x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ხარმა კორიდაზე მატადორს შუშის თვალი ამოუგდო და ჭრილობაც მიაყენა გვერდზე

image ესპანეთი ცნობილია მატადორების უძლიერესი სკოლით, კორიდაზე მათ გამოსვლას მუდამ ათასობით მაყურებელი ჰყავს. ბევრია უკვე ლეგენდად ქცეული მატადორი, რომლებმაც გამძვინვარებულ ხარებთან ბრძოლაში გაითქვეს სახელი.
თუმცა უნდა ითქვას გავეშებულმა ხარებმაც ბევრი მატადორი გამოასალმეს სიცოცხლეს, ბევრიც დაასახიჩრეს.
პირადად ჩემთვის ეს სანახაობა ასოცირდება ცხოველებისადმი სასტიკ დამოკიდებულებასთან. საბრალო ხარს კლავენ იმისათვის, რომ ხალხმა ამ სანახაობით ისიამოვნოს. თუმცა მე არ მესმის, როგორ უნდა ისიამოვნო იქ სადაც სისხლი თუნდაც პირუტყვის იღვრება.
ერთერთ ასეთ შემთხვევაზე მინდა მოგითხროთ მცირე სტატიის სახით.
ესპანელი მატადორი, რომელიც "ცოცხალი ლეგენდაა" ესპანეთში–ხუან ხოსე პადილა, მეტსახელით "მეკობრე" მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ წამოიცვა ხარმა რქებზე და ბევრჯერ გადაურჩა სიკვდილს, მაინც აგრძელებდა კორიდაზე გამოსვლას, ერთერთი გამოსვლისას ხარმა თვალი ისე მძიმედ დაუზიანა, რომ მისი ამოღება გახდა საჭირო, სწორედ მაშინ მიიღო ცალთვალა მატადორმა მეტსახელი–"მეკობრე".
ვალენსიაში კორიდაზე გამოსულმა "მეკობრემ" ახლახანს მორიგი უმძიმესი ტრავმა მიიღო ხართან ბრძოლის დასკვნით ნაწილში, ხარმა მატადორს შუშის თვალიც კი ამოუგდო და კორიდაზე რქებით "აბურთავა", თუმცა ბედის თუ თანაშემწეების წყალობით ხუან ხოსე კორიდაზე სიკვდილს ისევ გადაურჩა, "მეკობრე" სამედიცინო კლინიკაში გააქანეს, სადაც რამდენიმე ოპერაცია გახდა საჭირო მის გადასარჩენად.
მატადორი თავს კარგად გრძნობს და მძიმე დაზიანებების მორჩენის მერე ისევ აპირებს კორიდაზე გასვლას.
პ.ს
არ ასვენებს ამ კაცს გამჩენი და არა მგონია "მეკობრე" საკუთარი შთამომავლობის გარემოცვაში ღრმა სიბერეში გარდაიცვალოს.
imageimageimage
imageimage

+16

3
171
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
171
  
2017, 25 მაისი, 22:04
არასოდეს მეცოდებოდნენ ამ გართობის დროს დაშავებული ადამიანები! წიგნიც რომ არის "სისხლიანი ქვიშა", ყველას ტირილს გვრიდა ბოლო, მაგრამ მე პირიქით, ის მიიღო, რაც დაიმსახურე ჯერ იმიტომ, რომ ცოლს უღალატა და მერე ამ გართობის დროს საყვარლის მზერამ და მოდუნებამ დაღუპა და წამოეცვა ხარის რქებზე!
2017, 24 მაისი, 14:50
მეც შენს აზრს ვიზიარებ, ეს სისასტიკე გასართობ სანახაობად არ მიმაჩნია...
2017, 24 მაისი, 14:24
სიმართლე გითხრა ხარი უფრო მეცოდება... ეს რა გართობაა, ცხოველს აწამებენ?!
0 1 3