x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ცაცხვი, უნიკალური მცენარე, რომელსაც უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია
image


ცაცხვი, როგორც სამკურნალო ისე უამრავი სასარგებლო თვისებებით გამორჩეული მცე-

ნარეა. სწორედ ამიტომ ის ფართოდ გამოიყენება როგორც ხალხურ მედიცინაში. ასევე სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად. ცაცხვის ქერქი შეიცავს ტრიტერპენულ შენაერთებს. ქერქს ზამთარში იღებენ, აშრობენ, ახმობენ, აქუცმაცებენ ან ფქვავენ.იყენე-

ბენ ნაყენის ან ნახარშის დასამზადებლად. ნორჩი ცაცხვის ქერქი მოხარშვისას გამოყოფს დიდი რაოდენობით ლორწოსმაგვარ ნივთიერებას, რომელიც ეფექტურია პოდაგრის, ბუ-


ასილისა და დამწვრობების სამკურნალოდ. პრეპარატები, რომლებიც ცაცხვის ყვავილი-

საგან მზადდებიან, გამოირჩევიან შარდმდენი და ოფლმდენი მოქმედებით, კუჭის წვენის გამოყოფის გაძლიერებით, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრე-

ციას, აადვილებს ნაღვლის გამოყოფას. აღნიშნულ პრეპარატებს გააჩნია აგრეთვე ანთების საწინააღმდეგო და დამაწყნარებელი მოქმედება.მათ წარმატებით იყენებენ როგორც სიც-

ხის დამწევ და ბაქტერიციდულ საშუალებებს სხვადასხვა ანთებითი დაავადების დროს. რეკომენდებულია გასტრიტის, გრიპის, ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს, პი-

რისა და ყელის გამოსავლებად გინგივიტის, ლარინგიტის, სტომატიტის დროს. ცაცხვის ყვავილების ნაყენი, ე.წ. ცაცხვის ჩაი, სასიამოვნო არომატითა და სამკურნალო თვისებე-

ბით გამორჩეული სასმელია. ეს ჩაი ცხელი სახით უნდა მიირთვათ ძილის წინ. სამკურ-

ნალოა ცაცხვის ფოთოლიც. წინათ მას კომპრესის სახით თავზე იფენდნენ თავის ტკივი-

ლის დროს. ხალხურ მედიცინაში განსაკუთრებული ადგილი აქვს ცაცხვის ნაცარს, რომ-

ელიც მიიღება ცაცხვის გამხმარი ტოტებისა და ქერქისაგან. ნაცრით მკურნალობენ კვე-

ბით ინტოქსიკაციას, ფილტვების ტუბერკულოზს, ფაღარათს, კუჭისა და ნაწლავების დაავადებებს, ღია სისხლმდენ ჭრილობებს.ცაცხვისაგან იღებენ კუპრს, რომლითაც მკურ-

ნალობენ ეგზემას. მას კანის დაზიანებულ უბნებზე უსვამენ. ხველის დროს პაციენტს ზურგზე აფენენ კუპრით გაჟღენთილ ნაჭერს.

0
1500
7-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
1500
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0