x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ დაიღუპა სინამდვილეში გენერალი ლებედი

image 2002 წელს კრასნოიარსკის მხარეში მოხდა საავიაციო კატასტროფა–ბუიბინსკის უღელტეხილზე ჩამოვარდა ვერტმფრენი. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა მხარის გუბერნატორი ალექსანდრე ლებედი მხარის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად.
დელეგაცია მიემართებოდა სამთო–სათხილამურო ტრასის გახსნაზე, მაგრამ ვერტმფრენმა დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია, ვერტმფრენმა დაკარგა მართვა და ჩამოვარდა. მხარის გუბერნატორი გენერალი ალექსანდრე ლებედი ჯერ კიდევ ცოცხალი იპოვეს ვერტმფრენის ნამსხვრევებში, მაგრამ მძიმე დაზიანებების გამო გენერალი მალევე გარდაიცვალა.
სკანდალური გენერლის გარდაცვალებისთანავე მასიური ინფორმაციის საშუალებებმა გენერლის დაღუპვის თაობაზე სხვადასხვა ვერსია გაავრცელეს. მთავარი ვერსია კი ვერტმფრენის პილოტების ცუდ მომზადებაზე იქნა გამახვილებული–ეკიპაჟის ორი წევრი, რომლებიც გადარჩნენ ვერტმფრენის ჩამოვარდნისას, გადასცეს სასამართლოს.
თუმცა ორივე პილოტი დღემდე უარყოფს ვერტმფრენის მართვაში რაიმე შეცდომის დაშვებას.
ერთერთ ვერსიად განიხილებოდა აგრეთვე ცუდი ამინდით გამოწვეული ცუდი ხილვადობა და ვერტმფრენზე საფრენი რუქის არარსებობა.
ადანაშაულებდნენ ასევე დაღუპულ გენერალს, რომელმაც თითქოს უბრძანა ეკიპაჟს ცუდი ხილვადობის პირობებში აფრენილიყვნენ და აფრენის მერე კი თითქოს მისი ბრძანებით შეცვალა ეკიპაჟმა ფრენის კურსი.
ასევე ფართო გამოხმაურება მოჰყვა ვერსიას დივერსიაზე, რასაც უკავშირებდნენ სკანდალური გენერლის პოლიტიკურ საქმიანობას.
პოლიტიკაში ლებედს მართლაც გააჩნდა საკმაოდ დიდი წონა. ყოფილი სამხედრო პოლიტიკაშიც მომთხოვნი, მობილიზებული და დისციპლინის მომხრე იყო. გენერალს, სადაც კი უმუშავია ყველგან პატივისცემით ეპყრობოდნენ. ლებედი პოლიტიკაში 90–იან წლებში მოვიდა, გენერალი სიცოცხლეში დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ჯილდოებით. 1996 წელს კი საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად იქნა წარდგენილი.
1998 წელს ალექსანდრე ლებედი გახდა კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორი–მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. არავინ იცის როგორ წარიმართებოდა ყოფილი სამხედროს კარიერა და ცხოვრება, რომ არა ეს ტრაგიკული კატასტროფა.
გუბერნატორის პოსტზე მოსვლისთანავე ლებედმა სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა "ჩრდილოვან ეკონომიკას", რესურსებით უმდიდრეს მხარეში მოკალათებულ კრიმინალებს და მხარის ადმინისტრაციაშიც მალევე დაამყარა სრული წესრიგი.
გენერლის დაღუპვიდან მალევე "ГРУ"–ს (მთავარი სადაზვერვო სამმართველო რუსეთში) ყოფილმა ოფიცრებმა ლებედის გარემოცვიდან, ჩაატარეს დამოუკიდებელი გამოძიება და გამოიტანეს დასკვნა, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნა არ იყო შემთხვევითი, ვერტმფრენის ხრახნის ფრთაზე აღმოჩენილი იქნა ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი და ფეთქებადი ნივთიერების მცირე ნაწილაკებიც.
ასე იყო რეალურად თუ არა არავინ იცის, რადგან ოფიცრების კერძო გამოძიებას სახელმწიფოს მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია და ამ ვერსიის ოფიციალური დადასტურება არ მომხდარა.
ვერტმფრენის "შავი ყუთის" გაშიფრვისას ექსპერტიზამ უარყო გავრცელებული ვერსია, ლებედის მიერ ვერტმფრენის პილოტებისათვის ბრძანების გაცემაზე–კურსის შესაცვლელად.
ჩანაწერებში არსად არ ფიგურირებს ლებედის ხმა, რამაც მოხსნა ვერსია ლებედის მიერ ვერტმფრენის ეკიპაჟისათვის ბრძანების გაცემაზე–კურსის შესაცვლელად.
ჩანაწერებში ისმის მხოლოდ ვერტმფრენის ეკიპაჟის საუბარი საავიაციო–სადისპეტჩერო სამსახურთან.


რატომ და ვინ მოკლა გენერალი ლევ როხლინი









0
1725
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1725
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0