x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"სასტიკი დამნაშავეობიდან " მოდელობამდე - ყვითელი პრესა აქტიურად განიხილავს ცნობილი ამერიკელი კრიმინალის ჯერემი მიქსის დღევანდელ ცხოვრებას ( + ფოტოები )

imageმისმა ერთადერთმა ფოტომ ინტერნეტსივრცეში სრული ფურორი მოახდინა და 2014 წელს კრიმინალური პოლიციის მიერ გამოქვეყნებული სურათით გახდა ქუჩური ბანდიტიზმის ბრალდებით მსჯავრდებული ჯერემი მიქსი საზოგადოებისთვის ცნობილი.იმდენად მოიხიბლა ყველა მისი სილამაზითა და მამაკაცურობით, ციხეშივე დიდ სამოდელო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ და 2016 წლის მარტში ჯერემი მიქსმა საპატიმრო დატოვა. მალევე შეთავაზებული სამოდელო საქმით დაინტერესდა და აქტიურად ჩაება კარიერის მოწყობაში.პირველად თებერვალში გამოჩნდა დიდ პოდიუმზე ნიუ - იორკის მოდის კვირეულზე ფილიპ პლინთან ერთად.

ახლაც მიწვეულ სტუმართა სიაში კანის კინოფესტივალზე იყო ჯერემი მიქსი.უბრალოდ ერთი კვირის დაგვიანებით ჩავიდა დასასწრებად, რადგან ის გასულ თვეში ლონდონის აეროპორტში დააკავეს და უკან დააბრუნეს ნიუ - იორკში. არც ისე მარტივად შეხვდა დამწყები მოდელი ამ ფაქტს და ინტერვიუში აცხადებს: – " მე ძალიან ვწუხვარ და დაბნეულიც ვარ. მინდოდა ლონდონში გამოცდილება მიმეღო და ამიტომ მინდოდა იქ გულით წასვლა, მაგრამ არ ვიცი რა მოხდა. დარწმუნებული ვარ სასაზღვრო ძალები თავიანთ საქმეს ასრულებდნენ. ჩვენ უბრალოდ დაგვაკავეს და გაგვჩხრიკეს დაკითხვამდე". შეკითხვაზე თუ რას აპირებს ის, მიქსმა თამამად განაცხადა: - " მჯერა, რომ ეს ეპიზოდი აქვე დასრულდა და ხელს ვერ შემიშლის სამოდელო კარიერაში...მე დავბრუნდები რა თქმა უნდა -- ღმერთი არის დიდი".image

ყოველწლიურად საგაზაფხულო მოდის გრანდიოზული ღონისძიება იმართება კანში, სადაც მოდური სამყაროს ყველაზე ცნობილი სახეები იკრიბებიან მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით - დახმარება გაუწიონ "for Save The Children". ამ ჩვენებას წელს სუპერმოდელმა ნაომი ქემპბელმა უმასპინძლა. ახლა კი ჯერემი მიქსს ( რომელიც საპატიო სტუმართა სიაში იყო ) მიეცა უფლება, ამ პრესტიჟულ ღონისძიებას დასწრებოდა იმ ცნობილი ვარსკვლავების გვერდით, როგორებიცაა ლეონარდო დიკაპრიო, ნაომი ქემპბელი, ბელა ჰადიდი, უმა თურმანი, ლევის ჰამილტონი, პრინცი ბიათრისი, ქეით მოსი, კენდალ ჯენერი და სხვები.

imageimageimageimageჩვენებაზე გადაღებული ფოტოები, სადაც ხაზი აქვს გასმული ყოფილი კრიმინალური ავტორიტეტის ჯერემი მიქსის შინაგან ბუნებასა და ხასიათს, კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა დაწყებული საქმის მიმართ - წერს DailyMail.



0
261
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0