x
მუსიკალური ხელოვნება მუსლიმურ სამყაროში

მუსლიმურ სამყაროში მუსიკა, სხვადასხვა ფორმით, არის საბერძნეთის, სპარსეთის,

ინდოეთის და ბიზანტიის მუსიკალური ტრადიციების მემკვიდრე.ისლამური მუსიკა არის ამ კულტურათა შერწყმის შედეგი. არაბული მუსიკა აღმოცენდა არაბეთის ნახევარკუნძულზე, ჯერ კიდევ V და VII საუკუნეებს შორის. მუსიკალური ჰანგი ზეპირი გზით ვრცელდებოდა ცნობილი ხელოვანების მიერ. ისლამამდელ ხანაში გავრცელებული იყო ჰიდა – საქარავნო სიმღერა.

ყურანის საწინააღმდეგოდ ჰადისები კიცხავენ მუსიკას. აკრძალვების მიუხედავად, VII საუკუნის დასასრულიდან კლასიკური არაბული მუსიკა აყვავებას განიცდის.არაბული

მუსიკა ძირითადად ერთხმიანია, მისთვის დამახასიათებელია დიატონიკა და უხვი

მელიზმები. ომაიანთა პერიოდში პირველი მუსიკოსები იყვნენ სპარსული და სირიულ-

ბიზანტიური წარმოშობის. ესენი იყვნენ:სა იბ ხასირი, იბნ მისჯაჰი და ჯამილა

(მომღერალი ქალი). ჯამილამ სკოლა დაარსა მედინაში და მის სალონს რეგულარულად სტუმრობდნენ პოეტები.

აბასიანთა პერიოდის მუსიკალურ ხელოვნებაში კარგად არის ცნობილი სპარსელი –იბრაჰიმ ალ-მავსილი (742-804) და მისი შვილი – ისჰაკ ალ-მავსილი

(767-850), რომელიც ითვლება ბარბითზე დაკვრის შეუდარებელ ოსტატად. იბრაჰიმმა

თავის კოლეგებთან ერთად შეადგინა საუკეთესო 100 სიმღერის კრებული და აგრეთვე

დაარსა ბაღდადში სკოლა მონა-ქალებისთვის, სადაც თავის ხელოვნებას ასწავლიდა 80

მოსწავლეს. იბრაჰიმმა ძველი ჰიჯაზის სტილი კლასიკურად გამოაცხადა. მუსიკის

სამყაროში გამოჩდნენ ნოვატორებიც, რომლებიც დაუპირისპირდნენ კლასიკოსებს.

იბრაჰიმ ბ. ალ-მაჰდი ბაღდადში და მონა-მუსიკოსი – ზირიაბი (არაბ. "შავი მონა"), რაც კლასიციზმის გამარჯვებით დასრულდა.

ზირიაბმა კორდოვაში დაარსა მუსიკალური სკოლა და შეიმუშავა ტონების სხვადასხვა

რაოდენობის მქონე კილოებრივ-ორკესტრული სისტემები – ნავბა. მან გამოიგონა

მედიატორი და დაამატა ბარბითს მეხუთე სიმი. მან გადააქცია მუსლიმური ესპანეთი

არაბული ისლამური ხელოვნების ცენტრად.

ზირიაბი


არაბული წარმოშობის მუსიკალური საკრავები იყო: 1. დასარტყამი საკრავები –ცილინდრული ფორმის, სათამაშო დოლი, საომარი დოლი, ნაღარა, მცირე ზომის

კვადრატული დაირა და სხვ. 2. ჩასაბერი საკრავები: ლერწმის, ლელქაშის ან ხისგან

დამზადებული სალამური, ლერწმის ფლეიტა, ფლეიტა, ბუკი და სხვ. 3. სიმებიანი

საკრავები: ბარბითი, ვიოლა, ორღანი (ურღან) და სხვ.

XIII საუკუნეში მუსლიმურმა მუსიკალურმა ხელოვნებამ აპოგეას მიაღწია, გააერთიანა

მთელი ისლამური სამყაროს სამსახიობო ტალანტები და ტრადიციები რელიგიური და

ეთნიკური ნიშნებით შეზღუდვების გარეშე. სპარსეთმა ჩამოაყალიბა თავისი

მუსიკალური ნორმები მრავალსაუკუნოვანი მემკვიდრეობის საფუძველზე და იყენებდა

მხოლოდ საკუთარ მუსიკალურ ინსტრუმენტებს. XVI საუკუნიდან ოსმალთა ბატონობის

პერიოდში ჩამოყალიბდა თურქული მუსიკა, რომელშიც ჩანს "მოხეტიალე დერვიშების"

(მევლევი) გავლენა.


image


0
75
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ხუციშვილი
ანი ხუციშვილი
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0