x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"მანენეს" ფესტივალი ინდონეზიაში, რა დროსაც თორაჯის ტომის წევრები მიცვალებულებს ამოასვენებენ საფლავებიდან რათა ახალ ტანსაცმელში გამოაწყონ

image ინდონეზიაში ცხოვრობს თორაჯის ტომი, რომელიც დღემ დე ინახავს და ასრულებს ერთ მეტად უცნაურ ტრადიციას: მიცვალებულების პატივისცემის ნიშნად მიცვალებულებს ამოასვენებენ საფლავებიდან და ახალი ტანსაცმლით მოსავენ. ამ ტომის ხალხი სამ წელიწადში ერთხელ თორაჯის ტომი წევრები სულავესის კუნძულიდან ამოასვენებ ენ მიცვალებულებს, წმენდენ მათ და ახალი ტანსაცმლით მოსავენ.
ამ რიტუალს, რომელსაც ფესტივალის სახე მისცეს ადგილობრივები "მანენეს" ეძახიან და ამ პერიოდში პესტივალზე ათასობით ტურისტი ჩადის, ტომის წევრები მიცვალებულებთან ერთად პოზირებენ და სურათებს იღებენ.
ეს ტრადიცია, რომელიც ითარგმნება როგორც "მიცვალებულების გვამების გაწმენდა", დაახლოებით 100 წლისაა.
დასაფლავება–ესაა ერთერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა ტანა თორაჯის მთიან ადგილზე მცხოვრები თორაჯის ტომის ცხოვრებაში.
ამ ტომის ხალხი მთელი ცხოვრება აგროვებს ფულს, რათა მისი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ღირსეული დასაფლავება მოუწყონ მას.
ხანდახან მიცვალებულს რამდენიმე კვირის, იშვიათად კი მთელი წლის გასვლის მერე ასაფლავებენ, რათა მანამდე ფული შეაგროვონ და მიცვალებული პომპეზურობით დაკრძალონ.
ამ ტომის ხალხი მიცვალებულის დაკრძალვისას გამოთხოვების ცერემონიას არ აწყობს. როცა მიცვალებული მოხუცია მას ახვევენ რამდენიმე ფენად სქელი ქსოვილის ნაჭერში, რითაც გვამის გაფუჭებას აფერხებენ დიდი ხნით, მიწაც სპეციფიური შემადგენლობისაა კუნძულ სულავესზე და გვამი დიდხანს იინახება.
დაკრძალვის მერე ყოველ მესამე წელს ამოასვენებ ენ გვამს, წმენდენ ახალ ტანსაცმელს აცმევენ და ნათესავებს აჩვენებენ.
საშუალო და ახალგაზრდა ასაკის მიცვალებულებს კი ჩვეულებრივად მიცვალებულის სასახლით ასაფლავებენ.
"მანენეს" ფესტივალის ერთერთი მნიშვნელოვანი ელემენტი მიცვალებულების სასახლეების შეცვლა და შეკეთებაა.
თორაჯის ტომი ცხოვრობს მაღალმთიან კუნძულ სულავესზე ინდონეზიაში. ეს ადგილი ძნელად მისასვლელ ადგილზეა, მოსახლეობასაც უცხოელებთან პრაქტიკულად არანაირი კავშირი და შეხება არ ჰქონდა 1970 წლამდე, მანამ სანამ კუნძული არ მოინახულეს ჰოლანდიელმა მისიონერებმა.
სწორედ ამ მისიონერების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გახდა ცნობილი, ამ ტომის და ამ ტომის ტრადიციების შესახებ დანარჩენი სამყაროსათვის.
imageimage
imageimageimageimageimageimageimage +14











6
214
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
214
  
2017, 31 მაისი, 12:02
მთავარი ადგილობრივი მიწის თავისებურებაა, გვამი შრება მიწის სპეციფიურობის გამო–ეს დაკრძალულები და დაუკრძალავებს დაკრძალვამდე თაფლს უსვამენ გაურკვეველ მალამოებთან ერთად, რაც გვამს გახრწნის საშუალებას არ აძლევს.
რა მაგის პასუხია და... რა ტექნიკას ფლობენ, ასე რომ ინახავენ გვამებს, არ ავადდებიან? ფუიიი
2017, 30 მაისი, 14:55
ესენიც კამეჩებს კლავენ ათობით ამ რიტუალის აღსანიშნავად, მაგრამ მნახველები ვერ გავიმეტე იმ სასაკლაოს ხილვით. :(
2017, 30 მაისი, 11:08
ამათთვის ეს რიტუალი ისევე ჩვეულებრივია, როგორც ჩვენთვის სასაფალოებზე ჭამა-სმა...
2017, 24 მაისი, 21:05
უღრმესი მადლობა, 1000 ლაიქს მირჩევნია თქვენი და რამდენიმე ავტორის შეფასება.
გეთანხმებით-კატასტროფაა ტრადიცია კი არა.
2017, 24 მაისი, 19:25
სიტყვები არ მყოფნის... რა საშინელებაა... სტატიას რაც შეეხება – როგორც ყოველთვის საინტერესოდ გადმოცემული!!!
0 1 6