x
image
პოკაჰონტასი
ვინ არის ელიზა, ბრაზილიური სერიალიდან "ყველაზე ლამაზი" (+ფოტოები)
image

სახელი და გვარი: მარინა რუი ბარბოზა
დაბადების თარიღი: 30 ივნისი, 1995 წელი
დაბადების ადგილი: რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
ეროვნება: ბრაზილიელი
პროფესია: მსახიობი

კარიერა: 2002 წლიდან
ზოდიაქო: კირჩხიბი
სიმაღლე: 167 სმ

წონა: 55 კგ



ბრაზილიელი მსახიობის, მარინა რუი ბარბოზას სამსახიობო კარიერა ბავშვობიდანვე დაიწყო. ფილმების ჩამონათვალი, რომლებშიც ახალგაზრდა მსახიობი მონაწილეობს, საკმაოდ დიდია.

მარინას პირველი სატელევიზიო დებიუტი 2002 წელს შედგა სერიალში "ვნების არომატი" ("Sabor da Paixão"), სადაც ახალბედა მსახიობმა მარიას როლი შეასრულა.

2004 წელს გადაიღეს სერიალში "თილისმა" ("Começar de Novo").

2005 წელს, სერიალში "ბელისიმა" ("Belíssima"), მარინამ საბინას როლი შეასრულა.

მოგვიანებით, იზაბელის როლზე დაამტკიცეს, სერიალში "შვიდი ცოდვა" ("Sete Pecados") (2007).

მსახიობმა 2013 წელს, ნიკოლის პერსონაჟი განასახიერა სერიალში "სიცოცხლის სიყვარული" ("Amor à Vida").
2014 წელს, ბრაზილიელმა მსახიობმა, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ფილმით "იმპერია" ( "Império"), სადაც იგი მარია ისის ფერერას როლშია. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს როლი აღმოჩნდა მისთვის პირველი დიდი წარმატების მომტანი.

2015 წლის სექტემბერში, მარინა გადაიღეს ტელესერიალში "Amorteamo", სადაც იგი მთავარ გმირს, მალვინას თამაშობს.

ქართველმა მაყურებელმა, მარინა რუი ბარბოზა, გაიცნო ელიზას გმირით, ბრაზილიური ტელენოველიდან "ყველაზე ლამაზი" ("Totalmente Diva"), რომლის პრემიერაც 2015 წლის 9 ნოემბერს შედგა. სერიალში ნაჩვენებია ამბავი ახალგაზრდა გოგონაზე, რომლის ცხოვრებაც მთლიანად იცვლება მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამოდელო სააგენტოს მფლობელს შეხვდება.

მსახიობობის გარდა, მარინა რუი ბარბოზა მეტად მოთხოვნადია სარეკლამო ბიზნესშიც. მარინა თავისი სტილით ელეგანტური ქალის სიმბოლოდ იქცა, ხოლო მისი წითური თმა - სამარკო ნიშნად.

ბრაზილიელი მსახიობი 2015 წლიდან, სერიალში "ყველაზე ლამაზი" გადაღების შემდეგ, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. წითურმა ლამაზმანმა უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა სოციალურ ქსელშიც, განსაკუთრებით კი ინსტაგრამზე, სადაც მას 18.5 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

imageimageimage

image

image

image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




ასევე დაგაინტერესებთ:


ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში ეფსუნის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

image




ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში ჯანსუს გმირი, თურქული სერიალიდან "ნამსხვრევები" (+ფოტოები)

image




ვინ არის თურქი მსახიობი მამაკაცი, სერიალიდან "ელიფი", რომელმაც მრავალი ქვეყნის მაყურებლის გული დაიპყრო (+ფოტოები)

image




ვინ არის და როგორ გამოიყურება ბაჰარის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

image




ვინ არის და როგორ გამოიყურება ხულიას გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "მოპარული ცხოვრება" (+ფოტოები)

image




ქერემჯემი - თურქი მსახიობი, რომელიც ქართველმა მაყურებელმა "ათეშის" გმირით გაიცნო, მეორე პროფესიით არანაკლებ პოპულარულია (+ფოტოები)image



ვინ არის ინდოელი მსახიობი, სანდიას გმირი, რომელიც რეჟისორმა სასტიკი და ყველასათვის მოულოდნელი ფინალისთვის გაიმეტა (+ფოტოები)

image




ვინ არის ჰაზალის როლის შემსრულებელი თურქი გოგონა, სერიალიდან "ნამსხვრევები" (+ფოტოები)

image




ვინ არის და როგორ გამოიყურება რეალურ ცხოვრებაში მელექის გმირი, პოპულარული თურქული სერიალიდან "ელიფი" (+ფოტოები)image







0
1302
6-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
1302
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0