x
image
t.x.
გათავისუფლდი ოფლიანობისგან- ძლიერმოქმედი და იაფი-დაამზადე თვითონ!

imageროგორი დახვეწილი და ქალურიც არ უნდა იყოთ, როგორ გულდასმითაც არ უნდა იცავდეთ პირადი ჰიგიენის წესებს, ოფლიანობისგან დაცული მაინც ვერ იქნებით. გამორჩეული, გლამურული ქალბატონის სახეს კი მერწმუნეთ, გამოსველებული იღლიები და ოფლის სუნი ნამდვილად არ შეესაბამება. და მაინც, ცხელი ზაფხულის დღეებში ჩვენი ორგანიზმი გარკვეულწილად რეაგირებს. ანტისეპტიკური დეოდორანტები კი ყოველთვის ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას.სულ უბრალო, ყველასათვის ხელმისაწვდომი პროცედურის ჩატარებით კი შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო სუნი და უხერხული სიტუაცია. imageროგორ გავთავისუფლდეთ ოფლისგან

ინგრედიენტები:

1 ლიტრი წყალი; 30 გრამი გვირილა; 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა;imageმომზადება:

ავადუღოთ წყალი მომინანქრებულ (ემალის) თასში, ჩავყაროთ მასში გვირილა (არ აქვს მნიშვნელობა ის მშრალი, ანუ გამხმარი იქნება თუ ნედლი), მაშინვე გადმოვდგათ ცეცხლიდან და ვაცალოთ გაცივება. გადავწუროთ ეს ნარევი, რომ მცენარე არ გაჰყვეს. ნაყენს დავამათოთ სოდა და კარგად მოვურიოთ. გამოვისვათ იღლიებში ეს სითხე ორჯერ დღეში. ხსნარი შევინახოთ მაცივარში არა უმეტეს ერთი კვირისა.imageის აუცილებლად გიხსნით ოფლისგან და უხერხული სიტუაციისგან.

თუმცა ეს ყველაფერი როდია, ოფლიანობას შეიძლება ჩვენი ცხოვრების წესითაც ვებრძოლოთ. ზაფხულში, ცხელ დღეებში თავი შევიკავოთ ხელოვნური ქსოვილის სამოსისაგან, ჩავიცვათ ბამბის პერანგები და თეთრეული, მოვერიდოთ ცხარე და ტკბილ საკვებს, მძაფრსუნიანი საჭმელისგანაც თავი შევიკავოთ, მაგ. ნივრისგან, რადგან ის ოფლის სუნს ამძაფრებს.

თუ ფეხები გეოფლებათ, ჩაიცვით ბამბის წინდა, გამოიცვალეთ ყოველდღე. თუ გადაწყვეტთ ფეხის დეოდორანტის ხმარებას, არ მიისხუროთ თითებს შორის და დაიბანეთ ჩაის მუქი ფერის ნაყენით.image

8 სუნი რომლისაც კოღოებს ეშინიათ

ბლინები ფქვილის გარეშე - უბრალოდ პირში დნება!

ყველაზე მოდური ფეხსაცმელი ტოპ-10 (+ საჭირო რჩევები, ბროგები, მიულები თუ ოქსფორდები?)

სასწაულმოქმედი და იაფი მალამო E ვიტამინით - დარჩით მუდამ ახალგაზრდა!

0
2856
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
2856