x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ჰოლივუდის ყველაზე კეთილი მსახიობი

კიანუ რივზმა, გარდა იმისა, რომ უნიჭიერეს მსახიობად ითვლება, სახელი თავისი მოკრძალებულობითაც გაითქვა. გარდა ამისა, ის ჰოლივუდში ყველაზე კეთილ ადამიანად ითვლება... და ეს რომ მართლაც ასეა, მის შესახებ, ქვემოთ მოთხრობილი ისტორიები მოწმობს.


image

image

გადაღებასთან დაკავშირებული, ყველაზე ცნობილი ისტორია, ჯერ კიდევ «მატრიცის» გადაღებისას მოხდა. პირველი ფილმის წარმატების შემდეგ, სპეცეფექტების ჯგუფის და დეკორატორების სასარგებლოდ, მსახიობმა უარი თქვა სამომავლო შემოსავლის ნაწილზე, რომელიც უხეში დათვლებით, 80 მლნ, დოლარს შეადგენდა. რივზი თვლის, რომ სწორედ ისინი იმსახურებენ ყველაზე მეტად ქებას. მასხიობს არც კასკადიორები დავიწყებია — ყველას, ვინც «მატრიცას» გაგრძელებაზე მუშაობდა, მან მოტოციკლეტები უყიდა. რივზს თავადაც ძალიან უყვარს ამ სახეობის ტრანსპორტი. ასე, რომ, «Harley», კასკადიორების ჯგუფისთვის, მართლაც მთელი გულით მიძღვნილი საჩუქარი იყო.


image



როგორც ამბობენ, გადაღების დროს, მსახიობს ძალიან უყვარდა, ყველასთვის, ვინც იმ დღეს გადასაღებ მოედანზე მუშაობდა, ლანჩის ყიდვა და ყოველთვის თითოეული მათგანის ახლო გაცნობას ცდილობდა.

როგორც რივზი ამბობს, ფული მისთვის მთავარი არ არის... «მატრიცას» ვარსკვლავი თვლის, რომ მას ეს ისკეთე, უკვე საკმარისზე მეტი აქვს და რომ ის «უახლოესი 2 საუკუნის მანძილზე ეყოფა».


image



კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც პაპარაცებმა დააფიქსირეს, 1997 წელს მოხდა. მსახიობმა მთელი დილა უსახლკაროსთან ერთად გაატარა. მსახიობი სეირნობდა და ის ადამიანი დაინახა, მის გვერდით ჩამოჯდა, ცხოვრებაზე გაესაუბრა და საუზმეზც დაპატიჟა. ეს ისტორია, სათაურით – «კიანუ უმუშევრებს, როგორც თავის სწორებს ისე ექცევა», მასმედიაში ელვის სისწრაფით გავრცელდა.


image


ეს მართლაც, რომ განსაკუთრებული შემთხვევა არის. უბრალოდ დაფიქრდით, რომელ ჩვენგანს გასჩენია ასეთ ადამიანებთან, ვალდებულების გარეშე, ურთიერთობის და მასთან ტრაპეზის გაყოფის სურვილი?



როდესაც საქმე სამუშაოს ეხება, ფილმში მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავის მოწვევის შესაძლებლობის გამო, კიანოს ჰონორარის ნაწილზე უარი თქვაც შეუძლია. მაგ., «დუბლიორებში» გადაღებისას, მან ჰონორარის 90% თქვა უარო, რომ ჯინ ჰეკმენის მიწვევის შესაძლებლობა ყოფილიყო. ხოლო, «ეშმაკის ადვოკატში» გადაღებისას, მან რამდენიმე მილიონზე თქვა უარი, რომ მასში ალ პაჩინოსაც ეთამაშა.



image


მსახიობს რთული ბავშვობა ჰქონდა და მსუბუქად რომ ვთქვათ, ცხოვრებაში არც შემდეგ უმართლებდა. მან ჯერ, ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით მოხმარების გამო, საუკეთესო მეგობარი დაკარგა. ხოლო შემდეგ, მისი საცოლე დაიღუპა ავტოკატასტროფაში. მაგრამ, კიანომ ალტრუიზმის წყალობით, ამ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევა შეძლო ― ის რაც უფრო მეტს კარგავდა, მით უფრო მეტს გასცემდა.


image


როდესაც მის დას ლეიკემია დაუდგინეს, კიანო საცხოვრებლად მასთან გადავიდა, რომ რთულ პერიოდში გვერდში დასდგომოდა. ხოლო, დაავადების გამწვავების პერიოდებში, ის გადაღებებზე არ მიდიოდა და მთელ დროს დის გვერდით ატარებდა. გარდა ამისა, მან აღნიშნული დაავადების კვლევის ფონდში 5 მლნ. დოლარი გადარიცხა და სიმსივნესთან ბრძოლის საკუთარი ფონდი დაარსა.



კიანუ რივზის ქონება 360 მლნ. დოლარად არის შეფასებული, თუმცა მსახიობი ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. ის ჰოლივუდის ერთადერთი ვარსკვლავია, ვისაც მდიდრული ვილა არა აქვს. «ჩვეულებრივ ბინაში ვცხოვრობ და ყველაფერი, რაც მინდა, ყოველთვის ხელთა მაქვს. მე ვერ ვხედავ დიდი სახლის ყიდვის საჭიროებას, რომელიც ნახევრად ცარიელი იქნება» ― ამბობს ის.


image

imageგარდა ამისა, რივზი მეტროთი მგზავრობს და სხვებს ადგილსაც უთმობს.



მიზნის მისაღწევად, ის არასდროს იყენებს საკუთარ სახელს. 2016 წელს, ფილმის, «დაუცველის» ეკრანებზე გამოსვლასთან დაკავშირეით გამართულ წვეულებაზე, პრინციპულობამდე პუნქტუალურმა კიანომ 20 წთით დაიგვიანა. მეიზეზი კი ის იყო, რომ დაცვამ მოკრძალებულად ჩაცმული ვარსკვლავი ვერ იცნო და ის საერთო რიგში ჩააყენა...


image


და მსახიობი წვიმაში იდგა და «ჩვეულებრივ მოკვდავებთან» ერთად, თავის რიგს ელოდებოდა... თუმცა, შეეძლო, ეს სიტუაცია, მხოლოდ ერთი სატელეფონო ზარით მოეგვარებინა.

imageimageimageimageimageimageimage






0
172
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0