x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ინდოეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ შეძრა მსოფლიო ( + ფოტო და ვიდეო )
imageსაშინელი ტრაგედია დატრიალდა ინდოეთში, მაგრამ კიდევ უფრო ემოციური და სულისშემძვრელი გახდა საზოგადოებისთვის სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები და ვიდეო მასალა, სადაც მცირეწლოვანი ჩვილი ცდილობს აწ უკვე გარდაცვლილი დედისგან ძუძუ ჭამოს. უბედური შემთხვევა, როგორც წყარო წერს გასულ ღამეს მოხდა, თუმცა დღემდე არკვევს ადგილობრივი პოლიცია გარდაცვლილი ახალგაზრდა დედის გარდაცვალების მიზეზს.imageimageატირებული ბავშვი მკვდარი დედის სხეულზე გადამხობილი იპოვეს
შემთხვევა დამოს რაიონში სარკინიგზო ხაზთან ახლოს მოხდა. ბავშვი პოლიციის განყოფილეილებიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად.როგორც დამოს პოლიციის განყოფილების უფროსი Madhya Pradesh აცხადებს, - "ეს ტრაგიკული მომენტი, როდესაც ატირებული 17 თვის ბიჭი ცდილობდა გარდაცვლილი დედის რძე ეჭამა, რომელიც ვერც კი ხვდებოდა, რომ დედა გარდაცვლილი იყო, სულის შემძვრელი და ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარიმომენტია"...

ტრაგიკულ შემთხვევას ჰყავს თვითმხილველი 27 წლის Monu Balmiki, რომელიც ამბობს, რომ უბედური შემთხვევა მას შემდეგ შეამჩნია, როცა ჩვილის ტირილი შემოესმა. სწორედ მან შეატყობინა პოლიციას მომხდარი: – " როდესაც მივუახლოვდი, დავინახე, როგორ ცდილობდა ატირებული პატარა მკვდარი დედის ძუძუს წოვას. ფაქტმა შემზარა და მეც ავქვითინდი".

იგივეს საუბრობს პოლიციის მაიორი Nand Ram.

ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება მომხდარზე, თუ სად ცხოვრობენ ოჯახის წევრები, რათა მოახდინონ მათი ინფორმირება. შესაბამისად უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი პოლიციისთვის, როდესაც მოხდება ოჯახის წევრების დაკითხვა.


რაც შეეხება მცირეწლოვანს, ბავშვი პედიატრების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და შესაბამის მკურნალობას გადის - წერს DailyMail.


0
721
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
721
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0