x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ვის და რას არ შეიძლება გადაუღოთ ფოტოსურათი

imageფოტოსურათებთან ბევრი ცრურწმენა თუ ჭორია დაკავშირებული. იმისი ცოდნა, თუ ვინ ან რა არ უნდა გადავიღოთ, მომავალში ბევრ პრობლემას აგვარიდებს.

რატომ შეიძლება იყოს ფოტოები საშიში?

ბევრჯერ გვინახავს ფილმები, სადაც ფოტოებზე მიცვალებულთა აჩრდილებია ასახული. მრავალი მათგანი ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. ამის შესახებ მეცნიერთა მრავალი თეორია არსებობს. ბევრი მათგანი აღიარებს, რომ წამის რაღაც ნაწილში, როცა ფოტოგრაფირება ხდება, ცოცხალთა და მკვდართა სამყარო ერთმანეთთან საზღვარს კარგავს. თუმცა ბოლომდე გარკვეული არაა, მოქმედებენ თუ არა მოჩვენებები ადამიანებზე.

ექსპერტების ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს ის გამოსახულებებია, რომლებიც ჩვენთვის უხილავია, ზოგი კი თვლის, რომ ეს იმ დროს ხდება, როცა უწმინდური ძალა ზემოქმედებს ჩვენზე და გვაავადებს ან უარყოფით ენერგეტიკას გვახვევს თავს.

ყოველთვის გახსოვდეთ ვის და რას არ შეიძლება გადაუღოთ სურათი, რომ არ ავნოთ თქვენს თავს და ახლობლებს:

არ გადაუღოთ ფოტო მძინარე ადამიანს.

ეს განსაკუთრებით ეხება ახალშობილებს და ბავშვებს, რადგან ისინი მეტ-ნაკლებად დაუცველნი არიან. მათ სუფთა და შეუბღალავი სული აქვთ და ავი ძალების სამიზნედ შეიძლება იქცნენ. ღია თვალები გიცავენ დემონებისგან, რადგან როცა უცქერით მათ, ისინი უღონონი ხდებიან. ისინი ხშირად ტრიალებენ მძინარეთა ახლოს. როცა მძინარეს უღებთ სურათს, მათ შორის შლით საზღვარს და აძლევთ მათ ადამიანის ენერგეტიკასთან წვდომის საშუალებას. რა თქმა უნდა, ბევრი მათგანი აგრესიული არაა, მაგრამ რატომ გავრისკოთ?

არ შეიძლება სარკეში არეკლილი გამოსახულების ფოტოგრაფირება

ბევრ კულტურასა და რელიგიურ სწავლებებში სარკე აისახება როგორც ბოროტი სულების მაგნიტი. ინ ნეგატიური ენერგიის თავისებური შემკრებია. განსაკუთრებით ეს ეხება ორ სარკეს, რომლებიც უსასრულო გამოსახულებას ქმნის. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ის გადავიღოთ, რადგან ამ დროს ვიმყოფებით უშუალო კავშირში სულებსა და მათ სამყაროსთან. აქ მთავარია გვახსოვდეს, რომ თვითონ ეს მომენტი კი არაა საფრთხის შემცველი, არამედ ფოტო, რომელსაც მაშინ გადავიღებთ, რადგან ის ინახავს ამ ძალას. დაუფიქრებლად გადაყარეთ ასეთი ფოტოები თუ გაქვთ.

არ შეიძლება მიცვალებულების ფოტოგრაფირება

ეს ძალიან გავრცელებული ჩვეულებაა, რომელიც შემდგომში სულს აიძულებს მიეჯაჭვოს იმ ადგილს, სადაც არის სხეული იმ დროს, სულს კი სამუდამოდ აკარგვინებთ მოსვენებას. ეს თუ იყო გაბოროტებული სული, სახლში ხდება უცნაური ამბები. თუ თქვენ მაინც გადაიღებთ ასეთ ფოტოს, შეინახეთ ისინი სხვა სურათებისგან განცალკევებით.

არ შეიძლება შავი კატების ფოტოგრაფირება

კატები სახლში ენერგეტიკას ასუფთავებენ, ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ ძალიან იოლად ხდებიან შეპყრობილნი. ორმგად სახიფათოა შავი კატების და მძინარეების გადაღება. ავი სულებისგან კატები არ არიან დაცულნი და ადვილად ექცევიან იმქვეყნიური ძალების გავლენის ქვეშ.

არ შეიძლება ზვავის ან დანგრეული სახლების ფონზე ფოტოგრაფირება

იქ უარყოფითი ენერგეტიკაა. ის გადაედება ფოტოს და ასნებოვნებს მთელ სახლს. სასურველია არ გადაიღოთ ასეთი ფოტო, მაგრამ თუ მაინც გადაიღებთ, შეინახეთ ის ავტოფარეხში, სხვენში ან სათავსოში და მომალულ ადგილას.

და ბოლოს, დაიხსომეთ რამდენიმე საჭირო წესი: არ მისცეთ თქვენი ფოტოები მათ, ვისთანაც ცუდ დამოკიდებულებაში ხართ, ან მათ, ვინც ამ ხალხთანაა დაკავშირებული. უკეთესია თუ სოციალური ქსელებიდან დავმალავთ ფოტოებს. მიეცით მაზე წვდომის უფლება მხოლოდ ახლობლებს.image

მეცნიერებმა გამოიკვლიეს თუ რა ემართებათ ადამიანებს სიკვდილის შემდეგ

როგორ შევისწავლოთ უცხო ენა - რჩევები ადამიანისგან, რომელმაც 16 ენა იცოდა

როგორ აღვზარდოთ ბავშვი არისტოკრატად. 8 პრინციპი, რომელიც დღესაც აქტუალურია

რომელი ქოთნის მცენარე შეგვეფერება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და რაში გვეხმარება ის

0
355
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
355