.

0
1243
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0