x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პეტრე მელიქიშვილი... ეს საინტერესოა 11 :
image


პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი დაიბადა ქართველი კათოლიკეების ოჯახში. ქართველი ქიმიკოსი, თბილისის უნივერსიტეტის პირველი რექტორი( 1918 ) და ამავდროულად 1918 წლიდან 1927 წლამდე ორგანული ქიმიის კათედრის გამგე. სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტი (1927).


1868 წელს დაამთავრა ვაჟთა გიმნაზია. 1872 წლიდან სწავლობდა ოდესაში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე.

1873 წლიდან იყო ევროპაში, ეცნობოდა ლოთარ მაიერისა და იოჰანეს ვილიცენუსის ლაბორატორიებს და იქ მიმდინარე სამუშაოებს. 1881 წელს გახდა ქიმიის მაგისტრი ოდესის უნივერსიტეტში. 1885 წელს დოქტორი. ერთი წლით ადრე 1884 წელს დაწყებული საქმიანობა გააგრძელა, როგორც დოცენტმა, ხოლო სადოქტოროს დაცვის შემდეგ როგორც პროფესორმა.



პეტრე მელიქიშვილი იყო პირველი, რომელმაც მიიღო ორგანულ ნაერთთა კლასი, რომელთაც გლიციდმჟავები უწოდება. მან თავის მოსწავლე ლევ პიზარჟევსკისთან ერთად მიიღო ზოგიერთი ელემენტის ზემჟავები.


მელიქიშვილი იყო პირველი, რომელმაც მიიღო ამონიუმის ზეჟანგი და ნატრიუმის პერპობრატი. ივანე ჯავახიშვილთან ერთად პეტრე მელიქიშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა უნივერსიტეტის დაარსებაში.


1900 წელს მელიქიშვილმა ლევ პიზარჟევსკისთან ერთად მიიღო პეტერბურგის აკადემიის უმაღლესი ჯილდო. ლომონოსოვის პრემია მონოგრაფიისთვის, ზემჟავებისა და ზეჟანგების შესახებ, რომელიც 1899 წელს გამოსცა. ამ შრომას მაღლი შეფასება მისცა დიმიტრი მენდელეევმა, ხედავდა რა მასში საკუთარი სისტემის მტკიცე დასტურს.


1927 წელს პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტად.

0
161
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0