x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
სიკვდილ-სცოცხლის საკითხი ფრანგ ეგზისტენციალისტებთან
imageimage
















მეოცე საუკუნე უმნიშვნელოვანესია ხელოვნებისა თუ სოციალურ-პოლიტიკური აზროვნების განვითარების თვალსაზრისით.

მოდერნიზმისა და პოსტმოდერნიზმის გზაშესაყარზე წარმოიშვა ისეთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებები ხელოვნებასა და ლიტერატურაში, როგორიც არის ჯერ ეგზისტენციალიზმი, შემდეგ კი აბსურდის თეატრის ჟანრი. სწორედ ლიტერატურის ამ მიმდინარეობებმა დასვეს ყველაზე უფრო ცხოვლად სიკვდილის და სიცოცხლის არსისა და რაობის საკითხები.

ალბერ კამიუ აქვეყნებს უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებებს: “შავი ჭირი", “ უცხო", “ გაუგებრობა", “ სიზიფეს მითი". ამ ნაწარმოებებში ყველაზე აშკარად იკვეთება როგორ ვარირებს მწერალი ლიტერატურის ამ ორ მომიჯნავე მიმდინარეობებს შორის. სწორედ ამ პროცესში მძაფრდება და აქტუალიზდება სიკვდილისა და სიცოცხლის თემებიც.


ეგზისტენციალებმა დაიწყეს კამათი იმაზე, თუ რა არის ადამიანური ყოფის არსებობის ფილოსოფიური საზრისი. რა უფრო მნიშვნელოვანია სამშობლოს თუ სიცოცხლის სიყვარული, ჰუმანიზმი ცრუპატრიოტიზმის საპირწონედ გახადეს, რასაც აშკარად კვეთს კამიუ “ შავ ჭირში". ნაწარმოების ერთპერსონაჟს, ჟურნალისტ რამბერს ებადება კითხვა: რა საჭიროა იყო გმირი, როცა შეიძლება იცოცხლო იმისთვის რაც ან ვინც ნამდვილად გიყვარს? სათუოდ ხდის გმირობის ანსტრაქტულ ცნებას პოლ სარტრიც მოთხრობაში “ კედელი". ფაშისტური ტერორის და სისასტიკის ფონზე გვივენებს რამდენად უძლურია ადამიანი სიკვდილის წინაშე და რამდენად მითოლოგიზირებულია სიცოცხლის შეწირვის იდეალი.

სიკვდილ-სიცოცხლის ფილოსოფიაა “ უცხოს" ერთ-ერთი ძირითადი თემაც. მერსო, ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი, რომელიც ავთენტური პერსონაა, საკითხის თავისებურ გაგებას ატარებს. მისთვის ყოფიერება აბსურდია და ამდენად ნაკლებად განიცდის დედის გარდაცვალებას, ასევე ჩაიდენს მკვლელობას, რომლის მიმართაც არც სინანული აწუხებს და არც დამნაშავედ მიიჩნევს თავს. მხსნელად თვის საკუთარ თავს დედა-შვილი “გაუგებრობაში". პატარა პროვინციული სასტუმროს მეპატრონე მარტას ახირებით დედა სასტუმროს დამქირავებელთა მკვლელობათა სერიის მონაწილე ხდება. აქტებს საფუძვლად ვიზიტორების გაძარცვა უდევს, თუმცა არც ერთ მათგანთან სისნდისის ქენჯნა არ მიდის ვინაიდან მათი აზრით სიკვდილი შვებ და თავისუფლებაა. მსგავს მორალსვე ატარებს სარტრის ბუზებიც. ყოფას, რომელიც მთლიანად ტოტალიტარული სისტემის ტყვეობაში აგდებს ადამიანებს, სიკვდილი ჯობია.

სიცოცხლისადმი ერთი შეხედვით აბუჩი მიდგომა საინტერესოდ ბათილდება სუიციდთან დაკავშირებით. ეგზისსტენციალისტები ერთხმად აღიარებენ სიცოცხლის აზრის დაკარგვას, რაც უმთავრესად ადამიანური ურთიერთობების კრიზისით არის განპირობებული, თუმცა თვითმკვლელობაც უღირსი გამოსავალია და ამიტომ მათი გატანჯული დაღლილი გმირები მაინც ბოლომდე ეზიდებიან თავიანთ ჯვრებს.

ეგზისტენციალისტური ფილოსოფია უპირველეს ყოვლისა სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე გადის და, ამდენად, სწორედ მის ფონზე წარმოჩინდება თეიზმისა თუ ათეიზმის, ადამიანური ურთიერთობების, სიყვარულისა და სიძულვილის კომპლექსური საკითხები

2
173
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
173
  
2012, 13 ივნისი, 14:41
არაფერს მადლობა რისთვის. მე მწყინს რომ ლიტერატურის რუბრიკა ცოტა მიტოვენულია არა?
2012, 13 ივნისი, 14:35
გაიხარეთ კიდევ ერთხელ რომ შეეხეთ ამ სახითხებს.
მადლობთ.
0 1 2