x
image
alex999
Mediator image
აუტიზმით დაავადებული ბავშვი და პოლიციელი - ფოტო, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო!
პოლიციელი, სახელად კრის სკოტი, პატრულირებაზე იყო გასული მაშინ, როდესაც მან ნახა პატარა ბავშვი, რომელიც ძირს იჯდა. სკოტი ბავშვთან მივიდა და იქვე ჩაცუცქდა, ამით მან დაამტკიცა, რომ ყველა ბავშვი ძალიან ძვირფასია. სამოყვარულო კამერით გადაღებულ ვიდეომ, მალევე მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა.


image


კეისონ ბელერი თავდაპირველად ისე იქცეოდა, როგორც ყველა ჩვეულებრივი ბავშვი, თუმცა მოგვიანებით მისახვედრი გახდა, რომ ის სხვებისგან განსხვავდებოდა. მან 1 წლის ასაკში ცოცვა, ხოლო 2 წლის ასაკში თავისუფლად სიარული დაიწყო. დღეს კეისონი 9 წლისაა და საკმაოდ ბედნიერია, მაგრამ ერთი პრობლემა აქვს... ის არ ლაპარაკობს!


ბავშვში აუტისტიკური სპეკტრის მოშლილობა შეინიშნება. გასულ თვეში ერთ-ერთი პროფესორი ცდილობდა კეისონის დახმარებას, მას სურდა ბავშვისთვის ეს დაავადება მოეცილებინა. ერთ დღესაც კლინიკიდან გამოსვლისას ის პარკთან ახლომახლოს მიწაზე ჩამოჯდა, აი ზუსტად ამ დროს შემთხვევით გამოჩნდა პოლიციელი კრის სკოტი.



image


სკოტი აუტიზმით დაავადებულ ბავშვს მიუჯდა გვერდით. ბავშვის ყურადღება ძველ ბროშურამ მიიქცია, რომელსაც პოლიციელი "ბედნიერების სიმბოლოდ" ყოველთვის თან ატარებდა. როდესაც პოლიციელი მიხვდა, რომ ბავშვი აუტიზმით იყო დაავადებული, მას ბროშურა აჩუქა, რითაც პატარა ბიჭუნა ძალიან გამხიარულდა.


როდესაც ბიჭუნა დამშვიდდა და კარგ ხასითზე მოვიდა, პოლიციელმა ჰკითხა მას, იმის შესახებ, რომ მზად იყო თუ არა ის კლინიკაში შესასვლელად?... მომღიმარი სახით ბიჭუნამ თავი დაუქნია სკოტს და ერთად მიეშურნენ კლინიკისკენ.


image


დღეს როგორც ცნობილი გახდა, პატარა კეისონს სურს, რომ მომავალში გახდეს პოლიციელი და ასევე დაეხმაროს ყველა აუტიზმით დაავადებულ ბავშვს.




სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის სიანტერესო}


1. ლიდს იუნაიტედს ახალი მფლობელი ჰყავს!

2. NASA -მ სივრციდან დედამიწას უახლესი, შთამბეჭდავი ფოტოები გამოუგზავნა

3. ინდონეზიაში ჰომოსექსუალურ წყვილს გაამათრახებენ!!!

4. 6 უდანაშაულო ფოტო, რომლის უკან 6 საშინელი ისტორია იმალება!

5. საკვები პროდუქტები, რომელიც მაისში აუცილებლად უნდა მივირთვათ!

6. თუთა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

7. "6 დაკარგული სამყარო" - დედამიწაზე!

0
455
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
455
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0