x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
5 უგემრიელესი დაბალკალორიული დესერტი, რომელიც პირში დნება და ზაფხულს გაგიხალისებთ
image
ხაჭოს ნაყინი ატმით-ნამდვილი საოცრებაა!

100გრამი შეიცავს: 102კ.კალ. ცილა-6, ცხიმი-3, ნახშირწყლები-15,

ინგრედიენტები:

159გ. უცხიმო ხაჭო, 4-5 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი, 2 ბანანი, 1 ატამი(ან სხვა სეზონური ხილი), 1 ს.კოვზი თაფლი(თუ ტკბილი გინდათ).


მომზადება:

ავდღვიბოთ ხაჭო და იოგურტი ერთად ბლენდერში. თუ ხაჭო ძალიან რბილი არ არის, წინასწარ გავხეხოთ საცერის ბადეზე, რომ კრემის მსგავსი კონსინსტეციის იყოს. დავამატოთ ბანანი და თაფლი გემოვნებით და ისევ ავდღვიბოთ. დავჭრათ ატამი წვრილად და ავურიოთ ხაჭოს მასაში. ჩავასხათ ფორმებში და შევდოთ მაცივარში 3 საათით.image

ხაჭოს კანფეტები

100 გრამი - 230.12 კ.კალორია. ცილა-14.6, ცხიმი-8.65, ნახშირწყლები-25.8

ინგრედიენტები:

ხაჭო 9% იანი, -300 გ. "პეჩენია"-150 გ. თხილეული-50 გ. შაქრის შემცვლელი გემოვნებით, შეიძლება დავამატოთ კაკაოც. შოკოლადი, დარიჩინი, ყაყაჩოს თესლი მოსაყრელად.

მომზადება:

ხაჭო გავწუროთ და დავაბლენდეროთ ან უბრალოდ ავსრისოთ ჩანგლით. ავურიოთ შაქრის შემცვლელი გემოვნებით დავამატოთ წვრილად დაფშვნილი პეჩენია, დაჭრილი თხილი და მოვზილოთ ფაფისებურ, ერთგვაროვან მასად. მივცეთ ფორმა (მრგვალი ან მოგრძო) და ამოვავლოთ შოკოლადში. გავაცივოთ მაცივარში 1 სთ-ით.image


დიეტური ტორტი ხაჭოსა და ყაყაჩოსგან

100 გრამი - 105.14 კ. კალორია. ცილა-10, 54 ცხიმი - 5.26 ნახშირწყლები-3.34

ინგრედიენტები:

უცხიმო ხაჭო - 300 გ. 6 კვერცხი, 6 სუფრის კოვზი შვრიის ან ხორბლის ფანტელი, ყაყაჩო 30 გ.(ყაყაჩოს ნაცვლად შეგვიძლია სხვა მარცვლეული გამოვიყენოთ გემოვნების მიხედვით. მაგ: სეზამი ან სელის თესლი). 1 ჭიქა უცხიმო რძე, სტევია.

(შეგახსენებთ, სტევია ეს არის მცენარე, რომელსაც ტკბილი ფოთლები აქვს და შაქრის ნაცვლად იხმარება. აფთიაქში იყიდება მისი ფხვნილი. არის დაბალკალორიული და ჯანსაღი).

მომზადება:

სამი კვერცხი ავდღვიბოთ კარგად 5 წთ მაინც. ყაყაჩო და ფანტელები ავურიოთ ცალკე და დავაყაროთ კვერცხს. დავამატოთ სტევია და ავურიოთ. მიღებული მასის 1/3 გადმოვიღოთ ქაღალდდაფენილ ტაფაზე და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 7-8 წთ-ის განმავლობაში. ასე დანარჩენიც. (შეგიძლიათ ერთად გამოაცხოთ და დაჭრათ)

ჭიქა რძე და 2 კვერცხის გული ავდღვიბოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნელ ცეცხლზე მოვადუღოთ და გამუდმებით ვურიოთ. დავამატოთ გამოწურული ლიმონის წვენი და გახეხილი ცედრა თან ვურიოთ, მოვხარშოთ 10წთ. გავაცივოთ.

ხაჭო ავდღვიბოთ ბლენდერში, ავურიოთ კრემი და სტევია, გავხადოთ არაჟნის სისქის. წავუსვათ ბისკვიტს უხვად და შევდოთ მაცივარში მთელი ღამით.image


ხაჭოს ნამცხვარი შავი მოცხარით(სმაროდინა)

100გ - 112 კ. კალ.

ცილა-14 ცხიმი-3 ნახშირწყლები-6

ინგრედიენტები:

უცხიმო ხაჭო - 400გ. 2 კვერცხი, შვრიის ფქვილი - 2ს.კოვზი, შავი მოცხარი 100 გ. დამატკბობელი გემოვნებით.

წინასწარ გავაცხელოთ ღუმელი 200 გრადუსზე. მოცხარი თუ საყინულეში გვაქვს, გამოვიღოთ და გავფინოთ ტილოზე, რომ გადნეს და შეშრეს. ავდღვიბოთ ხაჭო, კვერცხი და დამატკბობელი, მივამატოთ ფქვილი და ავურიოთ. გადმოვიღოთ ქაღალდდაფენილ ფორმაში დავალააგოთ ზემოდან მოცხარის მარცვლები და გამოვაცხოთ 35-40 წუთი.image


ხაჭო-შოკოლადის პუდინგი

100 გრამი - 168.72 კ.კალ.

ცილა-14.18, ცხიმი - 8.9 ნახშირწყლები-7.89

ინგრედიენტები:

რძე-200 გ. ხაჭო 400 გ. დაფხვნილი შოკოლადი ან კაკაო -120გ. შაქრის შემცვლელი გემოვნებით.

ყველაფერი მოვათავსოთ ერთად ბლენდერში და ავდღვიბოთ ძალიან კარგად. შევდოთ მაცივარში და გავაცივოთ. image


გემრიელად მიირთვით!


თურმე ერბო-კვერცხს შეცდომით ვამზადებდით - ამერიკელი შეფ-მზარეულის რჩევა

უახლესი საკვები რომელიც გურმანებს ძალიან მოსწონთ

გაოცდებით! რომელი მცენარეული საკვები არ უნდა მივიღოთ მარხვისას(შაქარი, წვენები, ღვინო...)

მოამზადეთ შაურმა სახლში. სამი უგემრიელესი რეცეპტი

ბლინები ფქვილის გარეშე - უბრალოდ პირში დნება!

0
924
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
924