x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
47 წლის პედაგოგმა ქალმა თავი მოიკლა, როგორც კი პოლიცია მიადგა დასაკითხად ყოფილ მოსწავლესთან სექსუალური ურთიერთობის გამო

image 47 წლის მასწავლებელმა ქალმა კოლორადოდან გრეტჩენ ენნ კრონფელდტმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც მასზე ეჭვი მიიტანეს ყოფილ მოსწავლესთან ინტიმურ თანაცხოვრებაში.
როგორც ტელეარხი "CBS" იუწყება, როგორც კი 47 წლის პედაგოგი ქალის ისტორია ყოფილ მოსწავლესთან ინტიმურ კავშირზე საზოგადოებაში გახმაურდა, სკოლის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დროებით ჩამოეშორებინა მასწავლებელი პედაგოგიური საქმიანობისაგან, ხოლო საქმის გამოძიება დაიწყო პოლიციამ. როგორც კი გამოძიებისათვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად მასწავლებელს სახლში მიაკითხა პოლიციამ, ქალმა თავი პისტოლეტით მოიკლა.
აღნიშნული მასწავლებელი პედაგოგიურ საქმიანობას 1993 წლიდან ეწეოდა ჯეფერსონის ოლქში და დადებითად ხასიათდებოდა.
დედის გარეშე დარჩა სამი შვილი.
სექსუალური ხასიათის სკანდალები, სადაც საქმეში გარეული არიან მასწავლებელი ქალები და მათი არასრულწლოვანი მოსწავლეები ძალზე გახშირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ერთერთი ბოლო სკანდალი კი ახლახან მოხდა, პოლიციამ დააკავა მასწავლებელი ქალი კეტრინ ჰაგანი, რომელიც ინტიმურ კავშირს ამყარებდა საკუთარ მოსწავლეებთან და ერთერთი მოსწავლისაგან იყიდა მისი მშობლის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი.
მასწავლებელს 20 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე ემუქრება სასჯელი.

მიკვირს ამერიკაში კაცები დაილია, მასწავლებელი ქალები საკუთარ მოსწავლეებთან, რომ ამყარებენ ინტიმურ კავშირს

ამერიკის შეერთებულ შტატებში სკოლის დამლაგებელმა ქალმა 16 წლის მოსწავლე გააუპატიურა, რისთვისაც 20 წლიანი სასჯელი ემუქრება


1
329
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
329
  
ნეტავ მე გავეუპატიურებინე თუნდაც 47 წლის სექსუალურ ქალს მაგ ასაკში :)))) რას ვფანტაზიორობდი მაგ ასაკში :)))
0 1 1